634 Views
Kutaisi Daily
Kutaisi · 7 months ago

ქუთაისში ყინულის მოედანი უკვე მრავალი წელია რაც ფუნქციონირებს. მას ამ დროისთვის ორი ძირითადი სპორტული მიმართულება: ციგურული სრიალი და ჰოკეის სავარჯიშო წვრთნები აქვს.

ციგურული სრიალს ძირითადად გოგონები ეუფლებიან. მისგან განსხვავებით ჰოკეის წრე მთლიანად ვაჟებითაა დაკომპლექტებული.

ყინულის სასახლეში წლების მანძილზე არაერთი საინტერესო საკარნავალო თუ სადღესასწაულო კონცერტი გამართულა. ასევე გვიხილავს საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრების ამხანაგური საჩვენებელი მატჩებიც.

დღესდღეობით ეს ადგილი ახალგაზრდების და ზოგადად ხალხის ნაკლებობას განიცდის, რაც თავისმხრივ აისახება მისი შემოსავლის სიმწირეზედაც.

თავისმხრივ, აღსანიშნავია ზემოთნახსენები სპორტის სახეობების წვლილი ადამიანის ფიზიკურ განვითარებაში. მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია ამ სპორტის სახეობებით დაკავება, რადგან იგი აკაჟებს და ავითარებს სხეულს, მოქნილობასა და ელასტიურობას ანიჭებს მას.

(ფოტო აღებულია ქუთაისის ყინულის მოედნის Facebook გვერდიდან)

#ქუთაისი #ყინულისმოედანი #ციგურული #სრიალი #ჰოკეი #ვარჯიში #ახალგაზრდობა #kutaisidaily #opinion
Kutaisi Daily
Kutaisi · 7 months ago
16
Write a comment