0
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი ოკუპანტი ქვეყნის ჯარზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ მისთვის სასურველია საქართველოში რუსული ჯარი იყოს. ციტატას რუსული მედია აქვეყნებს: „მირჩევნია რუსული ტანკი ვიხილო ქართულ მიწაზე, ვიდრე ამერიკული. ისევე, როგორც ჩემი შვილი სწავლობს სოვოროვსკის სასწავლებელში“, – წერს პავლიაშვილი. ცნობილია, რომ სოსო პავლიაშვილი ბოლო წლებში სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა.
#news
0