15 votes
comments
1 shares
Save
208 reads
Headline
Tbilisi · 5 months ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

კინოთეატრი რუსთაველი მაყურებლებს რამდენიმე თვეა არ იღებს, თუმცა ფილმების დიდ ეკრანზე ყურების მსურველთათვის ეს დაბრკოლება არაა - დედაქალაქში ამ მომსახურებას მოსახლეობას Cavea-თბილისი მოლი, Cavea-გალერია (Imax-ისთ-ფოინთი) და „ამირანი“ უკვე წლებია სთავაზობს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ ვინ ეკუთვნის აღნიშნული კინოთეატრები და როგორია მათი ფინანსური მდგომარეობა.

„კავეა გალერია“

შპს „კავეა გალერია“ 2016 წლის აპრილში დარეგისტრირდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იან წილს ოთარ ბუბაშვილი ფლობს, რომელიც ასევე არის „კავეა გალერიას“ დირექტორი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფილმების ჩვენება და სარეკლამო მომსახურება.

კომპანიის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით (2019 წლის ანგარიშგება ჯერ გამოქვეყნებული არ არის) „კავეა გალერია“ არის მეორე კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს.

ამავე ანგარიშის მიხედვით, „კავეა გალერიას“ მთლიანი აქტივები შეადგენს 4,669,989 ლარს. ამასთან, 2018 წელს კომპანიის ფინანსური შემოსავალი იყო - 273,561 ლარი, წმინდა მოგება 137,370 ლარი, კომპანიის მთლიანი ვალდებულებები კი შეადგენდა 4,793,152 ლარს. 2018 წლის მდგომარეობით, „კავეა გალერიას“ კომერციული ბანკებისადმი ვალდებულება შეადგენდა 3 628 565 ლარს. ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს „კავეა გალერიას“ ამონაგები საქონლის გაყიდვიდან შეადგენდა 6,581,665 ლარს.

„კავეა თბილისი მოლი“

შპს „კავეა თბილისი მოლი“ 2011 წლის ივლისში დარეგისტრირდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი არის ბაკურ ლაშქარავა, დირექტორი კი ნანა ბუბაშვილი. კომპანიის ძირითად საქმიანობას ამ შემთხვევაშიც წარმოადგენს ფილმების ჩვენება და სარეკლამო მომსახურება.

კომპანიის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით (2019 წლის ანგარიშგება ჯერ გამოქვეყნებული არ არის) „კავეა გალერია“ არის მეორე კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს.

კომპანიის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით „კავეა თბილისი მოლის“ მთლიანი აქტივები შეადგენს 4,434,893 ლარს. ამასთან, 2018 წელს კომპანიის ფინანსური შემოსავალი იყო - 98,911 ლარი, წმინდა მოგება 1,383,100 ლარი, კომპანიის მთლიანი ვალდებულებები კი შეადგენდა 4,793,152 ლარს. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „კავეა თბილისი მოლის“ სასესხო ვალდებულება კომერციული ბანკებისადმი შეადგენდა 1,229,564 ლარს. ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს „კავეა თბილისი მოლის“ მიერ გაყიდული საქონელიდან ამონაგები შეადგენდა 3,585,174 ლარს.

„ამირანი“

შპს ამირანი დაფუძნდა 2001 წლის მარტში. კომპანიის კაპიტალის 85% წილის მფლობელია სს კინოთეატრი რუსთაველი, 15%-იან წილს კი ფლობს ზვიად ყანჩაველი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფილმების ჩვენება და სარეკლამო მომსახურება.

კომპანიის 2018 წლის ანგარიშგების მიხედვით, „ამირანი“ არის მესამე კატეგორიის საწარმო. ეს იმას ნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.

ამავე ანგარიშგების მიხედვით, „ამირანის“ მთლიანი აქტივები შეადგენს 8,294,206 ლარს. 2018 წელს კომპანიის ფინანსური შემოსავალი იყო - 77, 089 ლარი, წმინდა მოგება 34,302 ლარი, კომპანიის მთლიანი ვალდებულებები კი შეადგენდა 7,585,910 ლარს. 2018 წლის მდგომარეობით, „ამირანის“ სასესხო ვალდებულება კომერციული ბანკებისადმი შეადგენდა 3,570,001 ლარს. ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს „ამირანის“ მიერ გაყიდული საქონელიდან ამონაგები შეადგენდა 1,975,336 ლარს.

ავტორი:ელზა წიკლაური

P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ.

#news #business
Headline
Tbilisi · 5 months ago
15
Write a comment
1