14 votes
0 comments
0 shares
Save
81 views
Dato Dato
Tsalenjikha · 4 months ago

რა საინტერესო ღრუბელია!

#goodplaces
Dato Dato
Tsalenjikha · 4 months ago
Similar Posts
Dato Dato
Tsalenjikha, Georgia · 1 month ago
ულამაზესი ბორბოლი #goodplaces
Dato Dato
Tsalenjikha, Georgia · 4 months ago
ყველას წარმატებულ დგეს გისურვებთ მეგობრებო!!! #goodplaces
Dato Dato
Tsalenjikha, Georgia · 4 months ago
ცრემლივით სუპთა ინშირა! #goodplaces
Dato Dato
Tsalenjikha, Georgia · 3 months ago
ამ რტულ მდგომარეობაში მშვიდობიან დღეს გისურვებთ მეგობრებო😎😎😎✌✌✌ #goodplaces
Dato Dato
Tsalenjikha, Georgia · 4 months ago
ჩემი წინაპრების ადგილი,ულამაზესი საჩინო! #goodplaces
+4
Dato Dato
Tsalenjikha, Georgia · 1 month ago
Sachino😎😎😎 #goodplaces
Dato Dato
Tsalenjikha, Georgia · 5 months ago
#goodplaces
Dato Dato
Tsalenjikha, Georgia · 4 months ago
#goodplaces
Nino Kakulia
Poti, Georgia · 2 months ago
ბირდმენი. შეფასება
რიგანი ცდილობს დადგას სპექტაკლი ბროდვეიზე, რომელიც რაიმენაირად ღირებული იქნება და გამოიყვანს მას ბერდმენის ჩრდილიდან. მას სურს, რომ მაყურებლისგან მიიღოს აღიარება, მაგრამ მის ქვეცნობიერში მყარად ზის ბირდმენი, მისი ბნელი მხარე, ალტერ-ეგო. ის იპყრობს რიგანს და მუდმივად ცდილობს, რომ მასზე ჰქონდეს კონტროლი. აგიჟებს იმითაც, რომ რობერტ დაუნიმ რკინის ჩუჩელით მილიონები მოხსნა, მას კი არაფერი გააჩნია, რიგანი ბერდმენის გარეშე უბადრუკი და საცოდავი ვინმეა. შესაძლებელია, ყველაფერი ეს ფსიქიური აშლილობაა, რაც გამოიწვია ყველა იმ სირთულემ, რასაც რიგანი წააწყდა ცხოვრებაში: ცოლთან განშორება, უფულობა, დედის გარეშე შვილის გაზრდა (შედეგი – „ნარკამანკა“), თვითმკვლელობის მცდელობა, კარიერაში ლუზერია. აშკარაა, რომ რიგანი არანაირი ზებუნებრივი ძალით არაა დაჯილდოებული, ამას ადასტურებს ის მომენტი როცა, ვითომ და ტელეკინეზის მეშვეობით საგრიმიოროში ამსხვრევს ყველაფერს, ხოლო როდესაც ოთახში შემოდის ზაკ გალიფიანაკისი, ირკვევა, რომ საცოდავი რიგანი ყველაფერს საკუთარი ხელებით ამტვრევს. ან მისი ფრენის მომენტი ქალაქის თავზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ტაქსით მოძრაობაა, რომლის საფასურიც არ გადაუხდია. გმირი მთლიანად დებს ყველაფერს რაც გააჩნია რეიმონდ კარვერის პიესაში, რომელსაც როგორც თვითონ ამბობს, ბავშვობაში მოსწონებია მისი მსახიობური ნიჭი. როცა ვამბობ, რომ გმირი დებს ყველაფერს პიესაში, ამას პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ. დაავაკვირდეთ, როგორ კავშირშია პიესა და გმირის ცხოვრება ერთმანეთთან: დასაწყისშივე, რეპეტიციაზე ლესლი (ნაომი უოთსი) ამბობს, რომ მან ჯერ სცემა ქალი, ათრია მთელ სახლში, ხოლო შემდეგ კი სიყვარულს ეფიცებოდა. იგივეს ეუბნება რიგანი თავის ცოლს საგრიმიოროში, ოღონდ მან ცოლს დანა ესროლა და არ ცემა. ან კიდევ დასკვნით ნაწილში, როცა პიესის გმირი ამბობს: რა ხდება ჩემს თავს, რა მაკლია, რატომ არ შემიძლია ვინმეს სიყვარული მოვიპოვო? მე არ ვარსებობ. ზუსტად ასეთად თვლის რიგანი თავის თავს. ის არ არსებობს, როგორც პიროვნება, მხოლოდ ბერდმენია. რიგანი კი ბერდმენის აჩრდილია. ერთი მომენტია დასაჭერი სცენარში და ეს, დარწმუნებული ვარ, ინიარიტუს გათვლაა: რიგანი თავის თავს თვითმფრინავში ადარებს ჯორჯ კლუნს და ამბობს საინტერესო ფრაზას: „რამე რომ მოხდეს, გაზეთის პირველ გვერდზე კლუნი იქნება და არა მე“, ჩრდილშია აქაც და კლუნი შემთხვევით არაა ნახსენები, სწორედ მან შეცვალა ბეტმენის როლში მაიკლ კიტონი და აქაც დაიჩრდილა (საღოლ ალეხანდრო). სწორედ ამიტომ ცდილობს რიგანი მოიპოვოს ხალხის აღიარება, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია კრიტიკოს ტაბიტას რეცენზიაზე. აქ უკვე უნდა დავაკვირდეთ თვით ფილმის სათაურს: „ბერდმენი ან უცოდინრობის მოულოდნელი უპირატესობა“. უცოდინრობა კი არის ზუსტად მაყურებლის უუნარობა ჰქონდეს თავისი საკუთარი აზრი. სწორედ ამიტომ ნერვიულობს რიგანი იმ ერთ რეცენზიაზე, მასზეა დამოკიდებული ორი ურთიერთგამომრიცხავი რამ: ან დარჩება ბერდმენად, ან ბოლო-ბოლო მისი ტალანტი მოიპოვებს აღიარებას კრიტიკოსებში, მაშასადამე მაყურებელშიც, რომელიც საკუთარი აზრის არქონიდან გამომდინარე იზიარებს კრიტიკოსის აზრს. რიგანმა უნდა მოკლას ბერდმენი თავის თავში. და რა ხდება სინამდვილეში? ბერდმენის ნაცვლად, თავის თავს ხომ არ კლავს რიგანი? ახლა შემოგთავაზებთ რამდენიმე ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ვერსიას ფილმის დასასრულის შესახებ: 1. რიგანი კვდება მაშინ, როდესაც ნაბახუსევზე სახურავიდან ხტება, ხოლო ყველაფერი დანარჩენი კი ფანტაზიაა, მათ შორის საგრიმიოროში ცოლთან დიალოგიც. ამ სცენის დროს რიგანი წევს მაგიდაზე და გარშემო უამრავი ვარდი აქვს შემოლაგებული, რომელიც მას არ უყვარს. ეს შეიძლება დაკრძალვის იმიტაცია იყოს. ეს ვერსია არ არის მართალი და ამას ადასტურებს ტაქსის მძღოლის გამოჩენა. არამგონია ფანტაზიაში რიგანს წარმოედგინა თუ როგორ მოსდევს მას ვიღაც ფულის გამო. 2. რიგან კვდება მაშინ, როცა ხტება თავის პალატიდან. მაგრამ ამას აბათილებს ემა სთოუნის (შვილის) რეაქცია, რომელიც იყურება ქვემოთ და აშკარად ვერაფერს ხედავს, არავითარი შიში და ნერვიულობა მის სახეზე არ არის. 3. მესამე ვერსია ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული: რიგანი თავს იკლავს სცენაზე იარაღით. რატომ? ამის შემდეგ რაღაც არარეალურად კარგად არის ყველაფერი, ცოლთან შერიგება, ტაბიტასგან გასაოცარი რეაქცია, ჯეკის (ზაკ გალიფიანაკის) დაპირება, რომ მისი პიესა ევროპაში იმოგზაურებს და ყველგან ანშლაგი იქნება, ასევე შვილთან ურთიერთობის დალაგება. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ არ შეიძლება ასე კარგად იყოს ყველაფერი, მხოლოდ სამოთხეში, ალბათ. ბოლო ვერსიის მიმართ რამდენიმე „კონტრარგუმენტი“ მაქვს: ჯერ ერთი, ცოლთან და შვილთან შერიგება მანამდე დაიწყო. ცოლი მას კოცნის, ხოლო შვილი Twitter-ში არეგისტრირებს მას და ზრუნავს მის PR-ზე, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – აღფრთოვანებული მაყურებელი სპექტაკლის პირველივე აქტის შემდეგ გამოცვივდა თეატრიდან შთაბეჭდილებების გასაზიარებლად. და, რაც მთავარია – არც მაყურებელმა და არც ტაბიტამ არ იცოდნენ, რომ ტყვია ნამდვილი იყო, ტაბიტა მსახიობის გასაოცარმა თამაშმა წამოაყენა თავისი ადგილიდან, მიხვდა, რომ იგი ვერანაირად ვეღარ დაწერდა უარყოფით რეცენზიას, ამით იგი დასაცინი გახდებოდა და მას რიგანის შურისძიებაში ამხელდნენ. რიგანმა დაამარცხა ტაბიტა. და აი აქ უკვე ვხვდები, რომ რიგანი ცოცხალია!!! მკვდარია ბერდმენი, რომელიც დამცირებული და დაჩაგრული ზის უნიტაზზე და ხმასაც აღარ იღებს. #goodplaces #opinion #photo
Mariam Chabrava
Senaki, Georgia · 1 month ago
,, ყოველთვის ირწმუნე საკუთარი თავის და არასოდეს იფიქრო, რომ რაიმე არ შეგიძლია,,.
მეგობრებო საინტერესო პოსტს გადავაწყდი დღეს და მინდა გაგიზიაროთ ❤️ საოცარი მოტივაცია და სიტყვები, გილოცავთ ყველას სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ❤️ ,,რა შესანიშნავი დღე გათენდა, არა, ახალგაზრდავ? ალბათ, აღელვებული ხარ და გულიც გამალებით გიცემს. დღეს ხომ განსაკუთრებული დღეა! ეს ესაა, სკოლას გამოეთხოვე და შენი ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლის მაუწყებელი ზარიც დაირეკა. ამ დღეს უჩვეულო გარემოში ხვდები და შესაძლოა, გული გწყდება, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც შენს ლაღ გონებას წარმოედგინა. მაგრამ ამაზე ნუ იდარდებ. ყველაფერი მაინც შენს ხელშია. ყველაფერი ისე იქნება, როგორც თავად გსურს! გულში არ გაივლო, ჩემო კარგო, თითქოს ამ ზარის წკრიალი დასასრულზედ მიგანიშნებდეს. ზარი მახარობელია, დღესასწაულია, დასაწყისია, თუგინდ ბოლო ერქვას. მე ღრმად მწამს, ახალგაზრდავ, რომ ადამიანი მარადჟამ ცნობისმოყვარე მოწაფეა, ყველა ასაკში. და ყოველ ჯერზე, როცა ერთ ფანჯარას ხურავ, შენ თვალწინ, მუდამ ათობით, ასობით ახალი ფანჯარა იღება. ეს ზარიც, სწორედ რომ ცოდნის ახალ ფანჯარაზე, შენი მოსწავლეობის ახალ დასაწყისზე მიგანიშნებს. ნება შენია, საით წახვალ, რომელ ფანჯარას შეაღებ, მეგობარო. მოუსვენარ ცნობისმოყვარეობას ყური მიუგდე და მუდამ დარჩი სწავლის გულმხურვალე მძებნელად. შენს თავს გულდასმით გამოჰკითხე, საით მიდიხარ, რისკენ ისწრაფვი, ის კი, სწორ პასუხებს გიამბობს და გზასაც მარტივად გაიგნებ. მომავლის გზაზე დაბრკოლებებსაც გადააწყდები. მრავალი გამოცდის ჩაბარება მოგიწევს. ნუ შეშინდები! და თუ ფეხი დაგიცდა, წამოდექი და ისევ მიზნისკენ სვლა განაგრძე. ყოველთვის ირწმუნე საკუთარი თავის და არასოდეს იფიქრო, რომ რაიმე არ შეგიძლია. დარჩი საკუთარი თავის უფალი და არასდროს დაუშვა, რომ ვინმემ შენს სურვილებზე იბატონოს. ნუ გაჩერდები! შეცვალე, იბრძოლე, იარე, შეაღე! ფართო გზა მიეც შესაძლებლობებს! შეკითხვების დასმის ნუ მოგერიდება. ყოველთვის იკითხე. და გიამბობენ. თუკი გკითხავენ, შენც სულ უამბე. ყველაფერი, რასაც ისწავლი, სხვასაც ასწავლე. ყოველთვის გახსენი ცოდნის ახალი ფანჯარა. და ყოველ ჯერზე, როცა წერტილს დასვამ, იქვე ახალი აბზაცი წამოიწყე. გზას დაგილოცავ, ახალგაზრდავ! მარად შენი — მკითხე მოამბე. ,, #news #opinion #lastball #goodplaces #goodvibes Tbilisi