14 votes
0 comments
1 shares
Save
856 views
Headline
Tbilisi · 4 months ago

საქართველოს ავიაბაზარი თანდათან იზრდება და ვითარდება.

საჰაერო სივრცით სულ უფრო და უფრო მეტი მგზავრი სარგებლობს. ამას საქართველოს ავიაციის სტატისტიკაც ადასტურებს. ქუთაისის აეროპორტიდან 2018 წელს საჰაერო სივრცით თუ 617,373 მგზავრმა ისარგებლა, 2019 წელს ეს მაჩვენებლი 873,616-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ბათუმის აეროპორტს, აქაც ზრდა ფიქსირდება. თუ 2018 წელს აღნიშნული აეროპორტიდან საჰაერო სივრცით 598,891 მგზავრმა ისარგებლა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 624,151 იყო.

ქუთაისი და ბათუმის აეროპორტებისგან განსხვავებით, მგზავრთა რაოდენობა შემცირდა თბილისის აეროპორტში. კერძოდ, 2018 წელს თბილისის აეროპორტში სხვადასხვა მიმართულებით 3,808,619 მგზავრმა იმგზავრა, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 3,692,175 იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელ ქვეყნებში სრულდება ყველაზე ხშირად ფრენები ქუთაისის, ბათუმის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2018 წელს ფრენები შესრულდა 34 მიმართულებით: უნგრეთი, რუმინეთი, იორდანია, სლოვაკეთი, ომანი, ლიბანი, ბელგია, იტალია, ესპანეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, საუდის არაბეთი, ნიდერლანდები, ბაჰრეინის სამეფო, სომხეთი, ჩინეთი, ეგვიპტე, ქუვეითი, ლატვია, საბერძნეთი, ბელორუსი, პოლონეთი, გერმანია, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყატარი, ისრაელი, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ირანი, თურქეთი და რუსეთის ფედერაცია.

2019 წელს თბილისის აეროპორტიდან მიმართულებების რაოდენობა 32-მდე შემცირდა და გამოაკლდა: მალტა და უზბეკეთი.

2019 წლის 5 ყველაზე მოთხოვნადი ქვეყანა თბილისის აეროპორტიდან:

თურქეთი - 686 357

რუსეთის ფედერაცია - 615 335

არაბთა გაერთ. საემიროები - 348 580

უკრაინა - 312 947

ისრაელი - 251 516

ბათუმის აეროპორტიდან 2018 წელს რეისი სრულდებოდა 11 მიმართულებით: ლიბანი, იორდანია, პოლონეთი, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბელარუსი, უკრაინა, თურქეთი, ისრაელი და რუსეთის ფედერაცია.

2019 წელს რეისებს დაემატა სომხეთი, აზერბაიჯანი და საუდის არაბეთი, ხოლო გამოკლდა არაბთა გაერთიანებული საემიროები.

რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად ქვეყნებს ბათუმიდან, 2019 წელს:

ისრაელი - 217 767

უკრაინა - 102 432

რუსეთის ფედერაცია - 89 360

თურქეთი - 80 230

ბელარუსი - 49 466

ქუთაისის აეროპორტიდან 2018 წელს რეისი სრულდებოდა 16 ქვეყნის მიმართულებით: უკრაინა, ავსტრია, რუმინეთი, ჩეხეთი, რუსეთის ფედერაცია, საფრანგეთი, ლატვია, ესპანეთი, ბრიტანეთი, კვიპროსი, ლიტვა, უნგრეთი, საბერძნეთი, იტალია, პოლონეთი და გერმანია.

2019 წელს რეისებს დაემატა: დანია, ბელგია, ესტონეთი და ნიდერლანდები, ხოლო გამოაკლდა რუმინეთის მიმართულება.

რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად ქვეყნებს ქუთაისიდან, 2018 წელს:

პოლონეთი - 175 921

გერმანია - 126 378

იტალია - 88 554

საბერძნეთი - 69 462

ავსტრია - 52 319.

ავტორი: ლიკა ამირაშვილი

#news
Headline
Tbilisi · 4 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
საქართველო და რეგიონი: საგარეო ვაჭრობის დინამიკა
• იანვარ-აპრილში ექსპორტი 11.6%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 11.8%-ით. აღნიშნულ პერიოდში, შემცირება ავტომობილების რეექსპორტს და ნედლეულს უკავშირდება. • ექსპორტის შემცირება რეგიონის ქვეყნებს უკავშირდება, სადაც იანვარ-აპრილში 23.5%-იანი კლებაა. • რეგიონის სავაჭრო პარტნიორებთან იანვარ-აპრილში ექსპორტი (გარდა აზერბაიჯანი და ბულგარეთი) საშუალოდ 45%-ით შემცირდა. • რეგიონის სავაჭრო პარტნიორებთან აპრილის თვეში ექსპორტის შემცირება 43.2%-იანი მაჩვენებლით იყო, ხოლო მთლიანი 27.4%-ით შემცირდა. საგარეო ვაჭრობის როლი საქართველოს ეკონომიკური ზრდის კომპონენტში საგარეო ვაჭრობას - წმინდა ექსპორტს განსაკუთრებული როლი გააჩნია, რასაც ბოლო წლების ზრდის მოდელში ამ უკანასკნელის წვლილი მეტყველებს. ეს კი ღია ეკონომიკისთვის დამახასიათებელი რამაა. კერძოდ, 2019 წლის საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, სადაც 1.4 პ.პ. წმინდა ექსპორტის კონტრიბუციაა. აქედან გამომდინარე, არსებითად, ეკონომიკური ზრდა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. თუ სავაჭრო პარტნიორებში ადგილობრივი მოხმარება იზრდება და ეროვნული ვალუტა მყარდება, ეს საქართველოს ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება. თავის მხრივ, საქართველო ძირითადი სავაჭრო პარტნიორები კი ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნების ჯგუფში შემავალი ეკონომიკებია. მათ რიგებში კი საერთო საზღვრის მქონე ქვეყნებიცაა, რომლებთანაც საქართველოს ყველაზე მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა გააჩნია. ამ ქვეყნების ეკონომიკის დიდი ნაწილი კი გაზისა და ნავთობის ინდუსტრიას უჭირავს. შესაბამისად, ნავთობპროდუქტებზე ფასების ცვლილებას რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა გააჩნია. 2020 წლის I კვარტალში ნავთობის ფასების მყისიერმა ვარდნამ საქართველოს ექსპორტის ზრდის ტემპზე უარყოფითი მოლოდინები შექმნაა, რასაც მალევე ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) პანდემია და მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები დაემატა. ამან კი გლობალური ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. კერძოდ, 2020 წლისთვის განვითარებული ეკონომიკების 6.1%-იანი და განვითარებადის 1.0%-იანი კლებაა პროგნოზირებული. მათ შორის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდება, რაც 2020 წლამდე 4.4%-იანი ზრდით იყო პროგნოზირებული. მიუხედვად განვითარებული მოვლენებისა, ქვეყნებს შორის ეკონომიკური ტრანზაქციები - სავაჭრო ურთიერთობები არ შეჩერებულა. ცხადია, შემცირებული მოცულობით, მაგრამ ეკონომიკებს შორის საქონლის და მომსახურების გაცვლა მიმდინარეობს. სწორედ ასეთ არაორდინალურ მდგომარეობის პირობებში, საინტერესოა განვიხილოთ საქართველოს სავაჭრო დინამიკა ეკონომიკური რეგიონის წევრ სავაჭრო პარტნიორებთან. რეგიონის სავაჭრო პარტნიორები და მათი პარტნიორები ექსპორტის მიხედვით, რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს ათი ძირითადი სავაჭრო პარტნიორის წილი მთლიან ექსპორტში 67.6%-ია, ხოლო ამ ქვეყნებიდან იმპორტი კი - 46.49%. მათგან საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი აზერბაიჯანია, სადაც ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება მთლიანი ექსპორტის 13.3%-ია. მეორე კი რუსეთია, რომლის წილი 13.2%-იან ნიშნულს იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე მყოფი სომხეთის წილი კი - 10.9%-ს. აღნიშნული სამ ქვეყანაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება მთლიანი ექსპორტის 1/3-ს აღემატება. იმპორტის კუთხით, ნომერ პირველი პარტნიორი ქვეყანა თურქეთია. თურქეთიდან იმპორტირებული საქონელი და მომსახურება მთლიანი იმპორტის 17.8%-ია, ხოლო რუსეთიდან კი - 10.8%. უფრო ნაკლები, 6.1%-იანი წილი უჭირავს აზერბაიჯანიდან საქონელი და მომსახურების იმპორტს. ამდენად, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები უშუალო მეზობლები და მათი პარტნიორი რეგიონის ეკონომიკებია. შესაბამისად, რეგიონში არსებული მდგომარეობას ეკონომიკურ აქტივობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა გააჩნია. თავის მხრივ, აზერბაიჯანი, რომელიც საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, ყველაზე მეტის ექსპორტირებას იტალიაში ახორცილებს, რაც ამ უკანასკნელის მიერ აზერბაიჯანული ნავთობის იმპორტითაა განპირობებული. საერთო ჯამში, აზერბაიჯანიდან იტალიაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება მთლიანი ექსპორტის 30.2% შეადგენს, რომლის ძირითადი ნაწილი ნედლი ნავთობია. აზერბაიჯანის საექსპორტო კალათაში მეორე-მესამე ადგილს თურქეთი და ისრაელი იკავებენ, რომელთა წილი 9.4% და 6.7%-ია. გარდა იტალიისა, აზერბაიჯანი ნავთობის ექსპორტს ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც ახორცილებს. მათ შორის, გერმანია და ჩეხეთი, რომელთა წილი მთლიან ექსპორტში 4.0% და 4.8%-ს იკავებს. საქართველოს ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორი - რუსეთის ძირითადი საექსპორტო ქვეყნების კი ჩინეთი (13.4%), ჰოლანდია (10.6%), გერმანია (6.6%) და თურქეთია (5.0%). ამ უკანასკნელის ძირითადი საექსპორტო საქონელი კი ნავთობი, გაზი და ხორბალია. აქედან დაახლოებით მთლიანი ექსპორტის 55.3% ნავთობისა და გაზის წილია. მიმდინარე წელს აღნიშნული საქონელზე ფასების მკვეთრმა ვარდნამ ორივე სავაჭრო პარტნიორის - რუსეთის და აზერბაიჯანის მიერ საგარეო მოთხოვნის ფორმირებაზე უარყოფით გავლენა იქონია, რადგან მათი ადგილობრივი მოხმარების ძირითადი დაფინანსების წყარო სწორედ ამ ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავლებია. საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - სომხეთის ძირითად საექსპორტო ქვეყნები კი - რუსეთი (27.2%), შვეიცარია (17.5%), ბულგარეთი (7.9%), ჩინეთი (7.4%) და ერაყია (6.8%). აღნიშნულ ქვეყნებში, სომხეთი ძირითადად სპილენძის, ფეროშენადნობებს და ოქროს ექსპორტს ახორცილებს, რომელითა წილი სომხეთის მთლიან ექსპორტის 43.3%-ს იკავებს. სომხეთის საექსპორტო კალათაში, გარდა მეტალებისა, გახვეული სიგარეტისა და სპირტიან სასმელების ექსპორტს 16.2%-იანი წილი უჭირავს. რეგიონის ქვეყნებიდან უკრაინა საქართველოს რიგით მეხუთე საექსპორტო ქვეყანაა, რომელსაც მთლიან ექსპორტში 6.5%-იანი წილი უჭირავს. თავის მხრივ, უკრაინის სავაჭრო პარტნიორები (ექსპორტის მიხედვით) რუსეთი (7.7%), პოლონეთი (6.9%), იტალია (5.6%), თურქეთი (5.0%), გერმანია (4.7%), ჩინეთი (4.6%) და ინდოეთია (4.6%). უკრაინის ექსპორტში ქვეყნების წილის განაწილება მიუთითებს, რომ უკრაინას რეგიონში ყველაზე მეტად დივერსიფიცირებული საექსპორტო კალათა გააჩნია, რადგან საექსპორტო ქვეყნების პირველი სამეულის წილი 20.2%-ია, ხოლო პირველი ათეულის კი - 49.3%. გარდა უკრაინისა, დივერსიფიცირებული საგარეო ვაჭრობა აქვს თურქეთს, რომლის მთლიანი ექსპორტის 47.6% პირველ ათეულს, ხოლო 20.7% კი პირველ სამეულს უჭირავს. ამ მხრივ, საქართველოს ექსპორტი ნაკლებად დივერსიფიცირებულია. მთლიანი ექსპორტის 36.3% პირველ სამეულ უჭირავს, ხოლო პირველი ათეულის წილი კი - 71.9%-ია. თუმცა, საქართველოზე ნაკლებად დივერსიფიცირებულია სომხეთის და აზერბაიჯანის ექსპორტი. კერძოდ, სომხეთის ექსპორტის 52.6% პირველი სამ სავაჭრო პარტნიორის წილია, ხოლო აზერბაიჯანის შემთხვევაში ეს ნიშნული 46.3%-ს იკავებს. საერთო ჯამში, რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს სავაჭრო პარტნიორების საექსპორტო ნაწილი შედარებით ნაკლებად დივერსიფიცირებულია. განსაკუთრებით ასეთი ქვეყნები კი - ყირგიზეთ, ყაზახეთი და უზბეკეთია, სადაც მთლიან ექსპორტში პირველი ხუთეულის წილი ½ -ს აღემატება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეგიონის მსხვილი ეკონომიკები ნავთობის წმინდა ექსპორტიორებია, რომელებსაც მთლინად რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა გააჩნიათ, რადგან რეგიონის ქვეყნებს ერთმანეთთან მჭიდროს სავაჭრო ურთიერთობები აქვთ. ეკონომიკური ზრდა და ნავთობის ფასი სანამ მიმდინარე პერიოდის საერთაშორისო ვაჭრობის ტენდენციებს მიმოვიხილავთ, მანამდე ვნახოთ ნავთობის ფასსა და ექსპორტს შორის არსებული დამოკიდებულება. ამ უკანასკნელის ფასები კლება კი მარტის პირველივე რიცხვებიდან დაიწყო, რომლის მიზეზი რუსეთისა და საუდის არაბეთის მიერ შექმნილი ალიანსის ჩამოშლა აღმოჩნდა. აღნიშნულმა ნავთობის მოპოვება (მიწოდება) ზრდა, ხოლო პანდემიამ კი მოთხოვნის შემცირება გამოიწვია. შედეგად, ნავთობის ფასი ბოლო ათწლეულების მანძილზე ისტორიულად დაბალ ნიშნულებს იკავებს. მიმოხილვის შეჯამება საქართველოს ეკონომიკურ ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორი წმინდა ექსპორტია. თავის მხრივ, საქართველოს ექსპორტი ნაკლებად დივერსიფიცირებულია და მისი ძირითადი ნაწილი ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე რეგიონის ქვეყნებია. აღნიშნული ქვეყნებიდან კი საქართველოს ძირითადი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი და რუსეთია, რომლებიც ნავთობპროდუქტების წმინდა ექსპორტიორები არიან და მათი ეკონომიკის დიდ ნაწილის სწორედ ეს ინდუსტრია იკავებს. ამდენად, მიმდინარე წელს ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო შეჩერებული ეკონომიკური აქტივობის გარდა, საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე ნავთობის ფასების შემცირებამაც უარყოფითი გავლენა იქონია. საერთო ჯამში, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი 11.6%-ით შემცირდა. კერძოდ, რეგიონის ათ ძირითად სავაჭრო პარტნიორთან კი 23.5%-იანი კლებაა. აპრილში კი, წინა თვესთან შედარებით, მთლიანი ექსპორტი 11.4%-ით, ხოლო რეგიონთან კი 16.6%-ით შემცირდა. ექსპორტის შემცირებასთან ერთად, იმპორტიც შემცირებულია, რამაც 11.8%-იანი კლება შეადგინა. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი შემცირდა. მეორე მხრივ, მიმდინარე წელს რეგიონის ქვეყნების საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც მომდევნო თვეებშიც მოსალოდნელია. შედეგად, რეგიონში საკმაოდ რთული ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნა.
Shalva Berianidze
Tbilisi, Georgia · 4 days ago
რუსეთი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU)
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) რუსეთისა და მისი მოკავშირეების - ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ 2015 წელს დაფუძნდა. მალევე მას ყირგიზეთი და სომხეთი შეუერთდა, ხოლო მოლდოვა ჯერ-ჯერობით, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი და საპირწონე საერთაშორისო ორგანიზაციაა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ერთმანეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ, რაც მეტწილად გაზისა და ნავთობის ფასებზე და საბაჟო გადასახადების გაუქმებაზე ვრცელდება. მკვლევართა აზრით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოები პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის მოპოვება და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა. წინამდებარე ანალიტიკური დოკუმენტის მიზანია, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დაარსებისა და ფუნქციონირების ისტორიის მოკლე მიმოხილვა, აგრეთვე ფაქტების საშუალებით კავშირის გაფართოებაში რუსეთის, როგორც მთავარი აქტორის მიზნების ობიექტურად წარმოჩენა. ქვემოთ სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (მოკლე მიმოხილვა) ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) (ინგ. Eurasian Economic Union; რუს. Евразийский экономический союз) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს შორის რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას გულისხმობს. მას აქვს საერთაშორისო იურიდიული ძალა და 2014 წლის 29 მაისს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებით დადგინდა. თავდაპირველად, კავშირის შექმნის კონცეფცია, ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1994 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. კავშირის შექმნის იდეა, 2000 წელს განხორციელდა, როცა რეგიონალური ორგანიზაცია - ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოება (EAEC or EurAsEC)[1] დაარსდა. იგი აერთიანებდა ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს. მოგვიანებით, 2010 წელს ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ მისი ძირითადი ამოცანა - ევრაზიის საბაჟო კავშირი (The Eurasian Customs Union - EACU)[2] - დააფუძნა, რაც წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთთან საბაჟო გადასახადებისგან ათავისუფლებდა და თითოეულ საქონელზე საერთო ტარიფს აწესებდა. ამის შემდგომ, 2011 წლის ოქტომბერში ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ და ევრაზიის საბაჟო კავშირმა მაშინდელი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ყურადღება მნიშვნელოვნად მიიქცია. შედეგად, 2011 წლის 18 ნოემბერს, ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც 2015 წლისათვის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნას გულისხმობდა. ხელშეკრულება მომავალი ინტეგრაციისთვის სამოქმედო გეგმას მოიცავდა. მეტიც, ევროკომისიის მოდელის მიხედვით ევრაზიული ეკონომიკური კომისია (The Eurasian Economic Commission - EEC)[3] დაფუძნდა, რომელიც 2012 წლის 2 თებერვლიდან ფუნქციონირებს და იგი დღევანდელი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მუდმივ მერეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს. აგრეთვე, 2012 წლის 1 იანვრიდან დაფუძნდა ევრაზიის ეკონომიკური სივრცე (The Eurasian Economic Space or Single Economic Space)[4], რაც ერთიან ბაზარს წარმოადგენს და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ადამიანის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას ითვალისწინებს. 2014 წლის 29 მაისს ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის ლიდერებმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და 2015 წლის 1 იანვირად იგი[5] ოფიციალურად დაფუძნდა. 2015 წლის 12 აგვისტოს ყირგიზეთი კავშირის ოფიციალური წევრი გახდა. ამავე წელს, მას შეუერთდა სომხეთიც და იგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც კავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან საერთო საზღვარი არ გააჩნია. 2017 წლის აპრილში მოლდოვა კავშირის ოფიციალური დამკვირვებელი ქვეყანა გახდა, ხოლო 2020 წლის 11 მაისს უზბეკეთის კავშირში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანებას პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, მხოლოდ 5 სახელმწიფოს აერთიანებს და იგი წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და დასავლეთ აზიის ტერიტორიებზე.[6] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დომინანტი სახელმწიფო და მისი ზოგადი ინდიკატორები ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ კავშირი კონკურენტუნარიანობისა და ეროვნულ ეკონომიკას შორის თანამშრომლობის გასაზრდელად შეიქმნა. აგრეთვე, მას თვითგანახლების უნარი გააჩნია და წევრ-სახელმწიფოთა შორის ცხოვრების დონის ამაღლებასა და სტაბილურ განვითარებას ხელს უწყობს. უნდა აღინიშნოს, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რუსეთი აშკარად დომინანტი სახელმწიფოა. მაგალითად, 2018 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთლიანი ვაჭრობის 96.9%-ს რუსეთთან ვაჭრობა შეადგენდა, ხოლო დანარჩენ ოთხ წევრს ქვეყანასთან - 3.1%-ს[7]. მეტიც, 2015 წლამდე, კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობამ პიკს 2012 წელს მიაღწია და 73.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც კავშირის დაფუძნებიდან დღემდე არ განმეორებულა.[8] თუმცა, თუ გადავხედავთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგად ინდიკატორებს, მივხვდებით, რომ კავშირის საშუალებით რუსეთის ლიდერი თავის გავლენას რეგიონში საკმაოდ აძლიერებს და რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად ფორმირებაში პოზიციებს უმყარებს. ამავე დროს, იგი ცდილობს, გარკვეულწილად დააკნინოს ევროკავშირის, როგორც წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციის სტატუსი. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგადი ინდიკატორები[9] ეკონომიკა მოსახლეობა ენერგეტიკა მთლიანი შიდა პროდუქტი - 1.9 ტრლნ აშშ დოლარი (გლობალური GDP-ის 3.2%); ინდუსტრიული წარმოება (2018) - 103.1% (გლობალური წარმოების 2.2%); საგარეო ვაჭრობა (2018) - 753.8 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური ექსპორტის 2.8%, იმპორტის - 1.7%). მოსახლეობა - 184.3 მლნ ადამიანი (მსოფლიო მოსახლეობის 2.4%); ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა - 94.3 მლნ ადამიანი (გლობალური მაჩვენებლის 2.8%); უმუშევრობის დონე - 5%[10]. ნავთობი - 647.8 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 14.5%, მსოფლიოში პირველი); გაზი - 781.7 მლნ კუბ/მ (გლობალური წარმოების 20.2%, მსოფლიოში მეორე.) ელექტრო ენერგია - 1 284.8 მლნ კვტ/ს (გლობალური წარმოების 4.8%, მსოფლიოში მეოთხე) წარმოება ინფრასტრუქტურა სოფლის მეურნეობა ფოლადი - 66.1 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 3.7%, მსოფლიოში მეხუთე); მინერალური სასუქები - 15.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 26.3%, მსოფლიოში მეორე); თუჯი - 55 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 4.4%, მსოფლიოში მესამე). რკინიგზა - 109.3 ათასი კმ (მსოფლიო რკინიგზის 8.4%); ავტომაგისტრალი - 1735.7 ათასი კმ (მსოფლიო ავტომაგისტრალის 4.7%); ინტერნეტი - მოსახლეობის 83.7% სარგებლობს ინტერნეტით (მსოფლიო მომხამრებლების 3.9%). სოფლის მეურნეობა - 109.9 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური წარმოების 5.5%); მარცვლეული - 141.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მეხუთე); რძე - 45.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მესამე) რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ როგორც უკვე ვიცით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ 15-მა სახელმწიფომ ცხოვრება დამოუკიდებლად განაგრძო. მათგან, ნაწილი დემოკრატიის გზას დაადგა და დასავლური ორიენტაცია აირჩია, ნაწილმა დემოკრატიას უარი უთხრა და კვლავ რუსეთთან ერთად თანაცხოვრება დაიწყო, ისინი უფრო პრორუსულ სახელმწიფოებად იქცნენ. მათ რიგებს გამოეყო მესამე ტიპის სახელმწიფოები, რომლებმაც უარი ბოლომდე ვერ თქვეს ვერც დასავლეთზე და ვერც რუსეთთან ურთიერთობაზე, ასეთი სახელმწიფოები, ხშირშემთხვევაში, ბუფერები არიან და მათ სატელიტებს[11] უწოდებენ. არაერთი მკვლევარი ამტკიცებს რომ რუსეთს სურს, დაიბრუნოს ,,ძველი დიდება“, რომელსაც იგი საბჭოთა კავშირის პერიოდში ფლობდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი რეგიონში პირველობას ოდესმე დათმობს, პირიქით ის გამუდმებით ცდილობს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინსტრუმენტებით საკუთარი გავლენა და მასზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების რაოდენობა გაზარდოს. მეტიც, რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფციის (2016) ძირითადი მიზნების მიხედვით რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად, პოზიციების გამყარებას სურს, აგრეთვე - მეზობელ სახელმწიფოებში დაძაბულობის კერებისა და კონფლიქტების აღმოფხვრაში ხელშეწყობა, ახალი კონფლიქტების პრევენცია და რუსული ენის პოზიციების გავრცელება და გაძლიერება.[12] შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რუსეთის ერთ-ერთი თვალსაჩინო და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის წყალობითაც მან შეძლო და ბოლო 5 წელიწადში მსოფლიო დონის შედეგებზე გავიდა, მხოლოდ და მხოლოდ, ოთხ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან ერთად. ამდენად ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, რათა კავშირის მნიშვნელობა მსოფლიო მასშტაბით უფრო გაიზარდოს და ,,საბჭოთა კავშირის ახალი მოდელიც“ შეიქმნას. ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა და მისი საშუალებით რუსეთს რეგიონში დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა კავშირში შესვლასთან დაკავშირებით საინტერესოა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკაც, რათა განვსაზღვროთ, რამდენად რეალისტურია კავშირის გაფართოება. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შედის 5 პოსტსაბჭოთა ქვეყანა: რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი. ვნახოთ დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების პოლიტიკა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ უზბეკეთი - 2020 წლის 7 მარტს ტაშკენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უზბეკეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას არ ჩქარობს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ორგანიზაციაში, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით დაკმაყოფილდება.[13] აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს უზბეკეთს და ცდილბოს, რომ კავშირის წევრი გახდეს. ურთიერთობას აადვილებს, ისიც რომ 2016 წლიდან ისლამ კარიმოვისგან განსხვავებით, ახალმა პრეზიდენტმა შავქათ მირიაევმა უარი თქვა ძველ საგარეო პოლიტიკაზე და კავშირების გაზრდა დაიწყო. აგრეთვე, უზბეკეთი ცენტრალურ აზიაში მოსახლეობით ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა და კავშირში შესვლის შემდგომ ის, რუსეთის შემდეგ, სიდიდით მეორე სამომხმარებლო ბაზარი გახდება. კავშირში გაწევრიანების შემდეგ უზბეკეთმა შესაძლოა, ეკონომიკის გარკვეულ სექტორში დიდი დაასუსტება იგრძნოს და პრორუსულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ტაშკენტს საგარეო-პოლიტიკური მანევრის მრავალფეროვნებას შეუზღუდავს[14], თუმცა 2020 წლის 28 აპრილს უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში უზბეკეთის დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის შესახებ[15], ხოლო 11 მაისს მას მხარი პარლამენტის ზედა პალატამაც დაუჭირა.[16] ტაჯიკეთი - მას შემდეგ, რაც ტაჯიკეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყანაში სოციალური ფონი საკმაოდ შეიცვალა და დღესდღეობით, ტაჯიკეთი ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად ითვლება, ამდენად რუსეთს ტაჯიკეთის მიმართ არ აქვს იმდენად დიდი ინტერესი, როგორც - უზბეკეთის მიმართ. ამას ცხადჰყოფს ისიც, რომ ტაჯიკეთი ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოების წევრი იყო, ბელარუსთან, რუსეთთან, ყაზახეთთან და ყირგიზეთთან ერთად და მის გარდა, ყველა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია. ამასთანავა, ტაჯიკეთი საკმაოდ პრობლემური რეგიონია და ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაძაბულობის გამო შესაძლოა, გარკვეული პრობლემები წარმოიქმნას, განსაკუთრებით კი მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, სადაც პამირისპირა ხალხები ცხოვრობენ და რეგიონის კონტროლისთვის სამხედრო დაპირისპირება დღესაც მიმდინარეობს.[17] ამას ემატება ისიც, რომ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის სასაზღვრო კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დღემდე მიმდინარეობს და ხშირია სამხედრო დაპირისპირებები.[18] ამდენად, სავარაუდოა, რომ რუსეთი უფრთხილდება ყირგიზეთთან ურთიერთობას, რადგანაც იგი კავშირის მნიშვნელოვანი წევრია და ტაჯიკეთის კავშირში გაწევრიანების მცდელობით მასთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. თურქმენეთი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ცენტრალურ აზიაში, თუმცა მისი კავშირში გაწევრიანება რუსეთს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. კერძოდ, როგორც ვიცით თუქმენეთი საკმაოდ მდიდარია ენერგორესურსებით, 2016 წლის მონაცემებით, თურქმენეთი 17.5 ტრილიონ გაზის მარაგებს ფლობს, რაც მსოფლიო მარაგების 9.4%-ია. 1990-იანი წლების დასაწყისში თურქმენეთი გაზის ექსპორტს ერთადერთი მარშრუტით, ცენტრალური აზია – ცენტრის გაზსადენის სისტემით ახორციელებდა. თურქმენეთი შემდგომი წლების განმავლობაში რუსეთის მარშრუტზე და რუსეთის ფასის დიქტატზე დარჩა დამოკიდებული[19]. შედეგად, დღემდე რუსეთი თურქმენულ გაზს საკმაოდ დაბალ ფასად ყიდულობს და საკმაოდ ძვირად ჰყიდის. რადგანაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირი წევრ სახელმწიფოებს შორის განსაკუთრებულ შეთავაზებებს, მათ შორის პროდუქტის საერთო ფასის დაწესებას ითვალისწინებს, სავარაუდოა, რომ რუსეთს არ უნდა სურდეს თურქმენეთის კავშირში გაწევრიანება, რადგანაც მას თურქმენულ გაზში უფრო ძვირის გადახდა მოუწევს და გარკვეულ დათმობებზეც წავა. აზერბაიჯანი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შევიდეს, რადგანაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანი იმ მილსადენების აშენებით გაძლიერდა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენების შემთხვევაში საქართველო მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს, თუმცა ისინი აზერბაიჯანის ეკონომიკური და პოლიტიკური ხედვების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს და რუსული ოკუპაციით გამოწვეული რუსეთ-საქართველოს არამეზობლური ურთიერთობის გამო, ნაკლებად სავარაუდოა რომ აზერბაიჯანი კავშირში გაწევრიანდეს. საქართველო და უკრაინა - ორივე ქვეყანას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ორივე ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შედეგად, ქვეყნის ლიდერები დარწმუნდნენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არ გამოვა და ამ ორი სახელმწიფოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა. მოლდოვა - მოლდოვის პრორუსი პრეზიდენტი იგორ დოდონი მოლდოვას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას მხარს ცალსახად უჭრს. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მოლდოვა 2017 წლის აპრილში ამ კავშირის დამკვირვებელი ქვეყანა გახდა. ამდენად, იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებს კვლავ დოდონი მოიგებს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იგი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას შეეცდება და მოსალოდნელია, რომ მოლდოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა - მოსკოვი ყველაზე ნაკლებად მოიაზრებს, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნები გახდებიან, რადგანაც ისინი ევროკავშირში არიან და მათი კავშირის დატოვება ნაკლებად სავარაუდოა. დასკვნა ზემოთაღნიშნული ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წევრი ქვეყნებიც ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან, შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის გაზრდა და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა.[20] ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, თუმცა კავშირის არაწევრი 10 პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, მხოლოდ ორი - უზბეკეთი და მოლდოვა შესაძლოა შუერთდეს კავშირს და წევრთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდოს, ხოლო სხვა სახელმწიფოები, რამდენად გაწევრიანდებიან და 27-წევრიან ევროკავშირს რეალურ კონკურენციას რამდენად გაუწევენ, ეს უფრო მეტად დროში გადასასინჯი საკითხია. გარდა ამისა, კავშირის ბოლოდროინდელი პრობლემები, გვაფიქრებინებს, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის არასტაბილური კოლაბორაცია მიმდინარეობს, რაც არაჯანსაღ ურთიერთობებს იწვევს და კონსოლიდირებული დემოკრატიის აუცილებლობას გულისხმობს. მაგალითად, 2020 წლის 31 მარტს სომხეთის ვიცე-პრემიერმა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ფასის შემცირების თაობაზე ახალი მოლაპარაკების დაწყების წინადადებით მიმართა.[21] აგრეთვე, 19 მაისს კავშირის უმაღლესი საბჭოს ვიდეოკონფერენციაზე ბელარუსმა გაზის ფასის ფორმირების საკითხზე უკმაყოფილება გამოთქვა. ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეფასებით კი ზენაციონალურ სამართლებრივ აქტებს არ უნდა ჰქონდეთ უპირატესი იურიდიული ძალა ნაციონალური სამართლებრივი სისტემების მიმართ, მეტიც, ევრაზიის ეკონომიკური კომისია წევრი ქვეყნების მესამე ქვეყნებთან ურთიერთობაში არ უნდა ერეოდეს და კომისიაში საკადრო კვოტირების სისტემის ფორმირებისას რუსეთს ორგანიზაციის სტრუქტურებში მეტი წარმომადგენელის დანიშვნის საშუალებას არ უნდა აძლევდეს. ამდენად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების უკმაყოფილება გვაფიქრებინებს, რომ წევრი სახელმწიფოები რუსეთის გარდა, საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე უფრო ღრმა ინტეგრაციის წინააღმდეგები არიან. ის თუ, რამდენად ჯანსაღია ამგვარი მიდგომა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფუნქციონირებისათვის და რამდენად კარგია, მხოლოდ რუსეთის დომინირება ამას მომავალი გვიჩვენებს. ავტორი: შალვა ბერიანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი [1] ЕВРАЗИЙСКОЕ ЭКОНОМИЧЕСКОЕ СООБЩЕСТВО; About EurAsEC; Basic Documents Collection - ; [2] Dreyer L.; Popescu N.; The Eurasian Customs Union: The economics and the politics; European Union Institute for Security Studies; March 2014 - ; [3] About the Eurasian Economic Commission - ; [4] Schneider U.; A Single Economic Space: From Lisbon to Vladivostok; RUSSIA BRIEFING; Issue 15; November 2015 - ; [5] About the Eurasian Economic Union – EAEU - ; [6] Busygina I.; Filippov M.; Russia and the Eurasian Economic Union: Conflicting Incentives for an Institutional Compromise; Higher School of Economics Research Paper No. WP BRP 31/IR/2018 - ; [7] Bhutia S.; Russia dominates Eurasian Union trade. Here are the numbers; Trade between members of the EAEU was higher before the free-trade bloc was formed; Oct 18, 2019 - ; [8] იქვე.; [9] About the Eurasian Economic Union – EAEU; General Information; General Indicators; Official Website of EAEU - ; [10] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ მათი უმუშევრობის დონე 2.2%-ით ნაკლებია ევროკავშირის უმუშევრობის დონეზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა; იხ.: -; [11] Satellite Nations: Definition & the Cold War - ; [12] FOREIGN POLICY CONCEPT OF THE RUSSIAN FEDERATION; Approved by President of the Russian Federation Vladimir Putin on November 30, 2016 - ; [13] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 4; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მარტი, 2020 - ; [14] იქვე.; [15] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 7; მიმოხილვის პერიოდი: 16-30 აპრილი, 2020 - ; [16] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 8; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მაისი, 2020 - ; [17] მთიანი ბადახშანი: ტაჯიკეთის მივიწყებული რეგიონი - ; [18] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 9 - ; [19] კომახია მ.; ,,ახალი დიდი თამაში“ ცენტრალურ აზიაში: ბრძოლა კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის; ექსპერტის აზრი 97; 2018 - ; [20] ჩერჩელაშვილი ვ.; ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები, 2017 - ; [21] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 6; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 აპრილი, 2020 - ;#პოლიტიკა
+2
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 week ago
საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება შესაძლოა, 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდეს
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედების ვადა შესაძლოა, 2020 წლის 15 ივლისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდეს. პარლამენტმა აღნიშნული კანონი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიიღო და კონკრეტული ღონისძიებები განსაზღვრა, რომელთა მოქმედების ვადად 2020 წლის 15 ივლისი განისაზღვრა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დიმიტრი ხუნდაძემ, დიმიტრი მხეიძე, ზურაბ ხაჩიძემ და ილია ნაკაშიძემ მოამზადეს. კერძოდ, 45-ე მუხლის მესამე პრიმა მუხლით განსაზღვრულია, რომ იზოლაციის ან კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც აღნიშნულ შემთხვევაში ამ წესის ნაწილია. შესაბამის მუხლში აღნიშნულია, რომ საკარანტინო ღონისძიებებია: ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც ავად არ არის, მაგრამ ჰქონდა ან შესაძლებელია, ჰქონოდა შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში; ამავე კანონით ან ამ კანონის შესაბამისად მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას. მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას, საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით. პარლამენტმა ამ მუხლის გამოყენებისას სახალხო დამცველის მიერ გამოთქმული შენიშვნები გაიზიარა და განსაზღვრა ისიც, რომ აღნიშნული უფლების შეზღუდვა უნდა იყოს: საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული; კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული; დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი; არადისკრიმინაციული; პროპორციულად შემზღუდველი და ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. ასევე პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ პრინციპების დაცვით. კანონით განსაზღვრულია ისიც, რომ პირის იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში მას გასაგები ფორმით უნდა განემარტოს: იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის საფუძველი; რომ აქვს უფლება ადვოკატზე; რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას. ასევე არასრულწლოვანის იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის შესახებ აუცილებლად, პირველი შესაძლებლობისთანავე ეცნობება მის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს. როგორც ცვლილებების ავტორები განმარტავენ, კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს. „სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პანდემიით გამოწვეული, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის აუცილებელი საშუალებაა. 2020 წლის 15 ივლისიდან, ერთი მხრივ, აღარ იმოქმედებს კანონის აღნიშნული დროებითი ნორმები, ხოლო, მეორე მხრივ, პანდემიით გამოწვეული ვითარება ქვეყნისთვის კვლავ მწვავე გამოწვევად დარჩება. არსებული რეალობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ პანდემიასთან და მისით გამოწვეულ შედეგებთან მყისიერად და ეფექტიანად გასამკლავებლად აუცილებელია, გაგრძელდეს 2020 წლის 22 მაისის ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების მოქმედება და მათ საფუძველზე სათანადო რეგულაციების მიღებისა და საჭირო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა. გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს ქვეყნებს კვლავ უწევთ შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა პანდემიის პირობებში, ერთი მხრივ, გააგრძელონ ჩვეული ცხოვრება და, მეორე მხრივ, ებრძოლონ ვირუსსა და მისგან მომდინარე, ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ შედეგებს. ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელების შესაფერხებლად და თავიდან ასაცილებლად გარკვეული შეზღუდვები კვლავ არსებობს ევროკავშირის წევრ და არაწევრ ბევრ ქვეყანაში. შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადებისას აღნიშნულ შეზღუდვებთან დაკავშირებული საკითხები შესწავლილ იქნა ისეთი ქვეყნების შემთხვევებში, როგორებიც არის: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იაპონია, იტალია, კანადა, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საფრანგეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი და სხვა”, – აღნიშნულია კანონპროექტში. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მაისში დაამტკიცა, რომლითაც მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 week ago
ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვები 50%-ზე მეტად დაეცა
უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბათუმში ეკონომიკური კრიზისის ფონზე, უძრავი ქონების გაყიდვების მკვეთრი ვარდნა ფიქსირდება. ამას თან ერთვის საერთაშორისო ტურიზმის მკვეთრი ვარდნაც, რაც ქალაქში აპარტამენტების გაქირავების მოცულობის შემცირების წამყვანი მიზეზი გახდა. არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების გამოსავლენად Cushman & Wakefield Georgia-მ ბათუმის რეზიდენტული ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა ბაზარზე არსებული წამყვანი დეველოპერული კომპანიები. კვლევაში მონაწილეობა დეველოპერთა 56%-მა მიიღო. მოცემულ პუბლიკაციაში წარმოდგენილია კვლევის ძირითადი მიგნებები, ასევე 2020 წლის პირველ 5 თვეში განხორციელებული ტრანზაქციების დინამიკა. კვლევის შედეგები: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ბათუმში მიმდინარე მშენებლობები. მშენებლობის პროცესი შეჩერდა გამოკითხული კომპანიების უმეტესობაში და ამ პერიოდმა 20 დღიდან 2 თვემდე გასტანა. დღეისათვის გამოკთხული დეველოპერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ შეძლო პროცესის განახლება, თუმცა ყველა მათგანი სრულად ამუშავებული ჯერ კიდევ არ იყო მაისის მეორე და მესამე კვირებში. ძირითად სირთულეს დაქირავებული მუშახელის ტრანსპორტირების პრობლემა წარმოადგენდა. გამომდინარე იქედან, რომ ბათუმის ბაზარზე სამშენებლო სექტორში დასაქმებულების უმეტესობა რეგიონის სხვადასხვა სოფლის მცხოვრები და ზოგ შემთხვევაში არაადგილობრივი თანამშრომელია, სწორედ ეს აფერხებდა მშენებლობის პროცესის სრულად გააქტიურებას. მნიშვნელოვანი ცვლილებაა გაყიდვების მიმართულებითაც. დეველოპერების თქმით, გაყიდვები 50%-დან, ზოგიერთ შემთხვევაში, 100%-მდეა შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების უმეტესი ნაწილი გადავიდა გაყიდვების ონლაინ და დისტანციურ რეჟიმზე, მათივე თქმით, ეს მიდგომა არ არის გამართლებული. გამომდინარე იქედან, რომ ბათუმში საცხოვრებელი ფართების მყიდველთა უმრავლესობას არარეზიდენტები წარმოადგენენ, ბინის შეძენის მსურველები ვერ იღებენ გადაწყვეტილებას ბათუმში ვიზიტის გარეშე (ისრაელი, უკრაინა, რუსეთი, ბელორუსია, პოლონეთი, ლიტვა, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, გერმანია, კანადა, აშშ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები). საზღვრების ჩაკეტვა და პარტნიორ ქვეყნებში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კი პირდაპირ აისახება გაყიდვების რაოდენობაზე. 2020 წელს პირველი კვარტლის გაყიდვების დინამიკა მზარდი იყო და მთლიანობაში გაყიდული აპარტამენტების რაოდენობამ 2019 წლის იმავე პერიოდის მონაცემებს 11%-ით გადააჭარბა. თუმცა, ტრანზაქციების კლება უკვე მარტიდან შეინიშნება. რაც შეეხება აპრილის თვეს, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებმა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 94%-ით იკლო. მაისის ტრანზაქციებმა გვაჩვენა, რომ გაყიდვები შედარებით გაიზარდა, თუმცა 2019 წლის იმავე თვესთან მიმართებაში მაინც 75%-ით ნაკლებია. საზღვაო სეზონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბათუმის დეველოპერებისთვის, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში აღინიშნება გაყიდვების მკვეთრი ზრდა. 2019 წელს ივნისი-სექტემბრის თვის გაყიდვებმა მთლიანი წლის გაყიდვების 41% შეადგინა. დეველოპერების მოლოდინები მიმდინარე ზაფხულის სეზონთან დაკავშირებითაც არ არის ოპტიმისტური. მათ უმეტესობას აქვს მოლოდინი გაყიდვების მაჩვენებლის გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვანი კლების. აგვისტოში დაგეგმილი საზღვრების გახსნის მიუხედავად, დეველოპერები დარწმუნებულნი არ არიან, რომ ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად აღდგება, შესაბამისად, გაყიდვების დინამიკასაც ვერ გამოასწორებს. გამოკითხული კომპანიების წარმომადგენლების თქმით, მოსალოდნელია გაყიდვების 30%-ით შემცირება, თუმცა ზოგიერთი მათგანის ვარაუდით, ვარდნამ წინა წელთან შედარებით, შესაძლოა 80%-საც კი მიაღწიოს. თბილისის რეზიდენტული ბაზრისგან განსხვავებით, ბათუმის დეველოპერების აბსოლუტური უმრავლესობა ინარჩუნებს არსებულ საფასო პოლიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინები გაყიდვებთან დაკავშირებით პესიმისტურია, კვლევაში მონაწილე კომპანიების თქმით, გასაყიდი ფასის კლება არ არის მოსალოდნელი. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის ფარგლებში გაკეთებული განცხადების მიუხედავად, დეველოპერების ნაწილი აქტიურად აწარმოებს სხვადასხვა ტიპის კამპანიასა თუ აქციას, და მყიდველებს სპეციალურ პირობებს და ფასდაკლებებს სთავაზობს კონკრეტულ აპარტამენტებზე. ბათუმის რეზიდენტული ბაზარი საკმაოდ მზარდია: ქალაქს ყოველწლიურად ემატება ათასობით ახალი აპარტამენტი. შესაბამისად, კონკურენციაც მაღალია. კომპანიებს მუდმივად უწევთ დიდი რესურსის გამოყოფა მარკეტინგის მიმართულებით, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. ამის გათვალისწინებით, საინტერესოა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა არ აპირებს მარკეტინგული მიმართულების ოპტიმიზაციას ან ანტი-კრიზისული გეგმის შემუშავებას. რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, კველვაში მონაწილე ყველა დეველოპერმა თანამშრომლების შენარჩუნება შეძლო. მათმა 78%-მა, აპრილის ჩათვლით შეძლო დროებით დაქირავებული მუშახელის, თუ მუდმივი თანამშრომლების ანაზღაურების სრულად დაფარვა, ხოლო 22%-მა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა ეს მოვალეობა. კვლევის ფარგლებში დეველოპერულმა კომპანიებმა ის კონკრეტული მიმართულებები გამოკვეთეს, რა მხრივაც ელიან, ან საჭიროებენ მხარდაჭერას, როგორც სახელმწიფოს, ასევე საფინანსო სექტორის მხრიდან. ერთ-ერთ მნიშვნელოვან მხარდაჭერის წყაროს დღგ-ს, საშემოსავლოსა და ქონების გადასახადთან დაკავშირებული შეღავათები წარმოადგენს. გარდა ამისა, დეველოპერებმა ისაუბრეს ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერების მნიშვნელობაზეც. რესპონდენტების თქმით, აუცილებელია, პროექტების ჩაბარების ვადების გადახედვაც, ვინაიდან არსებულმა მდგომარეობამ მნიშვნელოვნად შეაფერხა როგორც მშენებლობის, ასევე გაყიდვების პროცესი, რაც ფინანსური რესურსის გენერირების უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება დეველოპერებმა ფინანსური ინსტიტუციების მხრიდან შეღავათების გაკეთების აუცილებლობაზე გაამახვილეს. მათი თქმით, საპროცენტო განაკვეთის გადახედვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც დაემხარებათ პოსტ-კრიზისულ პერიოდში არსებული სირთულეების დაძლევაში. იპოთეკურ სესხებთან მიმართებაში, გამოკითხულთა უმეტესობისთვის ცვლილებების განხორციელება გაყიდვებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. ვინაიდან, ბათუმის რეზიდენტული უძრავი ქონების მყიდველთა უმრავლესობა უცხოელები არიან, მხოლოდ მათი მცირედი ნაწილი სარგებლობს საბანკო მხარდაჭერით. ძირითადად ბათუმის დეველოპერები პოტენციურ მყიდველებს შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობენ, რაც მათი თქმით, გაყიდვებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია. შეჯამება: მაისში საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დეველოპერთა მხარდაჭერის გეგმა წარადგინა, რომელიც ასევე მყიდველებისთვის იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ის სუბსიდირებას გულისხმობს. სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200,000 ლარიან სესხებზე და შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე სესხს ახალაშენებული ბინის შესაძენად აიღებს. რაც შეეხება დეველოპერებს, მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო აუქციონის ფარგლებში, სახელმწიფო დევნილებისთვის 1,800 საცხოვრებელბინას შეიძენს, რომლის ღირებულებაც 150,000 მლნ ლარი იქნება, თუმცა ამ ბინების გასაყიდი ფასი არ უნდა აღემატებოდენს 1,700 ლარს 1 კვადრატულ მეტრზე. ვინაიდან ბათუმის რეზიდენტულ ბაზარზე გასაყიდი აპარტამენტების კვადრატული მეტრის ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე სახელმწიფოს მსყიდველთუნარიანობა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს დადგენილება ბათუმის დეველოპერებსაც შეეხოს. ქვეყნის მასშტაბით, ბათუმის საცხოვრებელი სექტორი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშეა. შეჩერებულმა მშენებლობის პროცესმა, სახელმწიფო და საფინანსო სექტორის გამო შეღავათების ნაკლებობამ და ტურისტების ნაკადის მკვეთრმა ვარდნამ, შესაძლებელია, ქალაქის დეველოპერულ სექტორს უდიდესი დარტყმა მიაყენოს. ჯერ კიდევ გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა დეველოპერები გაყიდვების ჩვეული რიტმის დაბრუნებას. მეთოდოლოგია - კვლევაში მონაწილეების სია შედგა მიზნობრივი შერჩევის მეთოდით. გამოკითხულთა ვინაობა, მათი სურვილის გათვალისწინებით, ანონიმურია. კვლევის პარალელურად ჩვენმა გუნდმა შეისწავლა 2020 წლის იანვარი-მაისის თვეებში განხორციელებული ტრანზაქციები, რომელიც შედარებულია გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებთან.
Headline
Tbilisi, Georgia · 4 months ago
114 ათასი დაინფიცირებული და 4 ათასი გარდაცვლილი — კორონავირუსი რიცხვებში
10 მარტის დილის მონაცემებით, COVID-19-ით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 114 452-ს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკის მიხედით, 4 026 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 64 166 გამოჯანმრთელდა. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაშია, თუმცა მაჩვენებელი ნელ-ნელა ევროპის ქვეყნებსა და აშშ-შიც იზრდება. კორონავირუსის შემთხვევებს არ ადასტურებენ თურქეთში. პირველი 30 ქვეყანა, სადაც კორონავირუსის მაღალი მაჩვენებელია: კონტინენტური ჩინეთი — 80 756 შემთხვევა, 3 136 გარდაცვლილი; იტალია — 9 172 შემთხვევა, 463 გარდაცვლილი; სამხრეთ კორეა — 7 513 შემთხვევა, 54 გარდაცვლილი; ირანი — 7 161 შემთხვევა, 237 გარდაცვლილი; საფრანგეთი — 1 412 შემთხვევა, 30 გარდაცვლილი; ესპანეთი — 1 231 შემთხვევა, 30 გარდაცვლილი; გერმანია — 1 224 შემთხვევა, 2 გარდაცვლილი; აშშ — 754 შემთხვევა, 26 გარდაცვლილი; იაპონია — 530 შემთხვევა, 9 გარდაცვლილი; შვეიცარია — 374 შემთხვევა, 2 გარდაცვლილი; ნიდერლანდები — 321 შემთხვევა, 4 გარდაცვლილი; დიდი ბრიტანეთი — 321 შემთხვევა, 5 გარდაცვლილი; შვედეთი — 261 შემთხვევა; ბელგია — 239 შემთხვევა; ნორვეგია — 227 შემთხვევა; სინგაპური — 160 შემთხვევა; ავსტრია — 131 შემთხვევა; მალაიზია — 117 შემთხვევა; ჰონგ-კონგი — 115 შემთხვევა; ბაჰრეინი — 109 შემთხვევა; ავსტრალია — 91 შემთხვევა, 4 გარდაცვლილი; დანია — 90 შემთხვევა; საბერძნეთი — 84 შემთხვევა; კანადა — 77 შემთხვევა, 1 გარდაცვლილი; ერაყი — 71 შემთხვევა, 7 გარდაცვლილი; ქუვეითი — 65 შემთხვევა; ისლანდია — 65 შემთხვევა; ეგვიპტე — 59 შემთხვევა, 1 გარდაცვლილი; სან-მარინო — 51 შემთხვევა, 2 გარდაცვლილი; ტაილანდი — 50 შემთხვევა, 1 გარდაცვლილი; ისრაელი — 50. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ. #news #headline #coronavirus
Kutaisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ქუთაისის აეროპორტი დროებით დაიხურა
ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ქუთაისის აეროპორტმა დროებით მუშაობა შეწყვიტა. მგზავრებს, რომელთაც ფრენა გაუუქმდათ, თანხა უკან დაუბრუნდებათ. "თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ ავიაკომპანიის ცხელ ხაზს. 0706777483", - პასუხობენ მომხმარებლებს wizz air-ის ვებგვერდზე. აქვე, უცვლელად გთავაზობთ კომპანია Wizz Air-ის განცხადებას: “შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, Wizz Air-ი საქართველოდან ფრენებს ყველა მიმართულებით აჩერებს. გაუქმებული მიმართულებები და ფრენების შეჩერების თარიღები ასე გამოიყურება: ავსტრია – 16 მარტიდან 3 აპრილამდე ბელგია – 18 მარტიდან 3 აპრილამდე კვიპროსი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე ჩეხეთი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე დანია – 18 მარტიდან 3 აპრილამდე ესტონეთი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე საფრანგეთი – 16 მარტიდან 3 აპრილამდე გერმანია – 16 მარტიდან 3 აპრილამდე საბერძნეთი – 18 მარტიდან 3 აპრილამდე უნგრეთი – 18 მარტიდან 3 აპრილამდე იტალია – 3 აპრილამდე ლატვია – 17 მარტიდან 14 აპრილამდე ლიეტუვა – 17 მარტიდან 30 მარტამდე ნიდერლანდები – 18 მარტიდან 3 აპრილამდე პოლონეთი – 15 მარტიდან 28 მარტამდე ესპანეთი – 16 მარტიდან 3 აპრილამდე დიდი ბრიტანეთი – 17 მარტინდან 3 აპრილამდე,”- ნათქვამია განცხადებაში.#ქუთაისი #აეროპორტი #wizzair #ფრენები #kutaisidaily
Headline
Tbilisi, Georgia · 1 month ago
საბერძნეთი ტურისტულ მიმოსვლას 29 ქვეყანასთან გახსნის
15 ივნისიდან, საბერძნეთი 29 ქვეყანასთან განაახლებს ტურისტულ მიმოსვლას. ამ ქვეყნებს შორის არიან: გერმანია, ავსტრია, დანია, ნორვეგია, კვიპროსი, ისრაელი, შვეიცარია, იაპონია, მალტა, ბულგარეთი, ჩინეთი, ხორვატია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიბანი, ლიტვა, უნგრეთი, სამხრეთ კორეა, სერბეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ჩეხეთი და ფინეთი. დამატებით, სხვა ქვეყნების სია 1 ივლისს განახლდება. საბერძნეთის ტურიზმის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვიზიტორების შერჩევითი შემოწმებები განხორციელდება, ხოლო მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ვირუსის შესაძლო გავრცელება/განვითარებას. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.Greece tourism opening 29 countries headline
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
"ჯორჯიან ეარვეისმა" ათენიდან 125 პირი ჩამოიყვანა საქართველოში (ფოტო)
"ჯორჯიან ეარვეისმა" ათენიდან კიდევ 125 ქართველი ჩამოიყვანა სამშობლოში, რომელთა შორის მცირეწლოვანი ბავშვები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები და მძიმე პაციენტები იყვნენ. აღნიშნულ რეისზე დაბრძანებული იყო ასევე საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მე-2-ის მიერ ნაჩუქარი ხატი, რომელიც ამიერიდან ავიაკომპანიის ყველა იმ რეისზე იქნება, რომელიც უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების რეპატრიაციას ითვალისწინებს. "ეს ადამიანები საქართველოში დაბრუნებას COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის შეწყვეტილი ავიარეისების გამო ვერ ახერხებდნენ. მათი ტრანსპორტირება საქართველოში Georgian Airways-ის კუთვნილი Boeing 737-800-ით მოხდა. აღნიშნულ რეისზე დაბრძანებული იყო ასევე საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მიერ ნაჩუქარი ხატი, რომელიც ამიერიდან ავიაკომპანიის ყველა იმ რეისზე იქნება, რომელიც უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების რეპატრიაციას ითვალისწინებს. რეისის შესრულებისას Georgian Airways-ის ეკიპაჟის წევრები მაქსიმალურად შეეცადნენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით ეხელმძღვანელათ. ფრენისას ყველა მგზავრი და თავად ეკიპაჟის წევრები აღჭურვილნი იყვნენ ნიღბებით. როგორც არსებული გამოცდილებიდან ირკვევა, სპეცრეისებზე არის შემთხვევები, როდესაც მგზავრი აეროპორტში არ ცხადდება, ასეთ შემთხვევაში კი საელჩოს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და მგზავრების ჩანაცვლება უწევს. “წინა რეისებზე იყო შემთხვევები, როდესაც მგზავრების რაღაც გარკვეული რაოდენობა, ეს არ იყო ბევრი, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ცხადდებოდნენ დაგეგმილ ფრენაზე. ამიტომ, ყველა ასეთ შემთხვევაში, მოგეხსენებათ ჩვენს საკონსულო სამსახურებს აქვთ მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს მოქალაქეებთან, პრაქტიკულად ყველა, ვინც იმყოფება კონკრეტულ საკონსულო ოლქში მით უმეტეს ამ მდგომარეობის გათვალისწინებით აღნიშნული არიან და ჩვენი საელჩოები და საკონსულოები ახდენდნენ გაფრთხილებას, გადამოწმებას, შეხსენებას. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გადაიფიქრებდა რეისზე გამოცხადებას, უნდა მომხდარიყო ალტერნატიული სარეზერვო კონტინგენტით ჩანაცვლება, რომ თვითმფრინავის ადგილები არ გაცდენილიყო. ეს რეისზეც იყო ასეთი შემთხვევა, რომ არ გამოცხადდა ადამიანები გარკვეული რაოდენობას. საკონსულოს ჩართულობით, მყისიერი რეაგირებით მოხდა სხვა მოქალაქეების ინფორმირება, რომლებიც შემდეგ უკვე მოხვდნენ რეისზე. ათი ადამიანი არ გამოცხადდა და შვიდი ადამიანით ჩანაცვლდა. ამ რეისზე იყო ძალიან ბევრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანი, სამწუხაროდ, გვყავდა ონკოლოგიური პაციენტებიც. იყო რვა მცირეწლოვანიც. შესაბამისად, ძირითადად ამ კატეგორიის ადამიანებს გაუწიეს დახმარება“, – აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კოსტანტინიდიმ გააკეთა. მგზავრებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში გაიარეს სქრინინგი და ამის შემდეგ განთავსდნენ საკარანტინო ზონებში, სადაც 14 დღეს დაჰყოფენ. შეგახსენებთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი ახალი რეისები შემდეგი მიმართულებით: 10 აპრილი – ლარნაკა – თბილისი 12 აპრილი – ბერლინი-თბილისი 14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი 16 აპრილი – პარიზი-თბილისი 18 აპრილი – თელავივი-თბილისი 21 აპრილი – რომი-თბილისი 24 აპრილი – ბარსელონა-თბილისი 27 აპრილი – ვარშავა-თბილისი აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია Georgian Airways-ი. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო. მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს. მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი,"-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Headline
Tbilisi, Georgia · 3 months ago
2020 წლის "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა
Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულამ ისტორიული მაქსიმუმი 77.1 ქულა შეადგინა, მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 პოზიცია დაიკავა. წინა წელთან შედარებით საქართველო ევროპის რეგიონში 2 პოზიციით დაწინაურდა - ამ შედეგით საქართველო ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით. როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის (69.8 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო ქულას (61.6 ქულა). 2020 წლის რეიტინგი შეფასებას აკეთებს შემდეგი 4 მიმართულებით: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი. აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, მოიცავს 12 კომპონენტს. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის 12 კომპონენტიდან საქართველომ მდგომარეობა გაიუმჯობესა 5 ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: საკუთრების უფლება (68.6 ქულა), მთავრობის სამართლიანობა (64.8 ქულა), სასამართლოს ეფექტიანობა (57.9 ქულა), მონეტარული თავისუფლება (78.3 ქულა) და ფისკალური თავისუფლება (94.4 ქულა). 2020 წელს საკუთრების უფლების ინდიკატორში საქართველომ უპრეცენდენტო აღიარება მოიპოვა და ქვეყნის შეფასებამ 68.6 ქულა შეადგინა. 2012 წელს ქვეყანას აღნიშნულ ინდიკატორში მხოლოდ 40.0 ქულა ჰქონდა. მთავრობის სამართლიანობის კომპონენტში საქართველოს შეფასება 6.3. ქულით გაუმჯობესდა და 64.8 ქულა შეადგინა. კომპონენტის შეფასება ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს“, მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსს (WJP), საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსს“ და „Trace Matrix” რეიტინგს. აღნიშნული კი კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში კორუფციის არ არსებობის აღიარებას და მთავრობის ეფექტიანობას. მონეტარული თავისუფლების ინდიკატორი აფასებს ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელს და ფასდება ბოლო 3 წლის პერიოდის ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი. საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ისლანდია, ნიდერლანდები, ლიეტუვა, აშშ, ლუქსემბურგი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი, კორეა, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია, იაპონია, ყატარი, ლატვია, სომხეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ბელორუსია, უკრაინა და სხვა. Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2020 წლის კვლევის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა კვლავ აგრძელებს თავის შთამბეჭდავ 7 წლიანი ზრდას თავისუფლების სხვადასხვა მიმართულებებით. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმები. მრავალწლიანი რეფორმების შედეგია კორუფციის აღმოფხვრა, რეგულაციების შემცირება და გადასახადების გამარტივება. ყოველივემ ხელი შეუწყო ყველა ასპექტში ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების გაუმჯობესებას. ბოლო 5 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა მდგრადი ტემპით. რეტინგში პოზიტიურად ფასდება ის ქმედებები, რაც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დასაცავად იქნა გადადგმული. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შეფასება ძირითადად ეყრდნობა ისეთი საერთაშორისო რეიტინგების წყაროებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგი (Doing Business), გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI), კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) და მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსი (WJP). P.s.სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bm.ge-ს მიერ. #news #politics #business
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
საქართველოს ეკონომიკა კვლავ აგრძელებს თავის შთამბეჭდავ 7-წლიან ზრდას თავისუფლების სხვადასხვა მიმართ
Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულამ ისტორიული მაქსიმუმი 77.1 ქულა შეადგინა, მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 პოზიცია დაიკავა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით საქართველო ევროპის რეგიონში 2 პოზიციით დაწინაურდა - ამ შედეგით საქართველო ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით. „საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის (69.8 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო ქულას (61.6 ქულა). 2020 წლის რეიტინგი შეფასებას აკეთებს შემდეგი 4 მიმართულებით: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი. აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, მოიცავს 12 კომპონენტს. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის 12 კომპონენტიდან საქართველომ მდგომარეობა გაიუმჯობესა 5 ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: საკუთრების უფლება (68.6 ქულა), მთავრობის სამართლიანობა (64.8 ქულა), სასამართლოს ეფექტიანობა (57.9 ქულა), მონეტარული თავისუფლება (78.3 ქულა) და ფისკალური თავისუფლება (94.4 ქულა). 2020 წელს საკუთრების უფლების ინდიკატორში საქართველომ უპრეცენდენტო აღიარება მოიპოვა და ქვეყნის შეფასებამ 68.6 ქულა შეადგინა. 2012 წელს ქვეყანას აღნიშნულ ინდიკატორში მხოლოდ 40.0 ქულა ჰქონდა. მთავრობის სამართლიანობის კომპონენტში საქართველოს შეფასება 6.3. ქულით გაუმჯობესდა და 64.8 ქულა შეადგინა. კომპონენტის შეფასება ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს“, მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსს (WJP), საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსს“ და „Trace Matrix” რეიტინგს. აღნიშნული კი კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში კორუფციის არ არსებობის აღიარებას და მთავრობის ეფექტიანობას. მონეტარული თავისუფლების ინდიკატორი აფასებს ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელს და ფასდება ბოლო 3 წლის პერიოდის ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი. საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ისლანდია, ნიდერლანდები, ლიეტუვა, აშშ, ლუქსემბურგი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი, კორეა, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია, იაპონია, ყატარი, ლატვია, სომხეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ბელორუსია, უკრაინა და სხვა. Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2020 წლის კვლევის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა კვლავ აგრძელებს თავის შთამბეჭდავ 7 წლიანი ზრდას თავისუფლების სხვადასხვა მიმართულებებით. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმები. მრავალწლიანი რეფორმების შედეგია კორუფციის აღმოფხვრა, რეგულაციების შემცირება და გადასახადების გამარტივება. ყოველივემ ხელი შეუწყო ყველა ასპექტში ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების გაუმჯობესებას. ბოლო 5 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა მდგრადი ტემპით. რეტინგში პოზიტიურად ფასდება ის ქმედებები, რაც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დასაცავად იქნა გადადგმული. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შეფასება ძირითადად ეყრდნობა ისეთი საერთაშორისო რეიტინგების წყაროებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგი (Doing Business), გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI), კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) და მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსი (WJP)“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.#georgia #economy #politics #crypto #businesss