0
ბოლო ათწლეულების განმავლობაში თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასი სტაბილურად იზრდება. თუმცა, ამ მიმართულებით განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა გაურკვეულობისა და შიშის კლიმატი შექმნა. ამის შესახებ Cushman & Wakefield Georgia-ს ანგარიშშია აღნიშნული. ორგანიზაციამ თბილისში საცხოვრებელი ფართების ღირებულება შეისწავლა, რომლის მიხედვითაც, ბინები ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა. ცნობისთვის, მონაცემები შედგენილია ერთი კვადრატული მეტრის ღირებულების მიხედვით. აღნიშნული მონაცემებით, მთაწმინდაზე 1 კვადრატული მეტრი ბინის ფასი 1032 დოლარს შეადგენს. შემდეგ პოზიციაზეა ვაკე, სადაც 1 კვ.მ ფართობი საშუალოდ, 985 დოლარი ღირს. მესამე პოზიციას კი საბურთალო იკავებს, აქ 1 კვადრატულის ფასი 899 დოლარს შეადგენს. რაც შეეხება დანარჩენ უბნებს, ასე გამოიყურება: კრწანისი - 798 დოლარი ჩუღურეთი - 733 დოლარი დიდუბე - 687 დოლარი ისანი - 575 დოლარი გლდანი - 550 დოლარი ნაძალადევი - 544 დოლარი სამგორი - 512 დოლარი. ავტორი: ნინი ქეთელაური P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bon.ge-ს მიერ.
#news
#business
0