საქართველოს მეფეები“ მონეტებზე.
საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის - „საქართველოს მეფეები" გამოშვებას იწყებს. აღნიშნული სერიის მიზანია ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზაცია და გამორჩეული ეტაპებზე აქცენტის გაკეთება, რამაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალა საქართველოს შემდგომი განვითარების ხაზი.
შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიული განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, სერიიდან „საქართველოს მეფეები" პირველი მონეტა მეფე ერეკლე მეორეს მოღვაწეობას მიეძღვნება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად ღია კონკურსი უკვე გამოაცხადა.
#თბილისი
#საქართველოსბანკი
#bog
#საკოლექციომონეტები
#მონეტები
#საქართველოსმეფეები
#მეფეები
#ერეკლემეორე
#tbilisidaily
#news