0
ქუთაისში არსებული ყოფილი პარლამენტის შენობა იყიდება. შენობა, რომლის მშენებლობლობისთვისაც თავის დროზე 340 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა უახლოეს მომავალში გაიყიდება. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია ავრცელებს. ქუთაისში პარლამენტი 2012 წელს, “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით გადაიტანეს. 2018 წელს, ახალი ხელისუფლების პირობებში, ოპოზიციასთან დიდი დაპირისპირების შემდეგ, უმაღლესი საკანონდებლო ორგანო კვლავ თბილისში დაბრუნდა. პარლამენტის თბილისში დაბრუნების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული შენობა შსს-ს გადეცემოდა, რომელიც იქ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ჰაბის განთავსებას გეგმავდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა.
#ქუთაისი
#პარლამენტი
#შსს
#გიორგიგახარია
#ეკონომიკისსამინისტრო
#kutaisidaily
#news
0