გამორჩეული ქუთაისელები - ოთარ მამფორია.
ქუთაისი მრავალი გამორჩეული ადამიანის მშობლიური ქალაქია. იმათი, რომელთა სახელიც ახალ თაობას სახსოვრად გადაეცათ, ცხოვრებისეულ ისტორიებს კი ძველი ქუთაისელები დიდი მონდომებით იხსენებენ.
კოლორიტი ქუთაისელების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია ოთარ მამფორია, რომელიც ადამიანობისა და ზნეობის უდიდეს მაგალითად იქცა ქუთაისში. იგი გახლდათ პოეტი, მწერალთა კავშირის წევრი, რომელმაც მისთვის გადაცემული საცხოვრებელი ბინა 3 შვილიან უსახლკარო ოჯახს გადასცა. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც თვითონაც საკმაოდ ხელმომჭირნედ ცხოვრობდა...
ქუთაისმა კი მას ამაგი არ დაუკარგა და დღეს წერეთლის ქუჩაზე სამი ოთარის ბიუსტიდან (ოთარ მამფორია, ოთარ ქორქია, ოთარ სულაბერიძე) ერთ-ერთი სწორედ მისია. ისტორიამ მისი სახელი ჩვენამდე მოიტანა, ანდა როგორ შეიძლებოდა ასეთი პიროვნების დავიწყება...
ოთარ მამფორიას მსგავსი ადამიანები ჩვენი ქალაქის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ამავდროულად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი თავად წარმოადგენენ ქუთაისს.
#ქუთაისი
#კოლორიტი
#ადამიანები
#ოთარ
#მამფორია
#სამიოთარი
#ბიუსტი
#kutaisidaily