0
იაპონიის საელჩოს საჩუქარი თბილისის მოსახლეობას. თბილისის ბოტანიკურ ბაღში საკურას ხეივნის გაშენების ცერემონია გაიმართა. იაპონიის საელჩომ 100 ძირი საკურას ნერგი, დედაქალაქს საჩუქრად გადასცა. გამწვანების აქციაში თბილისის მერი, კახა კალაძე და იაპონიის ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეარა მონაწილეობდნენ. თბილისის ბოტანიკურ ბაღში, უკვე არსებობს იაპონიის ბაღის კუთხე. მალე მას საკურას ხეივანიც დაამშვენებს. იაპონელებისთვის საკურა ძვირფასი ხეა. 27 მარტს, იაპონია საკურას ყვავილობის დღესასწაულს აღნიშნავს. მისი ყვავილობა 1-2 კვირას გრძელდება. იაპონელები საკურას დეკორატიულ ხეს უწოდებენ. საკურას ნაყოფს ამარილებენ და საკვებ პროდუქტებში იყენებენ.
#თბილისი
#თბილისისმერია
#იაპონია
#საელჩო
#იაპონიისსაელჩო
#საკურა
#tbilisidaily
#news
0