კინკაკუ-ძი, ოქროს პავილიონის ტაძარი, ოფიციალური სახელწოდებაა როკუონ-ძი, იაპონიის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. ის არის ბუდისტური ტაძარი, რომელიც მდებარეობს კიოტოში. ტაძარი ეროვნული მნიშვნელობის განსაკუთრებული ისტორიული საიტი, ეროვნული მნიშვნელობის განსაკუთრებული ლანდშაფტი და იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ანტიკური კიოტოს ისტორიული ძეგლების 17 ნიმუშიდან ერთ-ერთია.
მე-14 საუკუნეში აშენდა როგორც აშიკაგა იოშიმიტსუს (იაპონიის მართველი 1368-1394 წწ-ში.) დასასვენებელი ვილა. 1950 წელს პავილიონი უცნობმა ბერმა გადაწვა, რომელსაც ეს ადგილი აკვიატებული ჰქონდა. ხუთი წლის შემდეგ ის ხელახლა ააგეს როგორც თავდაპირველი ნაგებობის ზუსტი ასლი.
პავილიონი ოქროს ფოთლებითაა დაფარული, რაც მის გარშემო არსებულ წყლის არხში აისახება. მასში შინდენის, სამურაის და ზენის არქიტექტურული სტილია გაერთიანებული.
პირველ სართულს „დრაჰმის წყლების პალატა“-ს უწოდებენ, ის შინდენ-ზუკუნის სტილშია გადაწყვეტილი, ღია სივრცით, ფართო ვერანდებით, დაუმუშავებელი ხით და თეთრი თაბაშირით.
მეორე სართულს "ბგერის ტალღათა კოშკი“-ს უწოდებენ, ის ბუკე-ზუკურის ანუ მებრძოლი არისტოკრატების სტილშია აგებული. ხის მოძრავი კარებები და რკინის გისოსებიანი ფანჯრები არასტაბილურობის შეგრძნებას ქმნის.
მესამე სართულს „უსასრულობის გუმბათი“-ს უწოდებენ. ის ზენშუ-ბუტსუდენ-ზუკურის სტილში ანუ ტრადიციულ ჩინურ ჩანის სტილშია აგებული.
#იაპონია
#იაპონელი
#აზია
#მოგზაურობა
#ტურიზმი
#ტურისტები