0
მიხეილ კალანდიას ვერდიქტი ცნობილია. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. საბოლოო სიტყვის წარმოთქმის უფლებით ისარგებლა მიხეილ კალანდიამ. იგი თავს უდანაშაულოდ ცნობს და აცხადებს, რომ , , პროკურატურა პოლიტიკურად ანგაჟირებულია". შეგახსენებთ, რომ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
#ხორავასსაქმე
#კალანდია
#საქალაქოსასამართლო
#tbilisidaily
0