15 votes
0 comments
0 shares
Save
98 views
George Toreli
Tbilisi · 4 months ago

ზაზა ფაჩულია კალათბურთელი რომ იყო ვიცოდი მაგრამ პოლიტიკოსი და მსახიობი თუ იყო ეგ არ მეგონა 😂

#goodplaces #politics #news #photo #art #events #opinion #funny #food #gaming #design #business #religion #sport #crypto
George Toreli
Tbilisi · 4 months ago
Similar Posts
George Toreli
Tbilisi · 5 months ago
⭕ნუგზარ შარია ოსკარების ჟიურის თავმჯდომარედ აირჩიეს⭕ ჟურნალისტი ზურაბ შარია საკუთარ ფეისბუქგვერდზე დიდი ხნის წინ ემიგრაციაში წასულ მამას, მსახიობ ნუგზარ შარიას ოსკარების ჟიურის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. “იმდენად, რამდენადაც, ” ჟურნალისტებს”, პოლიტიკური სკანდალის გარდა, აღარაფერი აინტერესებთ და იოლი გზა ნახეს რეიტინგისთვის, მე გამცნობთ, რომ ა.წ. 5 იანვარს, ლოს ანჟელესში, ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავჯდომარედ, ფარული კენჭისყრით, ნუგზარ შარია იქნა არჩეული. ნუგზარ შარიას კანდიდატურა, სტივენ სპილბერგმა წარადგინა! ნოემბერში ,ნუგზარ შარია უჟგორდში იყო მიწვეული და იქ მიიღო ოსკარების ჟიურის მიწვევაც, თავჯდომარედ არჩევამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ვულოცავ საქართველოს და შარიებს ამ წარმატებას. გილოცავ მამაჩემო!”- წერს ზურაბ შარია. მსახიობი ნუგზარ შარია მონაწილეობდა ფილმებში “ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“… ის გასული საუკუნის 70-იან წლებში წავიდა ემიგრაციაში და დღემდე ამერიკაში ცხოვრობს. #goodplaces #politics #news #photo #art #events #opinion #funny #crypto #design #food #gaming #religion #business #sport
George Toreli
Tbilisi · 3 months ago
✅ სოციალურ ქსელში გავრცელდა ამბავი, რომელმაც საზოგადოება მოიცვა. "მარიამი დაბადებულა!" - ასეთ დროს აქ რას აკეთებთ, - მისალმების შემდეგ ჰკითხა პოლიციელმა ნიკას. - ალბათ 3000 ლარით დამაჯარიმებთ, ხო? - გაეღიმა ნიკას. - შესაძლოა, - პოლიციელმა თავი წარუდგინა და პირადობის მოწმობა მოსთხოვა, - ხომ იცით, რომ კომენდანტის საათია? - კი, ვიცი, - ნიკამ პირადობის მოწმობა გადასცა წესრიგის დამცველს. - გასაგებია, - პოლიციელმა პირადობის მოწმობას თვალი გადაავლო. - იცით, მე მამა გავხდი ამაღამ, - უთხრა სიხარულით სავსე ნიკამ, - პირველი შვილი შემეძინა და სოფელ მამკოდიდან ფეხით მოვდივარ. - იქაური ხართ? - არა, მაგრამ იქ საქონელი მყავს. - ფეხით რატომ მოდიხართ? - ტრანსპორტი არაა, მე კი მანქანა არ მყავს. ვიფიქრე, „ნახალოვკაში“ პირველ სამშობიარომდე ტაქსით მივალ-მეთქი. არც ტაქსია, არც არავინაა, რომ ხელი დავუქნიო და მანქანის გაჩერება ვთხოვო. - პირველი შვილია? - კი. - ბიჭია? - გოგოა. - გათენებას რატომ არ დაელოდეთ? - ვერ შევძელი. მეუღლის გვერდით უნდა ვიყო. ვერ გავჩერდი. საქონელი მეზობელს ჩავაბარე და წამოვედი. - არ მატყუებთ? - არა, გეფიცებით. პოლიციელი ჩაფიქრდა. - რა ხდება მანდ? - გასძახა პოლიციელს მეწყვილემ. - ეს კაცი ნახალოვკაში მიდის, პირველ სამშობიაროში, - მიუგო პოლიციელმა. - რა სჭირს, ორსულადაა, - იხუმრა მეწყვილემ. - პირველი შვილი შეეძინა, გოგონა. - დავეხმარები, თუ დედაჩემის სახელს დაარქმევს, - საპატრულო პოლიციის მანქანიდან გადმოვიდა მეწყვილე და ნიკასკენ გაემართა. - დედაშენის სახელი რატომ უნდა დავარქვა? - ჰკითხა ნიკამ. - დღეს დედაჩემის დაბადების დღეა, მაგრამ, სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ჩემს შვილებს მისი სახელი ვერ დავარქვი, რადგან ბიჭების მამა ვარ, ჩემი ძმაც ბიჭების მამაა. არადა დედას კარგი სახელი ერქვა. მოგეწონება. - მაინც რა ერქვა? - დაინტერესდა ნიკა. - მარიამი, - მიუგო მეწყვილემ. - მართლა? - გაუხარდა ნიკას. - კი, მართლა, - თავი დაუქნია მეწყვილემ, - მაგრამ ასე რამ გაგახარა? - იცით, ცხონებული დედაჩემის სახელის დარქმევა მინდოდა ჩემი გოგონასთვის... - მაშინ 300-ლარიანი ჯარიმა არ აგცდება, - თვალი ჩაუკრა მეწყვილემ ნიკას. - საქმე ისაა, რომ ამცდება, - გაეცინა ნიკას. - ვითომ რატომაო? - ჩაეძია მეწყვილე. - იმიტომ, რომ დალოცვილია ღმერთი და სასწაულია განგება მისი. დედაჩემსაც მარიამი ერქვა და დღეს დედაჩემის დაბადების დღეცაა. პოლიციელებს სახეზე გაოცება დაეტყოთ. - მართლა? - ჰკითხა პოლიციელმა და მეწყვილეს ღიმილით გადახედა. - რა თქმა უნდა, - შესძახა ნიკამ. - წავედით სამშობიაროში, - აღმოხდა მეწყვილეს, - არ ვიცი, მართალს მეუბნები თუ მაბოლებ, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ალალი კაცი ხარ. - მერე ჯარიმა? - ჰკითხა მეწყვილეს პოლიციელმა. - რა დროს ჯარიმაა, ძმაო?! ვერ გაიგე, მარიამი დაბადებულა!... პოლიციელებმა ნიკა საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩაისვეს და სირენების გნიასით დაიძრნენ „ნახალოვკისკენ“. #goodplaces #politics #news #opinion #events #art #photo #sport #funny #crypto #business #design #food #religion #gaming
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi · 3 months ago
დაწყევლილი ნახატები
შეიძლება თუ არა ბნელი და იდუმალი ძალების არსებობა მხატვრების ნამუშევრებში? „ჩემს ორ მეგობართან ერთად ბილიკს მივუყვებოდი,მზე ჩადიოდა,უეცრად ცა სისხლისფრად აელვარდა,ლურჯსა და შავ ფერებში გახვეული ფიორი და ქალაქი სისხლის ალში გახვეულიყო,და შევიგრძენი ბუნების უსასრულო კივილი“ -ედუარდ მუნკი 1892 წელი მუნკის ნახატებში იგრძნობოდა გარკვეული განცდა სიკვდილის მოახლოების,ეს არის არაჩვეულებრივი მღელვარება - ექსპრესიულობა,რაც მუნკის ხელოვნებისთვის არის დამახასიათებელი. საინტერესოა ლეგენდები და იდუმალი მოვლენები რომლებიც ნახატს უკავშირდება,მისი ფასი 70 მილიონ დოლარს შეადგენდა და ის ბევრი კოლექციონერის ოცნება იყო,თუმცა ამასთან ერთად არსებობდა ერთი გარემოება,ამბობდნენ რომ ეს ნახატი შურისმაძიებელი იყო. მაგალითად მუზეუმის ერთ-ერთი თანამშრომელი,რომელსაც სურათი შემთხვევით დაუვარდა,რის შემდეგაც თავის ტკივილით იქამდე იტანჯებოდა,ვიდრე სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაასრულა. ცოტახნის შემდეგ ისევ იგივე შემთხვევა მოხდა, მუზეუმის თანამშრომელს სურათი შემთხვევით დაუვარდა და რამდენიმე დღეში საშინელი ავარიის შედეგად რეანიმაციაში მოხვდა. მუზეუმის დამთვალიერებელი,რომელიც ნახატს ხელით შეეხო ძალიან მალე ხანძარში დაიღუპა. კივილის ამგვარ ზემოქმედებას მისტიკის მოყვარულები მხატვრის მძიმე და სტრესებით სავსე ცხოვრებას უკავშირებენ. მუნკი ხუთი წლის იყო როდესაც დედა ტუბერკულიოზით გარდაეცვალა,და მოულოცნელად დაეღუპა როდესაც ის თოთხმეტი წლის იყო,მას მალევე ძმა და კიდევ ერთი შიზოფრენიით დაავადებული და გარდაეცვალა,თვად მხატვარი კი დეპრესიით იტანჯებოდა. კიდევ ერთი იდუმალებით მოცული ნამუშევარი ესპანელ მხატვარ ჯოვანი ბრაგონის ეკუთვნის,მას სურდა დაეხატა მტირალა ბიჭუნა და ამისათვის მან საკუთარი შვილი დაიხმარა. მხატვარს რეალისტური სურათის შექმნა სურდა,ბიჭს კი ძალით ტირილი არ შეეძლო, მხატვარმა იცოდა,რომ მის შვილს პანიკურად ეშინოდა ცეცხლის,ამიტომ ჯოვანი ბავშვს საესთან ახლოს ცეცხლს უნთებდა,მანამ სანამ ბავშვს ტირილამდე არ მიიყვანდა,მხატვრისთვის ხელოვნება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა,ვიდრე საკუთარი შვილის ნერვები,ეს ყველაფერი ტილოს დასრულებამდე გაგრძელდა,ერთხელ ისტერიკამდე მისულმა ბიჭუნამ ვეღარ მოითბინა და იყვირა - „თავადაც დამწვარხარ“. ორი კვირის შემდეგ ბიჭუნა პნევმონიით გარდაიცვალა,მამა კი საკუთარ სახლში გაჩენილი ცეცხლის დროს დაიღუპა... ნახატი გადარჩა... ეს ამ სურათის ირგვლივ მომხდარი მისტიური მოვლენების მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა... ინგლისში,1985 წელს ნახატის ირგვლივ ძალიან ბევრი ჭორი ტრიალებდა,თითქმის აღარავის სჯეროდა დამთხვევების,ინგლისში,ყველა სახლში სადაც „მტირალა ბიჭუნა“ ს რეპროდუქციები ჰქონდათ,ყველა სახლში ხანძარი ჩნდებოდა... იყო მსხვერპლიც... ზოგიერთი იხსენებდა რომ მათი საკუთრებიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნახატი გადარჩა,რომელზეც გამოსახული იყო მტირალა ბიჭი,ამას უბრალო და სულელურ დამთხვევად ჩათვლიდნენ,რომ არა ის ფაქტი რომ ნახატის ირგვლივ ყველაფერი ნადგურდებოდა,ნახატი კი დაუზიანებელი რჩებოდა,მალე მისი შეძენა საერთოდ აიკრძალა,ორიგინალი კი დღემდე დაკარგულად ითვლება... ბილ სტოუნჰემის ნახატი „ხელები მას ეწინააღმდეგება“ ასევე დაწყევლილ ნახატად ითვლება,სურეალისტი მხატვარი 1941 წელს ბოსტონში დაიბადა,ის ჩვეულებრივი მხატვარი იქნებოდა,რომ არა მისი ერთი ნახატი,მხატვარმა ის 1972 წელსდახატა ძველი ფოტოს მიხედვით დახატა,რომელზეც თითონ თავის პატარა დასთან ერთად მშობლიურ სახლთან დგას,იგი უპატრონო ბავშვთა სახლში იზრდებოდა და დაუცველობის შეგრძნებაც ყოველთვის თან ახლდა,ნახატზე ბიჭი გაურკვეველი სახის ნაკვთებით და თოჯინა ცოცხალი გოგოს სიმაღლით თითქოსდა გაიყინენ მინის კართან,რომელსაც შიგნით პატარა ბავშვის ნათითურები ეტყობა,სურათს უამრავი შემზარავი ისტორია უკავშირდება,პირველად ნახატი „ლოს ანჯელეს თაიმსის“ დირექტორმა და ხელოვნების დიდმა მოყვარულმა ნახა,რომელიც მალე დაიღუპა,ამის შემდეგ ნახატი შეიძინა ამერიკელმა მსახიობმა ჯონ მარლიმ,რომელიც ცოტახანში ასევე დაიღუპა,სწორედ აქედან იწყება მითები... დიდი ხნის განმავლობაში ნახატი დაკარგულად ითვლებოდა,მაგრამ შემდეგ ის ნაგავსაყრელზე იპოვეს,ოჯახმა რომელმაც ის იპოვა ნახატი სახლში მიიიტანა და შვილის ოთახში დაკიდა,პირველივე ღამეს გოგონა ტირილით მივიდა მშობლებთან და შესჩივლა,რომ ნახატზე ბავშვები ჩხუბობდნენ და ადგილმდებარეობას იცვლიდნენ,ოთახში კამერა დააყენეს რომელიც მოძრაობაზე რეაგირებდა,იგი ღამე რამდენიმეჯერ ამოქმედდა... ფაქტია რომ ნახატები გარკვეულ ენერგეტიკას ატარებენ და ადამიანის ფსიქიკაზეც ზემოქმედებენ,შეგიძლიათ დაიჯეროთ ზემოთ მოცემული ფაქტები,შეგიძლიათ არა,მაგრამ როგორც იტყვიან „ერთხელ შემთხვევაა,ორჯერ დამთხვევა,ხოლო მესამეჯერ უკვე კანონზომიერება“ #art #events #photo #sport #funny #crypto #business #design #food #religion #opinion #news #politics #goodplaces #gaming
მარიკო გეწაძე
Holon · 4 months ago
რატომ ქუთაისი? ხომ ვერ მეტყვით ყველაზე ძველი ქალაქი რომელია საქართველოში? ქუთაისი 3 500 წლის არის და ამით ევროპის ხუთ უძველეს ქალაქთა რიგში იკავებს დამსახურებულ ადგილს. არგონავტების მითი სათავეს სწორედაც რომ კოლხეთის მეფე აიეტისგან იღებს. კოლხეთის დედაქალაქი აია იყო (ქუთაისის პირველი სახელწოდება), მედეა კი აიეტის შვილი. ხომ ვერ მეტყვით გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქი რომელია? ცხადია ქუთაისი. ქართველი მეფეების ბაგრატოვანთა დინასტიის სიმბოლო ბაგრატის ტაძარი სად არის? ნუ ვიცით რომ ქუთაისშია. საქართველოს ნომერ პირველი მეფე დავით აღმაშენებელი ქუთაისში გამეფდა. საქართველოს ნომერ პირველი მგოსანი აკაკი წერეთელი ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი ეკონომისტი და მოაზროვნე ნიკო ნიკოლაძე ქუთაისში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი ერისკაცი ექვთიმე თაყაიშვილი ქუთაისში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი მსახიობი ქალი ვერიკო ანჯაფარიძე ქუთაისში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი მსახიობი კაცი უშანგი ჩხეიძე ქუთაისში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი პოეტური ორდენი „ცისფერყანწელები“ (ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და სხვები) ქუთაისში დაარსდა. საქართველოს ნომერ პირველი ენათმეცნიერი აკაკი შანიძე ქუთაისში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი ფსიქოლოგი, "განწყობის თეორიის" შემქნელი დიმიტრი უზნაძე ქუთაისში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი ფილოსოფოსი, ქართული ფილოსოფიის სკოლის ფუძემდებელი შალვა ნუცუბიძე ქუთაისში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი პოეტი ქალი ანა კალანდაძე ქუთაისში სწავლობდა, საქართველოს ნომერ პირველი ფემინისტი კატო მიქელაძე ქუთაისში დაიბადა. საქართველოს ნომერ პირველი მოქანდაკე, როდენის მოსწავლე იაკობ ნიკოლაძე ქუთაისში დაიბადა. საქართველოს ნომერ პირველი კომიკოსი იპოლიტე ხვიჩია ქუთაისის თეატრის მსახიობი იყო. აქედან წავიდა კინოში. საქართველოს ნომერ პირველი თეატრი „თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელწიფო აკადემიური თეატრი“ ქუთაისში დაარსდა. საქართველოს ნომერ პირველი თეატრის მხატვარი პეტრე ოცხელი ქუთაისელია. საქართველოს ნომერ პირველი კინო „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ ქუთაისელმა კინემატოგრაფმა ვასილ ამაშუკელმა გადაიღო (იგი ახლაც ქუთაისის პანთეონში განისვენებს). საქართველოს ნომერ პირველი კინო-თეატრია „რადიუმი“, სადაც 1911 წელს პირველი ქართული ფილმი უჩვენეს. საქართველოს ნომერ პირველი ლიმონათი- „ლაღიძის წყლები“ ქუთაისში გამოიგონეს (#8 აფთიაქში) საქართველოს ნომერ პირველი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი ქუთაისში დაიბადა. საქართველოს ნომერ პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი (მაშინდელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით) ქეთევან ლოსაბერიძე ქუთაისში დაიბადა. საქართველოს ნომერ პირველი (და მსოფლიო მასშტაბის) მოჭადრაკე მაია ჩიბურდანიძე ქუთაისში დაიბადა. საქართველოში ნომერ პირველი ფეხბურთელი რამაზ შენგელია ქუთაისელია. საქართველოს ნომერ პირველი ველოსპორტსმენი, მსოფლიო რეკორდსმენი ომარ ფხაკაძე ქუთაისში დაიბადა. საქართველოში ნომერ პირველი კალათბურთელები ქორქია, საკანდელიძე, დერიუგინი, დარსაძე ქუთაისელები არიან. საქართველოში ნომერ პირველი რაგბის გუნდი „ქუთაისის აია“. საქართველოში ნომერ პირველი მოჭიდავეები აკაკი კიბორძალიძე, თემურ აფხაზავა, დავით ხახალეიშვილი ქუთაისში დაიბადნენ. ბრიტანეთის ნომერ პირველი მომღერლის ქეთი მელუას მშობლიური ქალაქი ქუთაისია. დიდი ებრაელი მწერალი, "ვეფხისტყაოსნის" ივრითულად მთარგმნელი ბორის გაპონოვი ქუთაისში დაიბადა. ამერიკაში "ბეჭდაუდებელ ფალავნად" ცნობილი კოლია ქვარიანი ქუთაისში დაიბადა. კავკასიაში პირველი აფთიაქი კოკოჩაშვილებმა ქუთაისში გახსნეს, სადაც მოგვიანებით პროვიზორმა მიტროფანე ლაღიძემ მისი სახელობის წყლები გამოიგონა. მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ პირველად ქუთაისის ოპერის თეატრში იმღერა. მსოფლიო ტენორი ზურაბ ანჯაფარიძე ქუთაისში დაიბადა. ამერიკული ბალეტის დამაარსებელი ჯორჯ ბალანჩინი ქუთაისიდან გახლდათ. უდიდესი მსახიობი ჟორა შავგულიძე ქუთაისში დაიბადა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პარლამენტში (1918 წელს) ხუთი ქალი აირჩიეს, აქედან სამი ქუთაისის მესამე სკოლაში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე. ქუთაისი იყო მისი ბავშვობის და ახალგაზრდობის ქალაქი. საქართველოს ნომერ პირველი ანსამბლი „დები იშხნელები“ ქუთაისელები იყვნენ. დიდი რუსი პოეტი ვლადიმერ მაიაკოვსკი ქუთაისის პირველ სკოლაში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია ქუთაისის მეორე სკოლაში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი კინო რეჟისორი რეზო ჩხეიძე ქუთაისის მესამე სკოლაში სწავლობდა. უმაგრესი პოეტი ლადო ასათიანი ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლობდა. დიდი ფრანგი მხატვარი ფელიქს ვარლა ქუთაისში დაიბადა. პოლონეთის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ რაჩკევიჩი ქუთაისში დაიბადა. საქართველოს ნომერ პირველი დრამატურგი დავით კლდიაშვილი ქუთაისში ცხოვრობდა. საქართველოს მარიონეტების თეატრის დამაარსებელი რეზო გაბრიაძე ქუთაისელია. ქუთაისელმა მეცენატებმა დათეშიძეებმა, რომლებიც ბანკს და კონიაკის ქარხანას ფლობდნენ ქუთაისში გალაკტიონის პირველი კრებულის დაბეჭდვა დააფინანსეს. დათეშიძეებმა დააფინანსეს ასევე პირველი ქართული მხატვრული ფილმის „ქრისტინეს“ ეკრანიზაცია. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების ეთნიკურად სომეხი დეპუტატი რუბენ აუშტროვი ქუთაისში დაიბადა. იგი საქართველოშიც და ემიგრაციაში ყოფნის დროსაც მუდმივად საქართველოს პატრიოტად რჩებოდა. მან საფრანგეთში ემიგრაციის დროს ბიზნესი გამართა და მთლიანად ეხმარებოდა საქართველოს ეროვნულ მთავრობას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელი თავდაცვის მინისტრი ნიკოლოზ (პარმენ) ჭიჭინაძე დაბადებულია ქუთაისში. იოსებ ელიგულაშვილი - ქართველი შინდლერი, დაბადებულია ქუთაისში. მან ევროპის მასშტაბით 20 ათასამდე ებრაელი იხსნა განადგურებისგან. ქუთაისში ცხოვრობდა აღიარებული მხატვარი დავით კაკაბაძე, რომლის ერთ ერთი ნაშრომი „იმერეთი-დედაჩემი“ დატანილია ქართული ფულის ათლარიან ნომინალზე. მერაბ კოსტავას ოჯახი ქუთაისიდან იყო. მერაბის ბებია კატო ნუცუბიძე და ბიძა, ცნობილი მსახიობი გრიშა კოსტავა ქუთაისში ცხოვრობდნენ. ქუთაისელი იყო პოეტი ლილი ნუცუბიძე, რომლის თითქმის ყველა ლექსი ქართულ ესტრადაზე იყო აჟღერებული („საყვარელო მამულო“, „შავი ზღვა თეთრად მოგეჩვენება“ და სხვა) ასევე ქუთაისელი იყო პოეტი ზურაბ კუხიანიძე. („მინდვრად დაგიჭერ პეპელას, თუ გამოდგება მარაოდ“ და სხვა) კლასიკოსი მწერალი, „ცისფერი მთებისა“ და „ჩემი მეგობარი ნოდარის“ ავტორი რეზო ჭეიშვილი ქუთაისელი იყო. პოეტი ოთარ მამფორია ქუთაისში დაიბადა („დილით შენს ბაღში ვღიღინებ, ღამით ყაყაჩოს ვდარაჯობ“ და სხვა) „სულიკოს“ და „ციცინათელას“ ავტორი ვარინკა წერეთელი ქუთაისში სწავლობდა. კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე ქუთაისელი იყო. პეტრე ჭაბუკიანი დიდი ქუთაისელი, რომელმაც კაცობრიობისთვის „დინოზავრის ნაკვალევი“ აღმოაჩინა. ქუთაისელმა ექიმმა გრიგოლ მხეიძემ სასუნთქი აპარატი გამოიგონა, რითაც მეორე მსოფლიო ომის დროს უამრავი ჯარისკაცი გადაარჩინეს. ბარბარე ყიფიანი პირველი ქართველი ფიზიოლოგი ქალი, ევროპაში ცნობილი მეცნიერი, საფრანგეთის სამედიცინო აკადემიის წევრი ქუთაისელი იყო. ქუთაისის ოპერის პრიმადონა გაიანე დოლიძე. სწორედ ის ასრულებს სიმღერებს ქართულ ფილმში "აბეზარა" ( 'შემოდგომის ნისლია') კონსტანტინე კანდელაკი, დაბადებული ქუთაისში ,ცნობილი მათემატიკოსი, პირველი ქართულენოვანი სასკოლო, ტექნიკური დისციპლინების (მათემატიკა, ფიზიკა, ასტრონომია) შემქმნელი. საქართველოს ნომერ პირველი რკინის ხიდი (კავკასიაში პირველი რკინის კონსტრუქცია) „ჯაჭვის ხიდი“. პირველი ქართული ავტომობილი ქუთაისში გამოუშვეს. პირველი დამოუკიდებელი ტელევიზია ქუთაისში დაარსდა. ქართული როკის, ელექტრონული მუსიკის და ჰიპ-ჰოპის სამშობლოც ხომ ქუთაისია. ყველაზე მაღალი ხე საქართველოში ქუთაისის ბოტანიკურ ბაღშია- ამერიკული სექვოია. ყველაზე ასაკოვანი ხე ქუთაისის „ოქროს ჩარდახშია“- 800 წლის აღმოსავლური ჭადარი. ყველაზე მულტი კულტურული და რელიგიური ქუჩა ქუთაისშია, სადაც ფრანგი კათოლიკეების ტაძარი, მართლმადიდებლური ეკლესია და ებრაული სინაგოგა ერთმანეთთან ასი მეტრის დაშორებით უკვე ორ საუკუნეზე მეტია მშვიდად თანაცხოვრობენ. ყველაზე ძველი ბულვარიც ხომ ქუთაისშია, რომელიც 175 წლის წინ ფრანგმა დეკორატორებმა იაკობ და ნიკო მარებმა გააშენეს. და ბოლოს მდინარე რიონი ჩაუდის ქალაქს, რომელიც სუფთა ქართული მდინარეა, საქართველოში იბადება და საქართველოშივე წყვეტს არსებობას. და კიდევ ბოლოს! ალექსანდრე დიუმაც ხომ ქუთაისზე წერდა- „ეს არის ევროპული ქალაქი ვიწრო ქუჩებით, სადაც პარიზული მოდა მხოლოდ ორი კვირის დაგვიანებით ჩამოდისო“ #goodplaces #politics #opinion #news #events #photo #art #sport #funny #crypto #business #design #design #food #religion #gaming
+4
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi · 3 months ago
ადოლფ ჰიტლერი და ხელოვნება
იქამდე სანამ მეოცე საუკუნეს სისხლიან კვალს დაატყობდა ადოლფ ჰიტლერი მხატვრობით იყო გატაცებული,მას უნდოდა,რომ ხელოვანი გამოსულიყო,დღემდე მისი არაერთი ნამუშევარია შემორჩენილი,მას შეეძლო დიდი წარატებისთვის მიეღწია,ეხატა პეიზაჟები,ნატურმორტები,ის ირჩევდა გზას,რომელიც ითვალისწინებდა,რომ დიდი გზა უნდა გაევლო წარმატებამდე,ის თანახმა იყო ამ ყველაფერზე,თანახმა იყო რომ პურის ფული საფოსტო მარკის და ღია ბარათების შექმნით ეშოვა,თუმცა მისი ცხოვრება ისე არ წავიდა როგორც წარმოედგინდა,იგი ვენის ხელოვნების აკადემიაში არ მიიღეს,უფრო მეტიც,მისი ნამუშევრები უინტერესოდ მიიჩნიეს,მათ მხოლოდ არქიტექტურული ნამუშევრები მოეწონათ და შესთავაზეს მას რომ არქიტექტურა გაეგრძელებინა,მან ამის შემდეგ კიდევ სცადა ბედი აკადემიაში,თუმცა უშედეგოდ მას მხოლოდ არქიტექტურას სთავაზობდნენ,თუმცა ადოლფი თვლიდა,რომ არქიტექტურა მისი საქმე ნაკლებად იყო,ვინ იცის,როგორ წარიმართებოდა დიდი დიქტატორის ბედი იგი აკადემიაში რომ მიეღოთ,თუმცა ისტორიის შეცვლა შეუძლებელია,მჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია ათეული წლის შემდეგ ვათვალიეროთ ადოლფის ტილოები და გაგვიჩნდეს კითხვა თუ როგორ შეიძლება ამდენი ბოროტების ჩამდენი,ასეთი ნამუშევრების შემქმნელი იყოს. წიგნში, "ჩემი ბრძოლა", ჰიტლერი წერდა, რომ დღეში საშუალოდ სამ ნახატს მაინც ხატავდა. მის შემოქმედებაში მრავალფეროვნება იგრძნობა,ყვავილები,პეიზაჟები... თუმცა მთავარი მაინც შენობებია,მისი შექმნილი ღია ბარათები ტურისტებში პოპულარობით გამოირჩევა. თუმცა,მას ადამიანების ხატვა არ ეხერხებოდა,ან შეიძლება უბრალოდ არც სურდა,შეიძლება სწორედ ეს იყო მიზეზი,რომ აკადემიაში ვერ ჩაირიცხა. და მთავარსარდლების უმეტესობა ძალიან კარგად იცნობდა ხელოვნებას,ან თავად იყვნენ ხელოვანნი,უმეტესი მათგანი კი ჰიტლერის მსგავსად დაუფასებელნი დარჩნენ. „დიდ გერმანულ მხატვრულ გამოფენაზე“ ფიურერი ეპოქალური სიტყვით გამოვიდა: „კუბიზმს, დადაიზმს, ფუტურიზმს, იმპრესიონიზმსა და ამათ მსგავს სხვა არცერთ მიმდინარეობას გერმანულ ხალხთან საერთო არაფერი აქვს… ისინი მხოლოდ ხელოვნურად შემოქმედი ხალხია, რომლებსაც ღმერთმა არ მისცა ხატვის ნამდვილი ნიჭი და მხოლოდ ტყუილით და ლაპარაკით დააჯილდოვა ისინი… მათთვის ჩვენი ერის წარმომადგენლები დეგენერატული კრეტინები არიან, მდელოები მათთან ლურჯია, ცა-მწვანე, ღრუბლები ნაცრისფერ-ყვითელი და ა.შ… ჩვენ მხოლოდ ორი ვარიანტი გვაქვს: ან ეგრეთ წოდებული „მხატვრები“ გარემოებას მართლა ასე უჩვეულოდ ხედავენ და სჯერათ, რომ ისინი სწორად ასახავენ მსოფლიოს, მაშინ უნდა გაირკვეს, მათი მხედველობის დეფექტები მექანიკური, თუ გენეტიკური დაზიანებაა. პირველ შემთხვევაში ჩვენ მათ ვუზიარებთ, მეორე შემთხვევაში კი ეს მნიშვნელოვანია იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, უნდა მიხედონ ამ საქმეს, რათა თავი აარიდონ ასეთი საშინელი მხედველობის დეფექტების გენეტიკას. შესაძლებელია ისიც, რომ ამ პირებს თავად არ სჯერათ საკუთარი „გრძნობებისა“ და „ხილვების“, მაგრამ ცდილობენ, ამ მოტივაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერი დაცინვით შურაცხყონ. ასეთი ქმედებები კი სისხლის სამართლის საქმეს მიეკუთვნება… ამიერიდან ჩვენ დაუნდობელ ბრძოლას გავმართავთ მათში კულტურული ელემენტების გასანადგურებლად.“ #art #photo #events #opinion #funny #crypto #business #design #food #sport #news #politics #religion #gaming #goodplaces
+4
მარიკო გეწაძე
Holon · 4 months ago
საოცარი შეგრძნებებია, როცა თოვლში მიდიხარ, მიდიხარ და ნაკვალევს ტოვებ, შენს არსებობას ახსენებ ყველას, ვინც ამავე გზით გამოივლის და გრძნობ, რომ სამყაროს სჭირდები, თორემ არც ნაკვალევი დარჩებოდა შენი… ასე ფიქრობ მხოლოდ წუთები, რადგანაც ხედავ თოვლი ფარავს შენს ნაკვალევს და ის ქრება, თითქოს არც ყოფილა, თითქოს არც კი გაგივლია აქ და უკან მობრუნებულს იგივე გზაზე სხვისი ნაკვალევი გხვდება და თუ გინდა ისევ სამყაროს ნაწილად იქცე და იგრძნო რომ ვიღაცას სჭირდები თავიდან უნდა გაიარო იგივე გზა და ნაკვალევიც თავიდან დატოვო. ადამიანებთან ურთიერთობაშიც ხომ ასე ხდება… არსებობ ვიღაცის გვერდით, არსებობ მასში და შეგიძლია შენი არსებობით შეცვალო ის, მანამ მასში არის რაღაც ნაწილი შენი, შენი ნაკვალევი, მერე კი ქრები, ქრები მისი გულიდან, ქრები როგორც პატარა ფიფქები ქრებიან შენს წამწამებზე, ხელისგულებზე და გიკვირს და გტკივა, რომ ასე მარტივად დაგივიწყა, თითქოს არც იყავი, გიკვირს რომ არაფერი ახსენებს შენს თავს, არც მუსიკა ერთად რომ უსმენდით, არც ქუჩები ერთად რომ სეირნობდით, არც გვირილები ასე რომ გიყვარს და არც უსაზღვროდ დიდი ცა… არაფერი დარჩა შენგან, არადა, რა უხვად გაეცი მისთვის შენი არსებობის ყველა წუთი და წამი, ნაწილები შენი სულისა და ახლა ხვდები, რომ უკან აღარაფერს დაგიბრუნებენ, ხვდები რომ სიცარიელედღა დარჩი და მაინც არ ნანობ… მხოლოდ ტკივილი, კიდევ კარგი ეს მაინც დაგრჩა. მიდიხარ თოვლში და ფიქრობ, რომ სამყარომ შეწყვიტა არსებობა, დროც კი გაჩერდა, მხოლოდ საკუთარი გულის ცემა გესმის და მხოლოდ შენს ფიქრებს ხედავ ნატვრად გადაქცეულს, ნეტა მომწეროს, ტელეფონი კი დუმს… მაინც ჯიუტად ელი და რატომღაც გჯერა, რომ ის აუცილებლად მოვა შენამდე, მოვა და დაგიკოცნის ხალებს ლოყაზე სამ წერტილად გაბნეულს და ელი. გგონია გავიდა თვეები, წლები, საუკუნეები, გგონია გაიარე უკვე დიდი გზა მასთან შესახვედრად, მაგრამ გრძნობ რომ ყველა გზა უკან გაბრუნებს, გაბრუნებს საკუთარ თავთან, საკუთარ ტკივილთან და ცრემლებიც კი აღარ გყოფნის, აღარც ძალა რომ წახვიდე… დაიღალე… აკვირდები საკუთარ ნაკვალევს თოვლზე და ხედავ რომ ვიღაც სხვაც მოდის იგივე გზაზე, მოდის, მაგრამ არა შენს ნაკვალევზე, უბრალოდ შენს გვერდით და ხვდები, რომ არავის შეუძლია შენი არსებობა გადაფაროს, წაშალოს ის რაც ხარ, რაც შენგან რჩება, იმიტომ რომ შენ შენ ხარ, სხვა კი სხვაა და არასოდეს დაემთხვევით ერთმანეთს როგორც ეს ფიფქები, ათასები და ათიათასები, მილიონები და უფრო მეტიც, თითქოს ერთნაირები და მაინც ყველა სხვადასხვა, თითოეული თავისთავად ღირებული, სხვებისგან დამოუკიდებლად, არა როგორც თოვლი, არამედ ერთი პატარა ფიფქი, რომელიც გაქრება წამში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ იყო, არ არსებობდა. ამას ხვდები და გრძობ საკუთარ სულს, საკუთარ სხეულს, გარკვეულ დროში და გარკვეულ სივრცეში, მარადისობის ერთ მცირე წამში, აწმყოში, წარსულში და მომავალში, გრძნობ საკუთარი არსებობის საჭიროებას და რწმუნდები აღარ ხარ მარტო, აღარც დაღლას გრძნობ, რადგან იცი უნდა იარო, რომ არ დაიკარგო, იარო წინ, ან უკან, მაგრამ უნდა იარო და შეხვდები იმას ვინც შენსკენ მოდის, დგეხარ თოვლში, ფიფქებით დამძიმებული წამწამებით და სასაცილოდ აფახულებ თვალებს, როგორც თოჯინა შენი ბავშვობის მეგობარი და გახსენდება ოქროს თევზები, დროებით რომ მიივიწყე სადღაც ცნობიერების ურთულეს გზაზე და ახლა ისევ გჯერა მათი არსებობის, ისევ გჯერა რომ სადღაც ისინი შენს ზღაპარს წერენ და უნდა წახვიდე იქ, შენს ზღაპარში და შენს სამყაროში და ისევ იწყებ ძიებას… იცი ისევ ბევრჯელ მობრუნდები უკან, ბევრჯელ იგემებ ტკივილს და იმედგაცრუებას, ბევრჯელ დაეცემი დაქანცული და მაინც გრძნობ , რომ უნდა წახვიდე… რადგან შენი ზღაპარი ამად ღირს… იქ უნდა მოხვდე… მომენატრე და შენთვის გავთოვდი, შორი გზებიდან მოვედი შენთან და შევისვენე შენს წამწამებზე… გთხოვ მაპატიოს ეს სისუტე ვინც შენ გეკუთვნის, ვისაც შენად თვლი, მე ხომ ფიფქი ვარ მალე გავქრები, მხოლოდ წამი მაქვს შენთან ყოფნისთვის და ეს წამია მარადისობა და უფრო მეტიც…… #news #funny #design #business #sport #religion #gaming #photo #art #opinion #goodplaces #politics #events #crypto #food
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi · 3 months ago
9 რამ რაც შეიძლება ვან გოგის შესახებ არ იცოდეთ
1. სახელი ვინსენტი ბაბუის და მის დაბადებამდე გარდაცვალებული ძამის საპატივცემულოდ დაარქვეს 2. სანამ ვან გოგი საკუთარ ცხოვრებას საბოლოოდ დაუკავშირებდა მხატვრობას, მას არაერთი პროფესიის მორგება მოუწია. ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში ბიძამ მას ნახატების გამყიდველად დააწყებინა მუშაობა. გარკვეულიპერიოდის განმავლობაში ის მასწავლებლადაც მუშაობდა ინგლისში, შემდეგ კი წიგნების მაღაზიაში ჰოლანდიაში. მამის მსგავსად, ვინსენტსაც სურდა სასულიერო პირი გამოსულიყო და 1878 წელს ბორინაჟში, ბელგიაში დასახლდა, სადაც სასულიერო პირი გახდა, თუმცა, მალევე აუცრუვდა გული რელიგიური მოღვაწის კარიერაზე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ვინსენტმა ხატვა პირველად 27 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ბელგიაში მაღაროელთა შორის ცხოვრობდა. სწორედ იქ შექმნა მან თავისი პირველი ნამუშევრები, რომლებშიც უბრალო ადამიანებს, ხელოსნებს, გლეხებს, მეთევზეებს, მათ საქმიანობასა და ყოფას ასახავდა. 3. მისი ძმა თეო,რომელიც ასევე ნახატებით მოვაჭრე იყო,მთელი ცხოვრება ეხმარებოდა ფინანსურადაც და მორალურადაც,განსაკუთრებით კი მაშინ როცა ვან გოგმა მხატვრობას მიჰყო ხელი 4. ვან გოგმა 10 წლის მანძილზე დაახლოებით, 900 ნახატი და 1,100 ქაღალდზე შესრულებული ნამუშევარი დაგვიტოვა, რაც, უხეშად რომ თქვათ, იმას ნიშნავს, რომ ის კვირაში საშუალოდ 2 ნახატს ქმნიდა. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გადმოცემის თანახმად, მან თავის სიცოცხლეში მხოლოდ 2 ნახატის გაყიდვა შეძლო მათ შორის მისი ცნობილი ნამუშევარი "წითელი ვენახები არლში" მისი მეგობარი მხატვრის ეჟენ ბოშის დამ, 400 ფრანკად 1890 წელს შეიძინა. მხატვარმა და მისმა შედევრებმა აღიარება მხოლოდ ვინსენტის გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა. 5. ალბათ ყველას გსმენიათ ვან გოგის ყურის ბიბილოს მოჭრის უცნაური ისტორიის შესახებ. გადმოცემის თანახმად, მან ყურის ნაწილი თავის მეგობარ მხატვარ პოლ გოგენთან კამათის შემდეგ სამართებლით მოიჭრა, ასანთის კოლოფში შეფუთა და მეგობარ მეძავ ქალს უსახსოვრა. თუმცა, ამ ისტორიას აქვს მეორე მხარეც, გერმანელი აკადემიკოსების მიერ 2009 წელს გამოცემულ წიგნში წერია, რომ ვინსენტს ყურის ბიბილო კარგმა მოფარიკავე გოგენმა კამათის დროს ხმლით მოაჭრა და გაიქცა. ამავე წიგნის მიხედვით, ვან გოგს, რომელსაც არ სურდა მეგობრობის გაფუჭება, სიმართლე დამალა და ამით მეგობარი ციხეში ჩაჯდომას აარიდა. 6. ვან გოგმა თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნახატში "ვარსკვლავიანი ღამე" , რომელიც 1987 წელს ავსტრალიელმა მეწარმემ იმ დროისათვის რეკორდულ ფასად, 53.9 მილიონ დოლადარად შეიძინა, გაუცნობიერებლად აღბეჭდა პლანეტა ვენერა. 1985 წელს ისტორიკოსმა ალბერტ ბოიმემ პლანეტარიუმის საშუალებით შეძლო აღედგინა, თუ როგორ გამოიყურებოდა ღამის ცა 1889 წლის 19 ივნიის, როდესაც ეს ნახატი შეიქმნა. მსგავსება იმდენად დიდი იყო, რომ ისტორიკოსმა დაადგინა, ვან გოგის განთიადის ვარსკვლავი სინამდვილეში პლანეტა ვენერა ყოფილა, რომლის დანახვა ყველაზე კარგად დაისის შემდეგ, ან განთიადის წინ შეიძლება. მის მოსაზრებას ასტრონომების დიდი ნაწილიც დაეთანხმა. ნახატზე ვან გოგმა ქალაქ სენ-რემი-დე-პროვანსის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნისას ფანჯრიდან დანახული ხედი ასახა, რომელზეც ის საკუთარ ძმას წერილში წერს : "ამ დილას ჩემი ფანჯრიდან დავინახე სამყარო, მზის ამოსვლამდე დიდი ხნით ადრე. ცაზე გამოსახული იყო ცისკრის ვარსკვლავი, რომელიც ძალიან დიდად მოჩანდა". 7. ვან გოგი ეპილეფსიით იყო დაავადებული. ეს არის ქრონიკულ-ნეიროლოგიური მდგომარეობა, რომელსაც პერიოდული კრუნჩხვები და შემოტევები ახასიათებს. მას ასევე დაუდგინდა ჰიპერგრაფია, აკვიატებული მიდრეკილება ინტენსიური წერისადმი, რაც ვინსენტის შემთხვევაში დაუოკებელი და ხშირი ხატვის სურვლით გამოვლინდა. 8. როგორც ყველა შემოქმედს, ვან გოგსაც ჰყავდა საყვარელი მხატვარი, რომლის ნამუშევრებითაც ის საზრდოობდა. იგი ჟან ფრანსუა მილეს გლეხური ფერწერის დიდი თაყვანისმცემელი იყო, რაც ვინსენტის ნახატებშიც ჩანს, თუმცა, 1886 წელს პარიზში დასახლების შემდეგ, მის ნამუშევრებზე დიდი გავლენა იქონია იმპრესიონისტებისა და ნეოიმპრესიონისტების ნახატებმა, რის შემდეგაც მის შემოქმედებაში შედარებით მსუბუქი და ნათელი ფერები გაჩნდა. 9. ვან გოგის სიკვდილი დიდხანს იყო ბურუსით მოცული. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ხელოვანმა სიცოცხლე პურის ყანაში ხატვისას თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა, მოგვიანებით მხატვრის სიკვდილის შესახებ ალტერნატიული თეორიებიც გაჩნდა. ერთ-ერთ ვერსიაზე დაყრდნობით, 1890 წელს ის ორმა ბიჭუნამ შემთხვევით, იარაღით დაჭრა. დაშავებული მხატვარი სახლამდე მისულა და იქ 2 დღის შემდეგ გარდაცვლილა. ვან გოგის ბიოგრაფების აზრით, მან ხელი დააფარა ბიჭუნას, რომელსაც იარაღი შემთხვევით გაუვარდა, როდესაც თავის ძმას იარაღის სროლას ასწავლიდა. მოსაზრებას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ იარაღი, რომლითაც ვან გოგმა თავი მოიკლა, შემთხვევის ადგილზე ვერ იპოვეს. ეს იყო მხატვრის კიდევ ერთი კეთილშობილური საქციელი, როდესაც მან დამნაშავე არ ამიხლა და თვითონ დაიბრალა მომხდარი. მისი ძმის თეოს, გადმოცემით, დიდი გენიოსის უკანასკნელი სიტყვები სიკვდილის სარეცელზე იყო: "მწუხარება უსასრულობამდე გაგრძელდება."#vincentvangogh #goodplaces #politics #news #opinion #events #art #photo #sport #funny #crypto #business #design #food #religion #gaming
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi · 3 months ago
ყვითელი ფერი ვან გოგის ხელოვნებაში
ვინსენტ ვან გოგი ყვითელ საღებავს ჭამდა , რადგან ფიქრობდა , რომ ეს ფერი ბედნიერებას შეიტანდა მის სხეულში და იქიდან - სულში . ბევრი ადამიანი თვლიდა , რომ მხატვარი გიჟი და ჭკუასუსტი იყო - როგორ აბსურდულად ჟღერდა ის , რომ საღებავის ჭამა კორელაციაში მოდიოდა ბედნიერებასთან . სხვა თუ არაფერი , ნივთიერება ტოქსიკური იყო , რაც მის ჯანმრთელობასაც ავნებდა . მაგრამ თუ ადამიანი ისეთი უბედური იყო , რომ დაუშვა რეალურობა ისეთი გიჟური იდეასაც კი , როგორიც არის შიდა ორგანოების ყვითელ ფრად შეღებვა , რა გასაკვირია , რომ ეს გაეკეთებინა კიდეც . განა საღებავის ჭამა ბევრად განსხვავებულია ვინმეს შეყვარების ან ნარკოტიკების მიღებისგან ? ყოველთვის არის რისკი , რომ გულს იტკენ ან ზედმეტი დოზა მოგივა , თუმცა ადამიანებს მაინც ყოველდღე უყვარდებათ და ყოველდღე იკეთებენ ნარკოტიკებს , იმ მცირედი შანსის იმედით , რომ გრძნობებს ან წამლებს შეუძლიათ ცხოვრება ცოტათი მაინც უკეთესი გახადონ .. ყველას აქვს თავისი ყვითელი საღებავი .. #art #events #photo #sport #funny #crypto #business #design #food #opinion #news #politics #religion #gaming #goodplaces #vincentvangogh
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi · 3 months ago
ვან გოგის წერილი
ვან გოგმა დახატა თავისი ვიწრო ოთახი არლში,მის განზრახვას კი ჩინებულად გვიხსნის ძმისადმი ამ სურათის შესახებ მიწერილი: "მე ახალი იდეა გამიჩნდა და,აი,მისი ჩანახატი... ამჯერად ეს უბრალოდ ჩემი საძინებელია, მაგრამ აქ ყველაფერი ფერმა უნდა გააკეთოს; რაკი მისი გამარტივების გამო საგნებს უფრო მეტი სტილი მიენიჭებათ,მან ზოგადად მოსვენებასა თუ ძილზე უნდა მიგვანიშნოს.მოკლედ რომ ვთქვათ,სურათის ხილვამ უნდა მოასვენოს ტვინი ან,უფრო,წარმოსახვა კედლები მკრთალი იისფერია. იატაკის ფილები -წითელი. წიგნისა და სკამების ხე - ახალშედღვებილი კარაქივით ყვითელი,ზეწრები და ბალიშ - მკრთალი მომწვანო-ლიმონისფერი.გადასაფარებელი - წითელი, სარკმელი-მწვანე. ტუალეტის მაგიდა - ნარინჯისფერი,ხელსაბანი - ლურჯი. კარი - იასამნისფერი. სულ ეს არის - ამ ჩაკეტილდარაბებიან ოთახში სხვა არაფერია. ავეჯის განიერმა ხაზებმა კვლავაც სრული მოსვენება უნდა გამოხატოს.კედლებზე პორტრეტებია,სარკე,პირსახოცი და ცოტაოდენი ტანსაცმელი. ჩარჩო - ვინაიდან თეთრი ფერი სურათში არ არის - თეთრი უნდა იყოს. ეს სამაგიეროს გადახდა იქნება იმ ნაძალადევი დასვენებისთვის,რომელიც იძულებული შევიქენი მიმეღო. მე კიდევ მთელ დღეს ვიმუშავებ ამ სურათზე, მაგრამ,ხომ ხედავ,რა უბრალო ჩანაფიქრია. დაჩრდილვასა და დაცემულ ჩრდილებზე უარი ვთქვი.ის თავისუფლად,ბრტყელ ფენებადაა დახატული,იაპონური გრავიურების მსგავსად." #vincentvangogh #photo #art #goodplaces #politics #news #opinion #events #sport #funny #crypto #business #design #food #religion #gaming