0
"ბი-ბი-სის"რუსულენოვანმა ბიურომ გამოაქვეყნა სტატია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგელბში წარმოდგენილი მოხენების საფუძველზე, რომელში განხილული და შეფასებული იყო ის რისკები, რაც დასავლურ დემოკრატიას უდგას დღეს. მისი ავტორია ალექსეი კალმიკოვი. გთავაზობთ სტატიის მცირედ შემოკლებულ ვერსიას: დასავლეთს პრობლემები აქვს - შიგნითაც და გარეთაც. მას სულს უხუთავს წინააღმდეგობები, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა დაყენებული თვით ლიბერალური დემოკრატიის იდეაც, რომლის ჰეგემონია საფრთხის ქვეშაა, მატულობს მისი მტრებისა და კონკურენტების რაოდენობაც მსოფლიოში. ესე იგი, რა გამოდის - დასავლეთი საბოლოო ჯამში მაინც ლპება და მალე მისი დასასრულის მოწმენი გავხდებით? - არც ისე სწრაფად, - ვარაუდობენ მოხსენების ავტორები, რომლებმაც მიუნხენის კონფერენციისათვის თანამედროვე დასავლური აზროვნების ჭრილი წარადგინეს. მათ ერთად შეკრიბეს მოწინავე მეცნიერების, კომენტატორებისა და პოლიტიკოსების გამონათქვამები დასავლური მოდელის კრიზისის შესახებ, მის მიზეზებსა და სავარაუდო შედეგებზე. აღიარეს რა, რომ ისტორიის დასასრული ჯერ არ დამდგრა და მსოფლიო ლიბერალიზმისა და დემოკრატიის დროში ქვეშ არ გადასულა, ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ პრობლემა სასიკვდილო ჯერჯერობით არ არის. დასავლეთს ახალ რეალობასთან ადაპტაციისთვის ინსტრუმენტებიც აქვს და ფულიც. და თუ ის შინაგან განხეთქილებას გადალახავს, მაშინ, როგორც მოხსენების ავტორები ვარაუდობენ, "ლპობის ასეთი პროცესი შეიძლება კიდევ წარმატებით გაგრძელდეს როგორც მინიმუმი, ასი წლის განმავლობაში" "თუ დასავლეთის სახელმწიფოები მოახერხებენ მთელი თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების გაერთიანებას, მაშინ ისინი შეძლებენ ლიბერალური წესრიგის შენარჩუნებას და მას გააუმჯობესებენ კიდეც", - ნათქვამია მოხსენებაში. დასავლეთმა საკუთარი თავი ამჟამინდელ კრიზისში თვითონ შეიყვანა - იმიტომ, რომ უკანმოუხედავად ჩქარობდა ნათელი მომავლისაკენ და ადამიანებს რეფლექსიისათვის, საკუთარ "მე"-ზე ფიქრისთვის დროს აღარ უტოვებდა. დასავლეთს არ ესმოდა ან ყურადღებას არ აქცევდა იმ ადამიანების მორიდებულ, გაუბედავ ხმებს, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ და მათ პოზიციას რეაქციულად მიიჩნევდა. დღეს დასავლეთი შეჩერდა და დაფიქრდა. ამ ფიქრის შედეგები მიუნხენის მოხსენებაშია წარმოდგენილი, რომელიც თეზისების სახით მოკლედ ასე გამოიხატება: ა) პირველი შიდა პრობლემა დასავლეთისთვის - უთანხმოება "ღია" და "დახურული" მოდელების მომხრეთა შორის. ანუ იმათ შორის, ვინც უცხო ჩვევებისა და ემანსიპაციისაგან თავისი ცხოვრების ტრადიციულ ყაიდის დაცვას ითხოვს და იმათ შორის, ვინც საფრთხეს ხედავს არა გადაჭარბებულ თავისუფლებასა და ღიაობაში, არამედ მათ შელახვაში. ბ) მეორე პრობლემა - განხეთქილება აშშ-სა და ევროპას შორის საგარეო პოლიტიკაში: განსხვავებული მიდგომები რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიმართ. გ) შინაგანი კრიზისის ძირითადი მიზეზები: კულტურული და ეკონომიკური. ელიტები შეუჩერებლივ მიერეკებოდნენ ხალხებს ნათელი მომავლისაკენ, მაგრამ, როგორც ამბობენ ხოლმე, "ზედმეტი მოუვიდათ, უკიდურესობაში გადავარდნენ". პოპულისტებმა კი ამით ისარგებლეს. დ) საგარეო პრობლემები საშინაოთია გამოწვეული. ომებით დაღლილ დასავლეთს კონფლიქტებში ჩარევა არ სიამოვნებს. ასეთი სიტუაცია მას უკან უბრუნდება მსოფლიოში გავლენის დაკარგვით, რაც, თავის მხრივ, ლტოლვილთა მოდინებით თვითონ დასავლეთის დესტაბილიზებას ახდენს, უპირველესად კი მთელი ევროპის დესტაბილიზებას. ე) მსოფლიო მრავალპოლარული გახდა, დასავლეთის ჰეგემონიას ბოლო მოეღო. ნატოს სამხედრო ძლიერება დიდი ხანია უკვე ის აღარ არის, რაც იყო. გაეროს უშიშროების საბჭო პარალიზებულია. დასავლეთის უპირობო ლიდერობა თავდაცვით ტექნოლოგიებში დაკარგულია. ვ) ადრე განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტებში დასავლეთი დომინირებდა და თავის იდეალებს წინ სწევდა, პროპაგანდას ეწეოდა, მაგრამ ახლა მისი გავლენა კლებულობს: ჩინეთი პარალელურ სტრუქტურებს ქმნის და სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს დღეს არსებულზე. ზ) როგორც ჩანს, დასავლეთს არაქათი გამოეცალა, დასუსტდა და გამოსავალიც არ ჩანს? მაგრამ ყველაფერი არც ისე ცუდადაა: ლიბერალური იდეები ძველებურად პოპულარულია, დასავლეთის ეკონომიკურ სიძლიერეს ვერავინ გაუტოლდება, ხოლო მთავარ კონკურენტებს - ჩინეთსა და რუსეთს - თავიანთი პრობლემებიც ბევრი აქვთ. თ) კრიზისიდან გამოსასვლელად საჭიროა დასავლეთის ქვეყნებმა თავისი რიგები შეამჭიდროვონ, მოაგვარონ შიდა კონფლიქტები, დაივიწყონ ჰეგემონია და ისწავლონ ახალ რეალობაში ცხოვრება: შეეგუონ თანაარსებობას და თანამშრომლობას არადემოკრატიულ კონკურენტებთან. იდეურად და ინსტიტუციურად დასავლეთი გარდაქმნებისადმი ისეთი შემგუებადია, რომ მას მსოფლიოში ამ მხრივ ვერცერთი სისტემა ვერ შეედრება. და აი, როგორ განმარტავენ და გვიხსნიან ამ თეზისებს მოხსენების შემდგენლები. უთანხმოება შიგნით დასავლეთში დღესდღეობით სულიერი დაქსაქსულობა სუფევს, რომელიც შიდა ანტილიბერალური და ნაციონალისტური ბანაკის განმტკიცების შედეგია. ნაციონალისტებისა და ანტილიბერალების მომხრეებისათვის დასავლეთი ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობებეით გაერთიანებული საზოგადოება კი არ არის, რომელიც ყველასათვის ღიაა, ვინც მის ფასეულობებს იზიარებს, არამედ მათთვის დასავლეთი ადამიანთა დახურული რასობრივი და რელიგიური საზოგადოებაა, რომელსაც გარეშე ძალები ემუქრებიან, რელიგიურად და კულტურულად უცხო ძალები. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ დასავლეთი ზნეობის ამ დონის თავისუფლებით, ქალთა ემანსიპაციით და ფართო იმიგრაციით თვითგანადგურებისაკენ მიდის. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია kvirispalitra.ge-ს მიერ.
#news
0