0
პრეზიდენტის ინიციატივა: საერთო მემორიალი ჩვენი ქვეყნის გმირებს. იუნკერთა ხსოვნისთვის მიძღვნილ საღამოზე, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს ინიციატივა გამოთქვა, რომ თბილისის ცენტრში საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა საერთო მემორიალი გაიხსნას. პრეზიდენტის თქმით, მემორიალს შემეცნებითი შინაარსიც უნდა ჰქონდეს, იმისთვის რომ ახალგაზრდებმა უკეთ გაიგონ, თუ რა გზა გაიარა ქვეყანამ. მან ყურადღება გაამახვილა 9 აპრილისა და იუნკერების მემორიალზე, რომლებიც სათანადოდ არ გამოხატავენ იმ თავგანწირვას, რაც ქართველმა გმირებმა ბრძოლის დროს გამოიჩინეს. მისი თქმით, 9 აპრილს დაღუპულთა გმირების თავდადება ერთი პატარა დაფით შემოიფარგლება, იუნკერთა მომერიალზე შესვლას კი საზოგადოება ხშირად ვერც კი ახერხებს.
#თბილისი
#სალომე
#ზურაბიშვილი
#გმირთა
#მემორიალი
#9აპრილი
#იუნკერთამემორიალი
#tbilisidaily
#news
0