0
მშვენიერი დარი იდგა. მე უკვე ბაში-აჩუკის ტანსაცმელში ვიყავი გამოწყობილი და სხვა მსახიობების გამოჩენას ველოდებოდი. ლიამ კარგა ხანს დაიგვიანა. გავბრაზდი და რეჟისორს ვკითხე, კი მაგრამ, ვინ არის ეს ლია ელიავა, მე ვარ მთავარ როლში თუ ის მეთქი. რეჟისორმა მითხრა, აი, მოვა და ნახავ, ვინ არის ლია ელიავაო, ” - ლია მოვიდა და ოთარ კობერიძეც მალევე მიხვდა, თუ ვინ იყო ის - ლიას მართლაც არ ჰქონდა მთავარი როლი , , ბაში-აჩუკში”, მაგრამ მან მთავარი როლი თავად ოთარ კობერიძის ცხოვრებაში ითამაშა. როგორც მოგვიანებით მსახიობი იხსენებდა, იმ დღეს ლია მზესავით ანათებდა, მისმა სილამაზემ კი სამუდამოდ დაატყვევა და დაამუნჯა. როდესაც მათ ერთმანეთი გაიცნეს, ლია ელიავა მეუღლეს კვე გაშორებული იყო, ოთარ კობერიძეს კი ოჯახი ჰყავდა. მიუხედავად ამისა, მსახიობებს შორის დიდი გრძნობა გაღვივდა, რაც გადასაღებ მოედანზე შეუმჩნეველი არავის დარჩენია. ეს ერთგვარი , , აკრძალული სიყვარული” იყო, რომლის გამოც წყვილს ხშირად აკრიტიკებდნენ და განიკითხავდნენ. მოგვიანებით მსახიობი დოდო ჭიჭინაძე იხსენებს: , , თავიდან არც მე ვიყავი მათი ქორწინების მომხრე, ვეუბნებოდი, სხვის უბედურებაზე თქვენს ბედნიერებას ვერ ააგებთ-მეთქი, თუმცა გავიდა დრო და მივხვდი, მათ არ შეეძლოთ ერთმანეთის გარეშე და დიდი დანაშაული იყო მათი ცალ-ცალკე ყოფნა.” მართლაც, ბევრი წინაღობის, ბარიკადისა და გარშემომყოფთა მითქმა-მოთქმის მიუხედავად მსახიობებმა ერთმანეთის სიყვარულზე უარი არ თქვეს და ერთ წელიწადში იქორწინეს კიდეც. მას შემდგომ თბილისის ქუჩებში გამოჩენილ წყვილს ათასობით თვალი მუდამ აღტაცებით მიაცილებდა, მათ სილამაზესა და უსაზღვრო სიყვარულზე კი ყველა დაუღალავად ლაპარაკობდა. ამბობდნენ კიდეც, ისინი კადრიდან გადმოსულ პერსონაჟებს ჰგვანანო. ერთად მრავალი წელი გაატარეს, ლიას გარდაცვალების შემდეგ კი ოთარ კობერიძე ხშირად იმეორებდა ფრაზას: "ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის ჩემს სამშობლოს, ღირსება - მე, გული კი მხოლოდ ერთ ადამიანს, ლია ელიავას!"
#თბილისი
#თბილისურიისტორიები
#ლია
#ელიავა
#ოთარ
#კობერიძე
#tbilisidaily
0