არც მოგზავნილი და არც საცოდავი არსება არ ვარ – ბაჩანა ლობჟანიძე

0
არც მოგზავნილი და არც საცოდავი არსება – ამის შესახებ განცხადება, ბაჩანა ლობჟანიძემ გააკეთა, რომელიც თავს გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშილის შეყვარებულს უწოდებს. „მინდა მობოდიშებით დაწყება და ცხადია, არც მოგზავნილი და არც საცოდავი არსება არ ვარ, როგორც თავად, ქალბატონმა თეონამ მითხრა.... მე და ქალბატონ თეონას თავიდან ასეთი ურთიერთობა არ გვქონია, "ფეისბუქზე" მომწერა, ვიცნობდი, თუ არა მის შვილს და ასე გავაგრძელეთ ურთიერთობა. არანაირი ნეგატიური ფონი არ ყოფილა. ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც მესენჯერში მომწერა, რომ საელჩოსთან აქციას აპირებდა... ალბათ, უნდა დავფიქრებულიყავი, რას ვეტყოდი და რას მივწერდი, ალბათ, უფრო მეტად უნდა მეფიქრა ჩემ სიტყვებზე. ეს სიტყვები ახლა, შეიძლება, ერთგვარი მობოდიშებაც იყოს ჩემგან. ქალბატონ თეონას ვუთხარი, რომ FBI ეიფლთან კავშირში არ იყო... თურმე, თამარი გავიტყუე თეთრიწყაროში და ჩემი გაუჩინარებულია. როცა თამარი გაუჩინარდა, დეიდასთან ვიყავი და ის დაადასტურებს, რომ იქ ვიყავი. ჩემ ტირილზე გაიღვიძეს სახლში და ამას ჩემი დეიდაშვილიც დაადასტურებს. ქალბატონი თეონა მოითხოვს ჩემ ფსიქიკურ დასკვნას, მე შემიძლია, გავესინჯო ექიმს", - აცხადებს ლობჟანიძე.
0