2020 წელი ფილმი რომ იყოს, რომელი იქნებოდა?

0
ბოლოდროს ხშირია 2020 წლის გაკრიტიკება რიგი მიზეზების გამო, მემეებსა და ხუმრიბებში 2020-ს ყველაფერ უარესს ადარებენ. საბოლოოდ ფილმებამდეც მოაღწიეს. წარმოგიდგენთ ფილმებს, რომელბსაც მომხმარებლები 2020წელს ადარებენ ანუ

2020 წელი რომ ფილმი იყოს, რომელი იქნებოდა?

კითხვას საკმაოდ სახალისო პასუხებიც მოჰყვა, მაგალითად, "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ, " "მგლის ფსიქოლოგია" "იმერული ეკიზდები, " "გოთის ბოლო სეზონი", "ეგეთი საშინელება არ მახსენდება" და ა.შ. დანარჩენს ერთად გადავხედოთ: პირველი ვარიანტი არანაკლებ სახალისო იყო:

10. ელიფი - Elif

თურქული სერიალი, რომელიც ბოლო დროს ქართველმა შუახნის მაყურებელმა სწრაფად აიტაცა.

9. დახურული სკოლა

რუსული სერიალი ელიტური სკოლა-ინტერნატის მოსწავლეთა და პედაგოგთა ცხოვრებაზე მოგვითხრობს. სკოლა პირქუში და ლამაზი ტყის შუაგულში მდებარე ვილაშია განთავსებული. სკოლაში მოსწავლეები დიდად ბედნიერად ვერ გრძნობენ თავს და საღამოობით, ტყეზე ერთმანეთს საშინელი ლეგენდების მოყოლით ართობენ. ამბობენ: თითქოს, იქ უცნაური არსებები დაეხეტებიან და ადამიანები უგზოუკვლოდ უჩინარდებიან. მალევე აღმოჩნდება, რომ სინამდვილე - ლეგენდებზე გაცილებით საშინელია, დააკავშირეთ სიუჟეტი 2020-თან?

8. 2012

ამ ფილმის ამბავი ყველას გემახსოვრებათ, მთელი სამყარო რომ 2012-ში ელოდა მეორედ მოსვლასა და სამყაროს განადგურებას, 2020-ში მოგვიწიაო მოკლედ, გადაიდოო.

7. უკანასკნელი გემი

როცა გლობალური პანდემია ანადგურებს დედამიწის მოსახლეობის 80%-ს, მარტოხელა საზღვაო ხომალდის ეკიპაჟს მხრებზე აწვება კაცობრიობის გადარჩენის პრობლემა.

6. ბურუსი - The Mist

უცნაური შედარებაა, თუმცა რატომაც არა, ფილმი წარმოადგენს სტივენ კინგის ამავე სახელწოდების ეკრანიზაციას. პატარა ქალაქს ბურუსი მოიცავს, რომლიდანაც საშინელი არსებები გამოდიან და ქალაქის მცხოვრებლებს ანადგურებენ.

5. კარგი წელი

ასეთი ვერსიაც იყო, კი, სავარაუდოდ, ირონიული და სახელის გამო

4. ჩამითრიე ჯოჯოხეთში

კარგი იყო, ჩაგეთვალათ, მაგრამ ასე მძიმედაც არ გვაქვს საქმე მგონი

3. პანდემია

2016 წელს გადაღებული ფილმია, სიუჟეტი მომავალში ხდება. ვირუსმა მთელი პლანეტა მოიცვა. უფრო მეტი დაავადებულია ვიდრე ჯამრთელი და ადამიანები კარგავენ პრიორიტეტებს. ერთადერთი გამოსავალია მოიძებნოს ანტიდოტი. კარგი შედარებაა, უფრო მძაფრსიუჟეტიანი, ვიდრე რეალობა, მაგრამ მაინც.

2. shameless

სერიალი ცნობილია თავისი გიჟური სიუჟეტით, რატომაც არა, შეიმლესური 2020 აქვს ვიღაცას.

1. Shutter island

" კაციშვილი ვერ მიხვდება როგორ დამთავრდა რა მოხდა და რატომ დაიწყო და ყველა თავის ვერსიაზე ილაპარაკებს" :დ კომენტარებში ველით თქვენს ვერსიებს. სტატია მომაზადა - მარიამ თოფურიამ / მომო
#2020
#ფილმი
#ფილმები
#ჩაუჯექიფილმებს
#სახალისო
#პანდემია
#კორონა
#ვირუსი
#წელი
#კინომანი
#კინომსახიობი
#კინომანიაგირჩევთმოკლედ
#კინომანია
0