ბობ დილანი აღნიშნავდა: , , ადამიანი წარმატებულია, როდესაც იმას აკეთებს, რაც მას სიამოვნებას ანიჭებს”, - თითოეულ ბავშვს დაბადებიდან მშობელი შთააგონებს, რომ ცხოვრებაში ბევრი იშრომოს და წარმატებას მიაღწიოს როგორც კარიერულ, ისე პირად ცხოვრებაში, და ამ მხრივ, არც მე აღმოვჩნდი გამონაკლისი. პატარა ასაკიდან დავიწყე საკუთარი თავის შეცნობა და გარკვევა, რა წარმოადგენდა ჩემი სიამოვნებისა და ინტერესის სფეროს. ჯერ კიდევ 13 წლის ვიყავი, როცა აქტიურად ვწერდი დღიურებს, ჩანახატებს, მოთხრობებს და არაერთ საიტზე ვტვირთავდი, სადაც ათი ათასამდე ნახვას აგროვებდა, თუმცა იზრდები და ხვდები, რომ ეს საკმარისი აღარაა. უფრო მეტ წარმატებას გინდა მიაღწიო და ხალხმა გაგიცნოს. ზღვებისა და ოკეანეების ჰორიზონტს გინდა გასცდე და სოციუმში იყო ის, ვინც შეცვლის სამყაროს.
არ არსებობს წარმატება მარცხის გარეშე. რამდენადაც კიბეზე ასვლას ცდილობ, იმდენითვე უკან ჩამოდიხარ. გიჩნდება კონფლიქტური დამოკიდებულება. ფიქრობ: , , შესაძლოა არასწორ გზას ვადგავარ, არ არის ჩემი საქმე, უმჯობესია თავი დავანებო და სხვა რამ ვაკეთო”, მაგრამ ამ დროს უნდა გაიხსენო, რომ წარმატებული მაშინ ხარ, როცა საქმისაგან, შენი მიზნებისაგან იღებ დიდ სიამოვნებას და ხვდები, რომ იქ ხარ, სადაც უნდა იყო. ის ფაქტი, რომ რაღაც არ გამოგივიდა, არ ნიშნავს, რომ მომავალშიც არ გამოგივა.
მე გიპასუხებთ: , , იქ უნდა ვყოფილიყავი, აქ რომ დავბადებულიყავი”, რადგან ჩემმა შეუპოვრობამ და ფიქრმა, რომ საყვარელი საქმე ვაქციო მიზნად, მიმიყვანა feedc-ის საგრანტო კონკურსში გამარჯვებამდე.
ჩემთვის საინტერესო გამოცდილებად იქცა გამეერთიანებინა რეკლამირება და მოდის ინდუსტრია ერთ თემატიკაში და ისლამური სამყარო განსხვავებული თვალით გამეცნო სოციუმისთვის.
გამოწვევა იყო ჩემთვის დავკავშირებოდი და ინტერვიუ ამეღო , , მასტერშეფის” უთბილესი, პოზიტიური მონაწილეებისაგან.
ამ კონკურსმა დამარწმუნა, რომ დაუღალავი შრომა და საქმის მიმართ სიყვარული წარმატების აუცილებელი პირობაა.
ნუ გაფიქრებს ის, საით წაგიყვანს გზა. თავად იყავი დინება. შექმენი შესაძლებლობა, რომელიც წარმატებამდე მიგიყვანს, რადგან , , წარმატების რეალური საიდუმლო ენთუზიაზმია” (უოლტერ კრაისლერი).
#feedcgrant
Feedc
#კონკურსი
#მოდა
#ხელოვნება
#ჯანსაღიცხოვრება