0
2019 წელს ირანთან სავაჭრო ბრუნვამ 258 304 600 დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ირანთან ექსპორტი 71 224 700 დოლარი იყო, ხოლო იმპორტმა 187 079 800 დოლარი შეადგინა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ 5 პროდუქტს, რასაც ირანში ვყიდით და ვყიდულობთ: საქართველოდან ირანში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები: ფეროშენადნობები - 14 400 200 დოლარი ახალი, გაცივებული ან გაყინული, ცხვრის ან თხის ხორცი - 12 351 000 დოლარი გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი ხე-ტყის მასალა - 11 635 100 დოლარი მონოძაფები სინთეზური - 6 720 600 დოლარი ახალი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 3 833 700 დოლარი ირანიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები: ნავთობის კოქსი, ნავთობის ბიტუმი და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენები - 49 074 300 დოლარი მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოჭიქურებული - 19 905 800 დოლარი პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 11 825 300 დოლარი მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სხვა, შავი ლითონებისაგან - 10 183 900 დოლარი მინა თერმულად გაპრიალებული და მინა მქრქალი ან გაპრიალებული ზედაპირით - 7 000 200 დოლარი. ავტორი: ლიკა ამირაშვილი P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ.
#news
#business
0