ცივი ყავის,5 განსხვავებული რეცეპტი,რაც აუცილებლად უნდა ცადოთ.

0
1. ვიეტნამური ცივი ყავა ინგერიდენტები: 1-3 ჩაის კოვზი დაფქული ყავა; 2 ს.კ შედედებული რძე; ყინული მომზადების წესი: 1. პირველ რიგში დაგჭირდებათ ვიეტნამური ყავის მოსამზადებელი სპეციალური დანადგარი. თუ მას ვერ იპოვით, დაფქული ყავა ჩაყარეთ მდუღარე წყალში და გააჩერეთ 3-5 წუთს. 2. ჭიქის ფსკერზე ჩაასხით შესქელებული რძე, შემდეგ ნელნელა დაასხით ყავა.დაადეთ ყინულის კუბიკები. იაპონური ცივი ყავა ინგრედიენტები: ყინული - 200 მლ წყალი -200 მლ ყავა - 2, 5 სუფრის კოვზი მომზადების წესი: 1. ყავის მადუღარა ნახევრად შეავსეთ ყინულით; ჩაასხით ყავა ქაღალდის ფილტრში და შემოდგით ძაბრზე ისე, რომ ყავის წყვეთები ყინულს ეცემოდეს. 2. ყავა ნელ-ნელა მოადუღეთ, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი და დააკვირდით როგორ ილექება ყავა. 3. შემდეგ შეგიძლიათ ყავას დაუმატოთ რძე და შაქარი გემოვნებით. გახსოვდეთ ცივ ყავაში შაქარი არ იხსნება, ამიტომ სჯობს შაქარი ცხელს რძეს შეურიოთ და მხოლოდ შემდეგ დაუმატოთ ყავას. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი რამ, რაც გიყვართ. 3. EISKAFFEE ან Glace ინგრედიენტები: ვანილის ნაყინი ან პლომბირი - 400 გრ მზა უშაქრო ყავა - 400 მლ ათქვეფილი ნაღები მწარე შოკოლადი მომზადების წესი: 1. ჭიქაში მოათავსეთ 200 მლ ნაყინი და დაასხით გრილი ყავა. ნაყინი დაიწყებს დნობას, დრო და დრო ურიეთ. რაც მეტია ნაყინი, მით უფრო გემრიელია. 2. დაუმატეთ ნაღები, ზემოდან დაახეხეთ მწარე შოკოლადი. ყავა მიირთვით საწრუპი ჩხირით. 4. ტაილანდური ცივი ყავა ინგრედიენტები: დაფქული ყავა - 2 ჩ.კ ქინძის სანელებელი - 1/4 ს.კ კარდამონის მარცვლები - 4 – 5 ცალი შაქარი ნაღები ყინული მომზადების წესი: 1. დაფქულ ყავას შეურიეთ ქინძი, კარდამონი და მოადუღეთ; 2. შემდეგ გემოვნებით დაუმატეთ შაქარი; 3. გაგრილებული ყავა, გადაასხით ჭიქაში, დაუმატეთ ყინულის ნატეხები, ზემოდან კი ნაღებით გააფორმეთ. 5. ბერძნული ფრაპე ინგრედიენტები: ახლად მოდუღებული ყავა - 200 მლ დამსხვრეული ყინული - 1 ს. კ რძე - 70 მლ ალუბლის სიროფი - 1 ჩ.კ მომზადები წესი: 1. მოადუღეთ ყავა; 2. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და კარგად აურიეთ; 3. გადმოასხით ჭიქაში და ისიამოვნეთ. #ცივიყავა #რეცეპტები #ზაფხული
#ჯანსაღიცხოვრება
0