0
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში 2.1 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც 12.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 2019 წლის მე-4 კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8.8 პროცენტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 1.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10.7 პროცენტით მეტია. „საქსტანტის“ ინფორმაციით, 2019 წლის მე-4 კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 31.2 პროცენტი, დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. 23.5 პროცენტი ქვეყანაში მეგობრების ან ნათესავების მონახულების მიზნით შემოვიდა. მას მოსდევს ტრანზიტი სხვა ქვეყანაში გადასასვლელად 17.8 პროცენტით. შემდეგ ადგილზე 14.8 პროცენტით პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობა გავიდა. ქვეყანაში შოპინგისთვის 8.4 ვიზიტი განხორციელდა. მკურნალობისთვის კი 1.5 პროცენტი შემოვიდა. ავტორი: ლიკა ამირაშვილი P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ.
#news
0