0
„ჰარი პოტერის სკოლა“ თბილისში. მე-19 საუკუნის ბოლოს თბილისში, რამდენიმე სასწავლებელი მოქმედებდა. ამ პერიოდში ქალები და ვაჟები ცალ-ცალკე სკოლებში სწავლობდნენ. ერთ-ერთი ასეთი სასწავლო დაწესებულება „კეთილშობილ ქალთა გერმანული პანსიონი“ იყო, რომელიც 1893 წელს არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვის მიერ აშენდა. დღეს ამ შენობაში „მეექვსე საავტორო სკოლა“ ფუნქციონირებს. შენობა ნეოგოთიკურ სტილშია აგებული, რის გამოც საკმაოდ მისტიკურ განწყობას ქმნის. არქიტექტურული სტილის გამო, „ჰოგვორტსის“ მოგაგონებთ, სწორედ ამიტომ ხშირად მას „ჰარი პოტერის“ სკოლასაც უწოდებენ. რამდენიმე წლის წინ პირვანდელი სახის შესანარჩუნებლად შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა. შენარჩუნებულია მარმარილოს კიბეები, მოაჯირები და ხის ულამაზესი კარ-ფანჯრები. თავდაპირველად შენობის მეორე სართულზე სამლოცველო იყო განთავსებული, რომელიც ლუთერანული ეკლესიის ტრადიციას აგრძელებდა. სამლოცველოს კარები დღემდე შენარჩუნებულია. სასწავლებელმა სახელი და ფუნქცია რამდენჯერმე შეიცვალა. პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს მას , როგორც ლაზარეთს ისე იყენებდნენ, რის შემდეგაც ის უკვე ჯერ რუსულ ენოვან სკოლად, შემდეგ კი იურიდიულ სასწავლებლად გადაკეთდა. 2007 წლიდან იგივე შენობაში 58-ე საჯარო სკოლა, ხოლო. 2011 წლიდან კი „მეექვსე საავტორო სკოლა“ იწყებს ფუნქციონირებას. ამ შენობის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის. ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული. თითოეული აგური, რომლითაც შენობაა აგებული უნიკალურია და შტამპითაა დანომრილი.
#თბილისი
#ღირსშესანიშნაობ
#სკოლა
#ჰარიპოტერისსკოლა
#ისტორია
#შენობა
#tbilisidaily
#goodplaces
0