0
თბილისის ურბანულ ქსოვილზე დაკვირვებისას აუცილებლად აღმოაჩენთ არაერთ ისეთ შენობას, რომელიც არამხოლოდ მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით, არამედ არასტანდარტული აგებულებითა და ორიგინალური სტილითაც იპყრობს მნახველთა ყურადღებას. საქართველოს ბანკის სათავო ოფისი - შენობა აიგო 1975 წელს, მისი არქიტექტორები კი გიორგი ჩახავა და ზურაბ ჯალაღონია არიან. 1980 წელს პროექტირებისა და მშენებლობისათვის ავტორებს სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს პრემია მიენიჭათ, 2007 წელს კი ნაგებობა , , საქართველოს ბანკმა” შეიძინა. შენობა მაღალი ვიზუალური ესთეტიკით გამოირჩევა. მასში გამოხატულია გეომეტრიულობის, ფორმალიზმისა და ლანდშაფტურობის სინთეზი. არქიტექტურული გადაწყვეტით ნაგებობა სივრცეში გაშლილ რუბიკის კუბს მოგაგონებთ. საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობას არაერთხელ მიუპყრია დასავლური მედიის ყურადღება. მასზე The New York Times წერდა: „ეს არის დასავლეთისთვის მოულოდნელი აღმოჩენა, რომელმაც მრავალი სტანდარტული კლიშე დაამსხვრია გვიანდელ საბჭოთა არქიტექტურაზე”. , , საქართველოს ბანკის” სათავოსო ოფისის შენობა BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიოს 10 საუკეთესო ბრუტალურ შენობას შორისაც მოხვდა. , , შენობის დიზაინის მიზანი იყო, რაც შეიძლება პატარა სივრცეზე მომხდარიყო სხვადასხვა ბლოკების განთავსება, როგორც ერთი ხის ბევრი ტოტის. რაც არ უნდა ყოფილიყო მისი მიზანი, ის ნამდვილად სანახაობრივია", - წერია BBC-ის სტატიაში.
#თბილისი
#შენობები
#პოსტმოდერნიზმი
#არქიტექტურა
#bog
#bankofgeorgia
#tbilisidaily
#goodplaces
0