1723 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 7 months ago

კორონავირუსმა ირანში შეაღწია.

კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვილთა რიცხვი ყოველ დღე იზრდება. ბოლო მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით დაღუპულთა რიცხვი 2 619-მდე გაიზარდა. დაიფინცირებულთა რაოდენობა კი 79 356-ს აღწევს.

ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ჩინეთის შემდეგ, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ფიქსირდება.

კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა საზღვრებს კეტავს და კარანტინს აცხადებს. მოსახლეობას მოუწოდებენ გაითვალისწინონ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური ნორმები.

რაც შეეხება საქართველოს. ამ დროისთვის, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევასთან დაკავშირებით არანაირი სახის ინფორმაცია არ ვრცელდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩინეთთნ და ირანთთან საჰაერო მიმოსვლა დროებით შეჩერებულია.

#კორონავირუსი #ინფიცირება #ინფიცირებული #მსხვერპლი #ირანი #საქართველო #მთავრობა #საჰაერო #მიმოსვლა #tbilisidaily #news
Tbilisi Daily
Tbilisi · 7 months ago
20
Write a comment