,,ტორპედოსა" და ,,თელავის" ფეხბურთელები რუსულ ოკუპაციას გააპროტესტებენ

0
, , ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ" - ამ წარწერიანი მაისურებით , , ტორპედოსა" და , , თელავის" გუნდები მატჩზე გამოვლენ. ამას გარდა მაისურებზე იმ გმირების სახელები და გვარები იქნება დატანილი, რომლებიც აგვისტოს ომს შეეწირნენ. , , მატჩის დღეს, ტორპედოს ინიციატივით, ორივე გუნდი მოედანზე სპეციალური მაისურებით გამოვა. , , ტორპედო" და , , თელავი" კიდევ ერთხელ იტყვიან ხმამაღლა, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მაისურის მეორე მხარეს იმ გმირი ჯარისკაცების სახელები და გვარები იქნება, რომლებიც აგვისტოს ომს შეეწირნენ. ერთმანეთს აუცილებლად დავიბრუნებთ!"- აცხადებენ , , ტორპედოში". მატჩი 6 აგვისტოს, რამაზ შენგელია სახელობის სტადიონზე, 21 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია. აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. დიღუპა 412 ადამიანი, მათ შორის, 169 ჯარისკაცი; დაიჭრა - 1 747; 130 ათასი ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა, ამათგან 30 ათასი დღესაც დევნილობაში ცხოვრობს; განადგურდა 35 ათასი სახლი; მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი; რუსეთის მიერ დამატებით ოკუპირებულია 5 ხეობა და 125 სოფელი; საქართველოს მოქალაქეები დღემდე ცხოვრობენ მავთულხლართების მიღმა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#პოლიტიკა
#ოკუპაცია
#ოკუპირებულიტერიტორია
#აგვისტოსომი
#kutaisidaily
წყარო - radiodk.ge
#სპორტი
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0