ვინ არის ქუთაისელი აბიტურიენტი,რომელმაც ბიოლოგიაში უმაღლესი ქულა მიიღო?

0
ნევროლოგია და კარდიოლოგია – ესაა იმ ქუთაისელი აბიტურიენტის ინტერესები, რომელმაც 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბიოლოგის საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო. მერი ცუცქირიძე შპს გოქაძის
#1
სკოლის მოსწავლეა, მანამდე ის ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლაში სწავლობდა. როგორც აბიტურიენტი “მეგა ტვ”-თან საუბრისას ამბობს მასწავლებლებმა მის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს. მერი ცუცქირიძე თავისი შედეგის, ინტერესებისა და გამოცდების სირთულეზე გვესაუბრა: “პედაგოგებმა თავისი წვლილი შეიტანეს ჩემს წარმატებაში, თუმცა განსაკუთრებით მადლიერი ჩემი ბიოლოგიის ბოლო მასწავლებლის მაკა გუგუნავასი ვარ. სიმართლე გითხრათ, მაღალ ქულას ველოდი, თუმცა უმაღლესს არა, ძალიან გამახარა ამ შედეგმა. ვიგრძენი, რომ ჩემს შრომას ტყუილად არ ჩაუვლია. რაც შეეხება პანდემიას, თავისებური გავლენა იქონია, რა თქმა უნდა, სწავლის პროცესზე, მაგრამ არა რადიკალური. ეროვნულების წერისას, მე პირადად , დისკომფორტი არ შემქმნია. იყო მშვიდი, მოწესრიგებული გარემო, რამაც ხელი შემიწყო გამომევლინა ჩემი შესაძლებლობები. სამედიცინოზე ვაბარებ თბილისის სახელმწიო სამედიცინო უნივერსიტეტში და ერთი სული მაქვს როდის შევდგამ ამ უნივერსიტეტში ფეხს. ზუსტად არ გადამიწყვეტია რომელი განხრით განვავითარებ ჩემს ცოდნას, თუმცა ნევროლოგია და კარდიოლოგია მაინტერესებს ძალიან, ვნახოთ რა იქნება. დასასრულს, მინდა ყველა ჩემს თანატოლს წარმატება ვუსურვო.” ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#გამოცდები
#ეროვნულიგამოცდები
#ბიოლოგია
#ექიმი
#აბიტურიენტები
#ახალიამბები
#ჯანსაღიცხოვრება
#ახალიამბები
წყარო - megatv.ge
0