0
500 Startups საქართველოში შემოდის. „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორი 500 Startups საქართველოში შემოდის. შესაბამისი სამმხრივი ხელშეკრულება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, 500 Startups-სა და საქართველოს ბანკს შორის უკვე გაფორმდა. მხარეებს შორის თანამშრომლობის მთავარი მიზანი საქართველოში მაღალის კლასის აქსელერატორის შემოსვლით ქართველი სტარტაპერების მნიშვნელოვანი ხელშეწყობა, ეკოსისტემის გაძლიერება და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებაა. ისეთი მსხვილი მოთამაშის, როგორც 500 Startups-ია, ქართულ ბაზარზე შემოსვლა ადგილობრივ სტარტაპებს ძალიან დიდ შესაძლებლობებს მისცემს. ისეთს , როგორიცაა: სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან და მენტორებთან ერთად მუშაობა, საჭირო კაპიტალის მოზიდვა და ა.შ. 500 Startups მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს აქსელერატორია. მისი საინვესტიციო პორტფოლიო მდიდარია ისეთი ცნობილი კომპანიებით, როგორებიცაა: Credit Karma, Canva, Talkdesk და Ipsy, twilio, sentgrid, grab. კომპანიამ დაარსების დღიდან, , , სილიკონ ველიში" 5 გლობალური ფონდისა და 15 თემატური ფონდის მეშვეობით, 75 ქვეყნის მასშტაბით, 2 300 კომპანია დააფინანსა.
#თბილისი
#საქართველო
#საქართველოსბანკი
#bog
#500startups
#სტარტაპი
#ბიზნესი
#შესაძლებლობა
#tbilisidaily
#business
#news
0