0
გამარჯობა, საინტერესო ამბავი მინდა გიამბოთ. ? 2019 წლის 28 ივნისს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ლაგოდეხის ფილიალის, თანამშრომლები და მოხალისეები ვიმყოფებოდით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, კერძოდ ქოჩალოს ეკლესიაში, სადაც მოვაწყეთ "დასუფთავების აქცია". ჩვენი იქ ყოფნის დროს ამ ადგილს ესტუმრნენ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი გაგოშიძე და პროფესორი ქალბატონი ქეთევან დიღმელაშვილი. მათი ცნობით ქოჩალოს ეკლესია მეხუთე მეექვსე საუკუნეებს განეკუთვნება და ორნავიან ნაგებობას წარმოადგენს.ასევე აღმოჩენილი წარწერის მიხედვით, ის მე-10 საუკუნის ბოლოსთვის მონასტერი უნდა ყოფილიყო. წარწერაში ხსენებულნი არიან ჰერეთის მეფე ადარნასე და დედოფალი დინარა. ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის კატეგორია 2006 წლიდან აქვს მინიჭებული.?
#ჩამოდილაგოდეხში
#photo
0