1263 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 8 months ago

ახალი ეტაპი ქართულ სატრანსპორტო ინდუსტრიაში. დიღომში 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომი ჰაბი მოეწყობა.

თბილისის მერიამ დიდ დიღომში არსებულ ე.წ. ანბანის სკვერში დაწყებული მშენებლობის დემონტაჟი უკვე მოახდინა და ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ, სკვერის აღდგენის სამუშაოებს დაიწყებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

,,გუდვილის” ტერიტორიასთან არსებულ ანბანის სკვერში აშენებული იყო ორსართულიანი შენობის კარკასი. ეს მიუღებელია და იცით, ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება. ჩვენ ადგილობრივ მცხოვრებლებს დავპირდით, რომ გამოვისყიდდით ამ ტერიტორიას ან ადგილმონაცვლეობას განვახორციელებდით, კონკრეტულ ადგილს კი თავის სტატუსს დავუბრუნებდით. შესაბამისად, ჩვენ დაპირება შევუსრულეთ დიდი დიღმის მოსახლეობას,” - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, სკვერის რეაბილიტაციასთან ერთად მუნიციპალიტეტი მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომ ჰაბს მოაწყობს:

„პარალელურად, მინდა გითხრათ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ განვათავსებთ 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომ ჰაბს. ჩვენს გაცემულ დაპირებებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და ყველა დაპირება იქნება შესრულებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

#თბილისი #თბილისისმერია #მერია #კახი #კალაძე #ავტობუსი #ჰაბი #tbilisidaily #news
Tbilisi Daily
Tbilisi · 8 months ago
13
Write a comment
Similar Posts