0
ხანძარი ქალაქის მთავარ სავაჭრო ბაზარში… ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ე.წ კეჩის ბაზრობაზე არსებული სავაჭრო სივრცე ‘’იმერეთი’’-ის ადმინისტრაციულ შენობას ხანძარი გაუჩნდა. 112-ში აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ზარი საღამოს 11 საათზე შევიდა. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ბაზრის ტერიტორიაზე სახანძრო მანქანებიც გამოჩნდნენ . ადგილზე სულ 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოცხადდა. მიუხედავად ცეცხლის დიდ ფართობზე გაჩენის საშიშროებისა, სამაშველო დაჯგუფებების ოპერატიული მოქმედების შედეგად ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის ლიკვიდირების შემდეგ დადგინდა, რომ დაზიანებულია სავაჭრო ცენტრ ‘'იმერეთის’' მთავარი შესასვლელის მარცხენა ფლიგელის მეორე სართული. უსაფრთხოების მიზნით ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის დიდ ნაწილს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება, რომელიც საშიშროების გაქრობისთანავე ოპერატიულად აღდგა. მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო”-ში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის განზრახ წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების მცდელობას გულისხმობს.
#ქუთაისი
#კეჩი
#კეჩისბაზრობა
#ხანძარი
#დაზარალებულები
#kutaisidaily
#news
Kutaisi
0