ფოთში გაუჩინარებელი ახალგაზრდა გოგოს ცხედარი იპოვეს.

0
ფოთში, მდინარე რიონში გადავარდნილი ახალგაზრდა გოგოს ცხედარი, სამდღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, რამდენიმე წუთის წინ იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 24 საათიანი ძებნის შემდეგ დაკარგული ახალგაზრდა გოგო მდინარე რიონში აღმოაჩინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი და 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენდა. ამასთან ერთად სამძებრო სამუშაოებს ახორციელებდა სანაპირო დაცვისა და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობას კი დრონის მეშვეობით ათვალიერებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს : "შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში 4 აგვისტოს, ღამით შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა ყველა შესაბამისი სამსახური და დაიწყო აქტიური საძიებო სამუშაოები." შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. #ფოთი #სამეგრელო #რიონი #დაკარგულიგოგონა #აღმოჩენილიცხედარი #გამოძიება #შსს #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
0