0
დატოვე პარლამენტი ქუთაისში! ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქცია გაიმართა. სამოქალაქო მოძრაობის „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ წევრები მთავრობის გადაწყვეტილებას პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პარლამენტის გაყიდვა საბოლოო განაჩენია ქუთაისისთვის... სამოქალაქო მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება მიზანმიმართულად ებრძვის ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. „გთხოვთ, შემოგვიერთდეთ ყველა, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ქუთაისის პოლიტიკური ძარცვა! არ დავუშვათ პარლამენტის შენობის გაყიდვა", -აცხადებენ აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. აღსანიშნავია ადგილობრივი თვითმმართველობის წევრთა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების ამ საკითხის მიამართ ინდეფერენტულობა, მაშინ როცა მათი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ პარლამენტის ქუთაისში დარჩენა იყო.
#ქუთაისი
#პარლამენტი
#დატოვეპარლამენტიქუთაისში
#აქცია
#პერფორმანსი
#kutaisidaily
#politics
#news
0