0
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო კომპლექსი აიგება. აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მაჟორიტარი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარე, გენადი მარგველაშვილი ადასტურებს. მსგავსი განცხადება ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობასთან დაკავშირებით 2017 წელსაც გავრცელდა. თუმცა, მაშინ დაპირება დაპირებად დარჩა. დღესდღეობით, კი ქალაქში ერთადერთი საცურაო კომპლექსი "ლაგუნა" ფუნქციონირებს, რომელიც კერძო საკუთრებაა. გენადი მარგველაშვილის განცხადებით, წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება აქტიური სამშენებლო სამუშაოები, აუზი კი ულტრათანამედროვე სტანდარტებს ყველა კომპონენტით დააკმაყოფილებს. მაჟორიტარი ასევე ამბობს, რომ შემუშავებულია კონკრეტული გეგმა და საცურაო კომპლექსი დიდი ალბათობით ავტოქარხნის დასახლებაში აიგება.
#ქუთაისი
#საცურაო
#კომპლექსი
#აუზი
#ინიციატივა
#გენადი
#მარგველაშვილი
#kutaisidaily
#news
0