0
ჭკვიანი შუქნიშნები თბილისში. დედაქალაქში ე.წ ჭკვიანი შუქნიშნები დამონტაჟდება. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ გაავრცელა. მისი თქმით, დედაქალაქის მერია უპრეცენდენტო პროექტზე იწყებს მუშაობას. „მიმდინარე წელს ჩვენ გამოვაცხადებთ შესყიდვას ჭკვიან შუქნიშნებსა და პროგრამული უზრუნველყოფაზე, რაც საერთოდ ახალ ეტაპზე გადაიყვანს სატრანსპორტო პოლიტიკას. ეს არის პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ საცობები იმართოს ქალაქში იმ ჭკვიანი სისტემის მეშვეობით, სადაც ადამიანის ჩარევა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, ხოლო ნაკადები გადანაწილდება პროგრამული უზრუნველყოფოის საშუალებით“, - განაცხადა მაია ბითაძემ. მერის მოადგილის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 15-20 მილიონ ევროს მიაღწევს, მისი განხორციელების ხანგძლივობა კი 1-2 წელი იქნება. მაია ბითაძე აღნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში მთლიანად გადაიარაღდება ყველა კვანძი და მთლიანად გამოიცვლება მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის მართვასთან დაკავშირებული აპარატურა.
#თბილისი
#ინფრასტრუქტურა
#თბილისისმერია
#მერია
#მაიაბითაძე
#ტექნოლოგიები
#ჭკვიანიშუქნიშანი
#tbilisidaily
#news
0