0
2020 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 72.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის ჩინეთი 109.4 მლნ დოლარით მეორე ადგილზეა. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული პროდუქციის მაჩვენებელი 1500%-მდე გაიზარდა და 44 386 700 დოლარი გახდა. სამაგიეროდ, 2020 წლის იანვარში შემცირდა იმპორტი, კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ჩინეთიდან შემოსული პროდუქტების რაოდენობამ 64 996 000 დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 74 403 400 დოლარი იყო. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთისგან. საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები: სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 40 109 700 დოლარი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 1 496 900 დოლარი ყურძნის ნატურალური ღვინოები - 678 800 დოლარი კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 581 800 დოლარი რეაგენტები დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული - 410 700 დოლარი ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები: ჰორმონები ბუნებრივი ან სინთეზირებული - 2 950 000 დოლარი სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 2 744 800 დოლარი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 2 204 700 დოლარი ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 2 028 600 დოლარი სატრანსპორტო საშუალებების ნაწილები და მოწყობილობები - 1 551 600 დოლარი. ავტორი: ლიკა ამირაშვილი P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ.
#news
#business
0