0
გააერთიანებს ვანო მერაბიშვილი ოპოზიციას? მერაბიშვილის გათავისუფლებას მისი ყოფილი თანამებრძოლები დიდი სიხარულითა და ენთუსიაზმით შეხვდნენ. მათი განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში ის უდანაშაულო პოლიტპატიმარი იყო. მერაბიშვილის განცხადებით მისი თანამებრძოლები და მეგობრები სხვადასხვა პარტიებში არიან გადანაწილებული. ის ყველა მათგანს შეხვდება და ამის მერე მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას. ამავდროულად, ყოფილი მაღალჩინოსანი საზოგადოებას პირდება, რომ ამ ხელისუფლებას 1 წელიწადში დაასრულებს, ოპოზიცია ერთად გაიმარჯვებს, ქვეყანა კი წინ წავა. შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერი, ვანო მერაბიშვილი 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია. ხელისუფლებაში ყოფნის დროს მის სახელს არაერთი დანაშაული უკავშირდება, მათ შორის: 26 მაისს აქციის დარბევა, „ტელეიმედში“ შეჭრა, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და სხვა ცნობილი საქმეები. აქვე აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციის ლიდერების განცხადებები: მიხეილ სააკაშვილი - „მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება." გიგა ბოკერია - "მიხარია, რომ ამხელა სასჯელის შემდეგ, პოლიტიკური პატიმარი ვანო მერაბიშვილი გათავისუფლებულია"
#თბილისი
#ვანო
#მერაბიშვილი
#ციხე
#თავისუფლება
#ოპოზიცია
#ერთადერთისდასამარცხებლად
#tbilisidaily
#news
#politics
0