ბორჯღალოსნების ტრიუმფი ქუთაისში.
გუშინ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ქუთაისში, აია არენაზე "რაგბის ევროპა"-ის ეგიდით, ბელგიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა.
თამაშმა ჩვენი ნაკრების დიდი უპირატესობით ჩაიარა, რაც საბოლოო ანგარიშში (78-6) კარგად აისახა.
აღნიშნულ თამაშში საქართველოს ნაკრებმა "რაგბი ევროპა"-ზე მის მიერვე ნაჩვენები სხვაობრივი მაჩვენებლის რეკორდი (64:0) გააუმჯობესა, რომელიც მათ 2 წლის წინ, გერმანიის წინააღმდეგ დააფიქსირეს.
ქუთაისი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი სარაგბო ისტორიით, რასაც ისიც ამტკიცებს რომ აია არენად ამჯერადაც სრულად შეივსო, ზოგიერთი ადამიანი კი ბორჯღალოსნებს ფეხზე დგომითაც გულშემატკივრობდა.
ჩვენი ქალაქისთვის მსგავსი სპორტული აქტივობების მასპინძლობა ნამდვილი დღესასწაულია. სწორედ ამიტომ, იმედს ვიტოვებთ, რომ "საქართველოს რაგბის კავშირს" სულ მალე სპორტის სხვა სახეობის ფედერაციებიც მიბაძავენ.
#ქუთაისი
#რაგბი
#საქართველოსVSბელგია
#მოგება
#სრკ
#სპორტი
#kutaisidaily
#sport
#gaming
#news