ქართული ყავის კომპანია „მეამას“ შენობა, შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდეს

0
კახეთის გზატკეცილზე მდებარე, ყავის ქართული კომპანია „მეამას“ სათავო ოფისის შენობამ Architizer A+Awards-ის სამ ნომინაციაში გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ „მეამას“ შენობის კონკურენტები იყვნენ ისეთი ცნობილი კომპანიების სამუშაო სივრცეები, როგორიცაა: Jaguar, TikTok, Warner Music Group, John F.Kennedy Center for the Performinf Arts და სხვა.
Architizer A+Awards მსოფლიო არქიტექტურის კუთხით, ყველაზე მასშტაბური კონკურსია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში წლის საუკეთესო, მნიშვნელოვანი, საინტერესო და გამორჩეული არქიტექტურული პროექტების პოპულარიზაციას. მასზე წარდგენილ ნამუშევრებს ეცნობა გლობალური აუდიტორია, დაახლოებით, 400 მილიონზე მეტი ადამიანი.
„მეამას“ შენობა წარდგენილი იყო სამ კატეგორიაში: 25 000კვ. მეტრზე ნაკლები სამუშაო სივრცე – https://vote.architizer.com/PublicVoting/#/2020/architecture/commercial/office-interiors-gt25000-sq-ft; ოთხსართულიანი სამუშაო სივრცე – https://vote.architizer.com/PublicVoting/#/2020/architecture/commercial/office-low-rise-1-4-floors; არქიტექტურა და ბეტონი – https://vote.architizer.com/PublicVoting/#/2020/architecture/details-plus/architecture-concrete.
ქართული ყავის კომპანია მეამას სათავო ოფისის შენობა, რომლის არქიტექტურა და დიზაინი გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის, ჟიურის გადაწყვეტილებით, სამი ნომინაციის ფინალში გადავიდა. ეს ნომინაციებია: ინტერიერის დიზაინი, დაბალსართულიანი სამუშაო სივრცე და არქიტექტურა და ბეტონი. სამივე კატეგორიაში ქართული პროექტი თავიდანვე ლიდერობდა და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, 4 აგვისტოს, უკვე გამარჯვებულადაც გამოცხადდა.
„მეამას“ ქარხნის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. პროექტმა თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია და 2019 წელს საერთაშორისო კონკურსშიც გაიმარჯვა. სინტერესო და დახვეწილია შენიბის ინტერიერიც,
გამოყოფილი სამუშაო სივრცეებით, მაღალი ჭერით, ინტერიერში შემოსული სიმევანითა და გეომეტრიული ხასიათით.
“მეამას” ყავის ქარხანა უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართული პროექტია.
პროექტი: Khmaladze Architects ფოტოები: NakaniMamasakhlisi Photo Lab წყარო: www.marketer.ge ____________ პოსტის ავტორი - მარიამ თოფურია / მომო
#ხელოვნება
#არქიტექტურა
#არქიტექტორი
#დიზაინი
#ინტერიერისდიზაინი
#თანამედროვედიზაინი
#ქართულიარქიტექტურა
#პროექტი
#გამარჯვებული
#ნომინაცია
#საუკეთესო
#მეამა
#ყავა
#ყავის
#ქარხანა
#გეგმარება
0