რუსეთის პასუხი ფართომასშტაბიან კიბერშეტევაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „გრუ“-მ 2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე მასშტაბური კიბერშეტევა განახორციელა.
რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ სახეზეა, კარგად დადგმული პოლიტიკური მოტივირებულობა და ფაქტების მტკიცებულების არარსებობა. , , არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველოში მავნებლურ ქმედებასთან კავშირი აქვთ რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებს არ და ვერ იარსებებს. სამწუხაროა, რომ საქართველოში რუსეთის დემონიზაციის ხაზზე უარს ისევ არ ამბობენ, არც წარსულის კრიზისიდან სწავლობენ რამეს.” - ვკითხულობთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
#საქართველო
#რუსეთი
#კონფლიქტი
#დაპირისპირება
#კიბერშეტევა
#tbilisidaily
#news
#politics