ცნობილი ქართველი რეჟისორი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რეჟისორი 1937 წლის 11 მაისს დაიბადა. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. ის გახლავთ რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი.
დიდმა თუ პატარამ, ყველა იცის სამართლიანი მრეცხავი ვარდოს ისტორია, ამბავი ეროვნული სულისკვეთებით სავსე ყაჩაღებზე, ხარება ჯიბუტისა და გოგია კენკიშვილშზე. სიმღერა „ ხარება და გოგია“ კი საერთოდ, ძმობისა და ერთგულების სიმბოლოდ იქცა.
ამასთანავე, გიორგი შენგელაიას ეკუთვნის ფილმები ნიკალას უიღბლო სიყვარულის, ცხოვრების, სამეგრელოს დედოფლის სისასტიკისა და ბურნუთას სიყვარულის შესახებ.
მისი ბოლო ნამუშავერი იყო „მიდიოდა მატარებელი“, რომელიც გზააბნეული მგზავრებისა და თეთრ ლექსში ასახული საქართველოს გაჭირვებას გვიამბობს.
#თბილისი
#საქართველო
#გამოჩენილი
#რეჟისორი
#გიორგი
#შენგელაია
#გარდაიცვალა
#tbilisidaily
#news