9 votes
2 comments
0 shares
Save
97 views
Nikola Nick
Tbilisi · 4 months ago

უცნაური ძაღლიმყავს ❤️❤️🤷‍♂️❤️❤️

#news
Nikola Nick
Tbilisi · 4 months ago
Similar Posts
Nikola Nick
Tbilisi · 4 months ago
უცნაური ძაღლიმყავს 🤷‍♂️😹❤️❤️❤️
Nikola Nick
Tbilisi · 4 months ago
აი რაღაცნაირია ❤️❤️❤️ #art #news #photo
Nikola Nick
Tbilisi · 4 months ago
#news #photo
Nikola Nick
Tbilisi · 4 months ago
💛💛💛 #photo #art #news
Mariam Sharvashidze
Tbilisi · 2 months ago
სიზმარი და მისი უცრაურობანი.
დილამშვიდობის.დილის ფიქრებმა სიზმირის ამოუცნობებაზე დამაფქრა(უცნაური სიზმარი რომ გესიზმრება და ვერც იხსენებ კარგად აი ეგ მომენტი მაქ) და გადავწყვიტე სიზმრებზე და მის უცნაურობაზე რაღაც ფაქტები წამეკითხა. Here we go.. ☀️სიზმრები სწავლაში გვეხმარებიან... თუ რაიმე გამოცდისთვის ემზადებით, მაშინ კარგი იქნება დასაძინებლად ადრე თუ დაწვებით და დილით ცოტაოდენ დროს გასამეორებლად მოიტოვებთ. როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან, თუ ღამით სიზმრებს ვხედავთ, მაშინ ეს ყველაფერი მეორე დღეს გონების შრომისუნარიანობას უწყობს ხელს. ☀️სიზმარს შესაძლოა გაღვძების შემდეგაც დაუბრუნდეთ ადამიანი ხშირად ხედავს სასიამოვნო სიზმარს და გამოღვიძების შემდეგ გული წყდება ეს სიზმარი ბოლომდე რომ ვერ ჩაამთავრა. ექსპერტები კი ირწმუნებიან, რომ ადმაიანს ერთი და იმავე სიზმრის გაგრძელება შეუძლია, თუ გამოღვიძების შემდეგ პოზას არ შეიცვლის და იმავე სიტუაციაში განაგრძობს ძილს. ☀️თუ ერთი და იგივე სიზმარს ხშირად ხედავთ, მაშინ თქვენი ქვეცნობიერი რაღაცის თქმას ცდილობს თუ ერთსა და იმავე სიზმარს რამდენიმეჯერ ნახავთ, მაშინ უნდა შეძლოთ ამ სიზმრის აზრის ამოკითხვა. გავრცელებული შეხედულება, იმასთან დაკავშირებით რომ სიზმარი არაფრისმთქმელია არ არის სწორი. შესაძლოა სიზმარი უბრალოდ თქვენი ინტუიციითა და მოლოდინებით იყოს განპირობებული. #goodplaces #news #art #photo #funny
Vakho Vakho
Tbilisi · 7 months ago
რადიო თავისუფლება
რადიო თავისუფლება
რადიო თავისუფლება
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
თუ „დასაწყისის“ ( Inception) დასასრული ვერ გაიგე, ეს სტატია შენთვისა (ნოლანის ფილმია მაინც)
მაიკლ კეინმა განაცხადა , რომ კრისტოფერ ნოლანის „დასაწყისში“ , ყველა სცენა , რომელიც თავად მონაწილეობს რეალურია. შესაბამისად გამოდის რომ , ფილმის დასასრულიც რეალობაა და არა სიზმარი. გარდა ამისა, პოპულარული განმარტების მიხედვით , ყველა სცენა სადაც დიკაბრიოს პერსონაჟი ქობი ბეჭედს ატარებს , სიზმარია. ხოლო სადაც უბეჭდოთაა ცხადია. მაგრამ , ყოველთვისაა მაგრამ. ფილმი ძალიან კომპლექსური და ჩახლარტუთულია და მის გაშლას დაკვირვება სჭირდება. დავიწყოთ ბზრიალათი. გავიხსენოთ ტოტემების მუშაობის პრინციპები. 1) ტოტემით მხოლოდ იმის დადგენაა შესაძლებელი, თუკი სხვის სიზმარში იმყოფები. შესაბამისად, ბზრიალა რომც დაცემულიყო ,ქობს (დიკაბრიო) კვალავაც შეეძლო მის სიზმარში ყოფნა. 2) იმისათვის რომ იმუშავოს,არავინ უნდა იცოდეს მისი მუშაობის პრინციპი. მიუხედავად ამისა, თავად ქობი(დიკაბრიო) ამ წესს არღვევს, როდესაც არიადნეს ( ელენ ფეიჯი) ეუბნება მის მახასიათებელს.3) წესით ერალურ სამყაროში, ტოტემი უჩვეულოდ უნდა იქცეოდეს.ქონდეს უჩვეულო ბალანსი, წონა, გამოსახულება. სხვების ტოტემებს დავაკვირდეთ. არტურს ( ჯოზეფ გორდონი) აქვს კამათელი , რომელიც დამძიმებულია. შესაბამისად, რეალურ სამყაროსი გაგორებისას მხოლოდ ერთ შედეგს გვიჩვენებს.ხოლო სიზმარსი ჩვეულებრივი კამათლის ფუნქცია აქვს. არიადნეს ტოტემი ჭადრაკის ფიგურაა, რომლის წონაც და წონასწორობის ცენტრი შეცვლილია. თუმცა სხვის სიზმარსი ჩვეულებრივი წონა ექნება. ეიმსის ( ჩენინგ ტატუმი) ტოტემი, კაზინოს ფიშკაა,რომელსაც არასწორად აწერია მომბასა, სიზამრში წარწერა უნდა სწორდებოდეს. აშკარაა,რომ ქობის ტოტემი ასე ვერ იმუშავებს.ბზრიალა რეალურ სამყაროსი უსასრულოდ უნდა ტრიალებდეს.ხოლო სიზმარში ეცემოდეს.ანუ ფილმის დასასრულს ტოტემი წაიქცევა ტუ არა ამას არანაირი მნსივნელობა არ აქვს. ეს მაყურებლის მოსატყუებლათ შემოტანილი ელემენტია, რომლსაც ცვენი ყურადღება უფრო მნიშვნელოვანი რაღაციდან გადააქვს.ქობის (დიკაბრიო) და ბავშვების შეხვედრიდან.ფილმის ლოგიკით სხვის სიზმარსი, სნი ქვეცნობიერის ელემენტი აღწევს,ქობის შემთხვევაში ეს არის მატარებელი.როცა ფიშერის სიზმრის პირველ დონემდე ჩავნიდნენ ქალაქში გაჩნდა მატარებელი, რომელმაც ქობი და მოლი ( მარლონ კოწიარდი) თავიდან ლიბოში მოკლა.მატარებლის ნომერი იყო 3502, სწორედ ამ ნომრის სასტუმროში იყვენ ქობი და მოლი, როცა მოლმა ( მარლონ კოწიარდი) თავი მოკლა.ანუ თუ მივყვებიტ იმ იდეას, რომ ლინბოში თვითმკვლელობის მერე ქობი და მოლი , რეალობაში დაბრუნდნენ ,ასეთი ქრონოლოგია გვექნება ჯერ ჩნდება მატარებელი 3502 ,შემდეგ აბრუნებს წყვილს რეალობაში ,შემდეგ ისისნი მიდიან თაფლობის თვისთვის მოგზაურობაში და სასტუმროში ხვდებიან იმ ნომერში, რომელიც უეცრად ემთხვევა,მატარებლის ნომერს. რაღაც აშკარად არ ლაგდება.თუმცა , თუ დავუშვებტ , რომ თვითმკველობა გარვიძება იყო, მასინ აღარაა უცნაური როცა ქობის ქვეცნობიერი სიზმრის სხვა დონეზე ამეორებდეს იმავე რიცხვს. ამასთანავე , როცა არიადნე და ფიშერი იხოცებიან , რინბოში ,ისისნი მაშინვე რეალობასი არ გადადიან. არამედ არმოჩნდებიან, მორიგ დონეზე, რის შემდეგად ნაბიჯ-ნაბიჯ ადიან სიზმრების ფენებზე.თუ ლინბოდან ამოსვლის წესები სტაბილურია,ლიანდაგზე თვიტმკვლელობის შემდეგ , მოლიც და ქობის არ აღმოჩენილან რეალობაში და მოლის ეჭვებიც გამართლებულია.ისინი იღვიძებენ თავიანტი ბინის იატაკზე და მაშინვე ვიჯერებთ,რომ რეალობაში არიან.მიუხედავად ქობის სიტყვებისა, რომ ცოლთან ერთად ლიმბოს მაშინ მიაღწია, როცა ატარებდა ექსპერიმენტებს სიზმრებზე,სიზმრების შიგნით.ანუ რეალობამდე კიდევ შორია. გავიხსენოთ ასევე,როგორ იწყება და სრულდება კინოფილმი, ქობის და საიტოს საუბრით სიზმრების სამყაროში.ორივე შემთხვევასი ქობი სტუმრობს, საიტოს მის სახლში ,რომელიც აშენებულია კლდეზე. და აი აქ დავუბრუნდეტ ბზრიალას,სცენას.მაგრამ ყურადღება მივაქციოთ,ტუ რას ამბიობენ ბავშვები როცა, ქობს ეხუტებიან. აბა რას ვაშენებდით ? რას აშენებდით? სახლს კლდეზე.წამოდი მამა ახლავე გაცვენებთ. დადამ ისისნი აშენებდნენ სახლს კლდეზე და სწორედ ამიტომ ჩნდება ეჭვი,რომ ლინბოდან გამოსვლის შემდეგ, საიტო და ქობი აღმოჩდნენ არა რეალობაში, არამედ ერთი დონით ზევით სიზმარში. სადაც საიტოს ქვეცნობიერის ელემენტი,გაცხადდა ბავშვების მიერ აშენებულ ქვიშის სახლის სახით.შეიძლება მოლი მართალი იყო და ქობი სიზმარშია ჩარჩენილი.ხოლო მთელი მისი ჯგუფი ქვეცნობიერის ნაყოფია.ეს ახსნიდა იმ ფაქტს, რომ მობას ქუჩა წააგავს ლაბირინთს.კედლები თითქოს უეცრად ვიწროვდება.საიტო არსაიდან,ზუსტ მომენტში ჩნდება მის დასახმარებლად.ხოლო მოლი თვითმკველობამდე სხვა სასტუმროს აივანზე ზის.თუ ეს რეალობაა , მასინ მას უნდა მიმოეყარა ყველაფერი ოთახში,გადასულიყო გვერდითა შენობაში,ექირავებინა ახალი ნომერი ,დამჯდარიყო აივანზე და დალოდებოდა ქობის გამოჩენას.რაც სიმართლე რომ გითხრათ,სულელურად ჟღერს. და საბოლოოდ,ედიტ პიაფის სიმღერა ( ) შენელებულად ჟღერს , მაშინ როცა პერსონაჟები იმყოფებიან ძილში არის ზუსტად, 2:28 წამი. და იცით რა არის თავად ფილმის სიგრძე ? 2 საათი და 28 წუთი.ასე რომ დასკვნები ბოლოს მაინც ჩვენ უნდა გამოვიტანოთ#დასაწყისი #inception #movies #movie #hollywood #news #opinion #photo #art #goodplaces
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
10 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული იტალიელის ცხოვრებიდან
სკოლა მიატოვა უკიდურესი სიღატაკის გამო - ადრიანო ხედავდა, როგორ უჭირდათ მშობლებს, (თავად მეხუთე შვილი იყო), თვიდან თვემდე ძლივს გაჰქონდათ თავი, ამიტომ გადაწყვიტა, 12 წლისას სკოლა მიეტოვებინა და ოჯახს ფინანსურად დახმარებოდა, ბიჭუნამ საათების სახელოსნოსში ოსტატის დამხმარედ დაიწყო მუშაობა. იქვე გვერდზე იყო მუსიკალური მაღაზია, სადაც ადრიანომ პირველად მოისმინა ელვის პრესლი, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა, დაეწერა მუსიკა. მაღვიძარას მაგივრად როკ-ნ-როლი - ადრიანოს დილაობით ძალზე უჭირდა ადგომა, ჩართული მაღვიძარა ვერ აღვიძებდა, ამიტომ დედამ გადაწყვიტა, დილაობით ხმამაღლა ჩაერთო მუსიკა, სწორედ მუსიკაზე იღვიძებდა ადვილად მომავალში სახელგანთქმული მუსიკოსი. სან-რემოს ფესტივალზე - 18 წლისა მილანის ერთ-ერთ კონკურსზე წარდგა საკუთარი სიმღერით "მე შენ გეტყვი ჩაო", პუბლიკა მოხიბლული იყო ახალგაზრდა მომღერლით, შემდეგ იყო 21 წლის ასაკში სან-რემოს ფესტივალი. ყველას ეგონა, რომ ანდრიანო გაიმარჯვებდა, თუმცა მეორე ადგილი მიანიჭეს. მიუხედავად ამისა, სიმღერა "24 ათასი კოცნა" უმალ ჰიტად იქცა. დიდი სიყვარული - ფილმის "რაღაც უცნაური ტიპის"(Uno strano tipo-1963)გადაღების დროს ჩელენტანომ გაიცნო ახალგაზრდა მსახიობი კლაუდია მორი და მაშინვე გულში ჩაუვარდა, თუმცა კლაუდიას მაინცდამაინც არ მოსწონდა ჩელენტანო, "სრულიად არასერიოზულ ახალგაზრდად" მიაჩნდა, მაგრამ ერთხელაც პავილიონში მოკლე ჩართვა მოხდა, განათების ლამპა გასკდა და ჩელენტანოს სახე და თვალი მსუბუქად დაუზიანა. კლაუდია პირველი მიეხმარა ადრიანოს, შემდეგ ექიმთან დაჰყვებოდა... საბოლოოდ, მათი ურთიერთობა ქორწინებით დასრულდა და აგერ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, ერთად ცხოვრობენ. რომანი სხვა ვარსკვლავთან - ქალები ნამდვილად არ აკლდა ჩელენტანოს, თუმცა ყველაზე გახმაურებული რომანი ჰქონდა ორნელა მუტისთან. ორნელა მის გამო ქმარს გაეყარა კიდეც და იგივე ნაბიჯს ელოდა ჩელენტანოსგანაც, თუმცა მსახიობმა ოჯახი არ დაანგრია. თვითმფრინავით ფრენის ეშინია - იგი აეროფობიითაა დავადებული, მსახიობს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ გასტროლების დროს უპირატესობას სხვა სატრანსპორტო საშუალებებს ანიჭებს.როდესაც ჰოლივუდში მიიწვიეს, მსახიობმა დანანებით განაცხადა:"მე ვერასდროს მოვხვდები ჰოლივუდის ფილმებში, ისიც არ ვიცი, იქ როგორ მოვხვდე, მე ხომ ძალიან მეშინია ფრენის." მეგა-კონცერტი 1 ევროდ - ჩელენტანო სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული დემოკრატიულობით გამოირჩევა. 2012 წელს ევროპული ტურნეს დროს დასკვნითი კონცერტი ვერონაში გაიმართა, მასთან ერთად კონცერტზე არანაკლებ ცნობილი იტალიელი მომღერალი ჯანი მორანდი გამოდიოდა, ჩელენტანომ გადაწყვიტა, ბილეთის ფასი სიმბოლური, მხოლოდ 1 ევრო ყოფილიყო, რა თქმა უნდა, კონცერტის ბილეთები რამდენიმე საათში აღარ იყო. გამოლანძღა ბერლიუსკონი - ადრიანო ჩელენტანო პირში მთქმელობითაც გამოირჩევა, 2005 წელს პირდაპირ ეთერში იტალიის პრემიერ-მინისტრს, სილვიო ბერლიუსკონის კორუფციონერი უწოდა. ბერლიუსკონი ამ ფაქტმა გააღიზიანა და ჩელენტანო იტალიის მთავრობის მტრად მოიხსენია. მისი სახელი კოსმოსში - ადრიანო ჩელენტანოს სახელი ჰქვია ასტეროიდს № 6697, რომელიც 1987 წლის 24 აპრილს აღმოაჩინეს. მე-20 საუკუნის ყველაზე პოპულარული იტალიელი - ჩელენტანო არის ყველაზე წარმატებული და ზეგავლენიანი მომღერალი იტალიის პოპულარული მუსიკის ისტორიაში, ჩაწერილი აქვს 600 სიმღერა, გამოცემული აქვს 41 ალბომი, რომელთა გაყიდული ტირაჟი 150 მილიონს უკაკუნებს, აგრეთვე, ნათამაშევი აქვს 41 ფილმში, მათ შორის:"სერაფიმო"(1969), "ბლეფი(1976), "ჭირვეულის მორჯულება"(1980), "ტუზი"(1981), "ბინგო-ბონგო"(1982) და მრავალი სხვა. Tbilisi #hollywood #goodplaces #opinion #news #photo