იმერეთის რეგიონში დამატებით ორი სოფელი გაზიფიცირდა
99 Views
Kutaisi Daily
Kutaisi · 1 month ago

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სოფლებში, შიმშილაქედსა და სადგურ სვირში იმყოფებოდნენ, სადაც ცოტა ხნის წინ გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. ისინი პირადად გაეცნენ შესრულებულ სამუშაოებს და სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის მოსახლეობას გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება პირადად მიულოცეს და ის სახელმწიფო პროგრამები გააცნეს, რომლებშიც მონაწილეობა შეუძლიათ, მათ შორის, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.

“გაზიფიკაციის 3 - წლიანი მასშტაბური სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 400 - მდე დასახლებული პუნქტი ჩაერთვება გაზიფიკაციის ერთიან ქსელში და დამატებით 100,000 - მდე ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, არც ერთი დღით არ შეჩერებულა გაზიფიცირების დიდი პროგრამა, მათ შორის, იმერეთის რეგიონში“. - განაცხადა მინისტრმა.

დღესვე, ნათია თურნავამ და ზვიად შალამბერიძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ოჯახებში გაზის ანთების სიმბოლურ ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ორგანიზებით, ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ახალ სვირში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მარტოხელა დედას, ინგა ბასილაძისა და სოფელ შიმშილაქედში მცხოვრებ მელანო ქუტიძის ოჯახებს საჩუქრად გაზქურები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ 2019 - 2021 წლების გეგმის ფარგლებში იმერეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტში: ბაღდათში, ხარაგაულში, ვანში, საჩხერეში, ტყიბულში, ზესტაფონსა და თერჯოლაში 26 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ჯამურად აშენდა 374,408 გრძივი მეტრი გაზსადენი, ხოლო 4 819 აბონენტი ბუნებრივი აირით სარგებლობას შეძლებს.

________________

თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.

Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.

#სიახლე #გაზიი #kutaisidaily #პოლიტიკა #ახალიამბები
Kutaisi Daily
Kutaisi · 1 month ago
1
Write a comment
Similar Posts