ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა პირველ ელექტრომობილს მიმდინარე წელს გამოუშვებს.
როგორც ქართული ინდუსტრიული ჰოლდინგის "აი გრუპის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი აღნიშავს, პროექტი წარმატებით მიმდინარებს. ქუთაისის ელექტრომობილების ქარხნის 68 მილიონიანი პროექტი, რომელიც სახელმწიფო ქონებას განეკუთვნებოდა, კომპანიას, გასულ წელს1 ლარად გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ ელექტრომობილების წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი 2019 წლის მაისში გაფორმდა. როგორც, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებდა - ქარხნის წარმადობა 40 000 ავტომობილი იქნება, საიდანაც 50% შიდა ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 20 000 ავტომანქანას ევროკავშირში ყოველწლიურ ექსპორტზე გაიტანენ.
#ქუთაისი
#ახალი
#შესაძლებლობა
#ელექტრომობილი
#ქარხანა
#kutaisidaily
#news