0
ანას ბაღთან მოსახლეობის მიერ მოწყობილი პარტიზანული სკვერს შლიან. ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან სამშენებლო კომპანის წარმომდგენლები და პოლიცია. სკვერიდან აიღეს სკამები და საქანელები, სამშენებლო კომპანიამ კი ტერიტორია შემოღობა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ადგილობრივმა მოსახლეობამ სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ბეტონის საფარი დაამტვრია, მცენარეები დარგო და სკვერი პარტიზანულად გააშენა. , , ანას ბაღის” დასაცავად მოსახლეობა აქციებს უკვე რამდენიმე თვეა მართავს. ადგილობრივები 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ და მერიას ადგილმონაცვლეობას სთხოვენ. "ანას ბაღი"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია 10 ადამიანი.
#თბილისი
#ანასბაღი
#აქცია
#პარტიზანული
#სკვერი
#tbilisidaily
0