0
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ინტერნეტ ბანკისა და საბანკო ბარათების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა პრაქტიკულად გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში მიმოქცევაში 6, 065, 074 სადებეტო და 600, 501 საკრედიტო ბარათია. რაც ნიშნავს, რომ ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1.75 საბანკო ბარათი მოდის. ამ ბარათებით ყოველდღიურად ერთ მილიონზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება, რომლითაც განხორციელებული ოპერაციების მოცულობა საშუალოდ 80 მილიონ ლარს აღემატება. შედარებისთვის, 2016 წლის იანვარში დღეში 300, 000 ლარზე ნაკლები საბარათე გადახდა ხდებოდა, ამ გადახდების მოცულობა კი 11 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, ბოლო 4 წლის განმავლობაში საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები რვაჯერ გაიზარდა (თუმცა, ამ ოპერაციებში კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბანკომატებიდან თანხის განაღდების ოპერაციებს). რაც შეეხება ინტერნეტბანკინგს, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, ყოველდღიურად საშუალოდ 136, 105 ტრანზაქცია ხორციელდება, მათი მოცულობა კი თვეში 280.5 მილიონს (დღეში 9.4) მილიონს შეადგენს. შედარებისთვის, 2016 წელს ინტერნეტბანკინგით, დღის განმავლობაში 1.5 მილიონი ლარის გადარიცხვები/ოპერაციები ხორციელდებოდა, რაც მოხმარების გაექვსმაგებაზე მეტყველებს. ელექტრონული სერვისების განვითარებასთან ერთად და უფრო მეტ სავაჭრო ობიექტში უკონტაქტო საგადახდო აპარტის დამონტაჟებასთან ერთად, სავარაუდოდ, საბარათე და მობაილ ბანკინგის გადახდების მოცულობა კვლავ მაღალი ტემპით გააგრძელებს ზრდას. ავტორი:შოთა ტყეშელაშვილი P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bm.ge-ს მიერ.
#business
#news
0