ცნობილია ვინ განახორციელა კიბერშეტევა სამთავრობო სერვერებზე.
2019 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე კიბერ შეტევა განხორციელდა. მათთან დაკავშირებულ საიტებზე გადასვლისას საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ორგანიზაციის სერვერები, მართვის სისტემები და შეფერხდა მათი ფუნქციონირება. გამოძიების შედეგად დადგინდა რომ შეტევა რუსეთის ფედერაციის სამთავრობო ძალების მიერ იყო ორგანიზებული.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ნორვეგიიდან, ლიეტუვიდან, დანიიდან და ნიდერლანდებიდან. ისინი რუსეთს მოუწოდებენ შეწყვიტონ საქართველოს წინააღდეგ მავნე კიბერაქტივობა, რადგან ეს არ შეესაბამება პასუხისმგებლიანი ქვეყნის ქცევას.
#თბილისი
#საქართველო
#რუსეთი
#კიბეშეტევა
#tbilisidaily
#politics