0
ქუთაისი ოკუპაციის დღეს ეხმაურება. დღეს 25 თებერვალია, საქართველოს გასაბჭოების დღე. ზუსტად 99 წლის წინ რუსულმა წითელმა არმიამ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი ძალა, კი ქართული მე-5 კოლონა იყო, იოსებ ჯუღაშვილისა სერგი ორჯონიკიძის მეთაურობით. ეს უკანასკნელი თავად მოუძღოდა მტრის არმიას და ხელმძღვანელობდა საქართველოს გასაბჭოების პროცესს. "ოკუპაციის მუზეუმი" საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში უკვე აქტიურად ფუნქციონირებს. სამწუხაროდ, ასეთი ქალაქების რიცხვში არ შედის ჩვენი ქუთაისი. დღეს ქუთაისში ახალგაზრდებმა სიმბოლურად დაარიგეს ფლაერები, რომელზეც ასახული იყო ის მავნებლური ფაქტები და მოვლენები, რომლებიც რუსეთმა საქართველოს 200 წლის მანძილზე გაუკეთა... მათივე განცხადებით 25 თებერვალი სამუდამოდ უნდა დარჩეს ქართველი ხალხის ქვეცნობიერში, რათა ისტორიული შეცდომების განმეორებას დასაბამი კიდევ ერთხელ არ მიეცეს.
#ქუთაისი
#საქართველო
#სსრკ
#დაპყრობა
#სერგო
#ორჯონიკიძე
#იოსებ
#ჯუღაშვილი
#ახალგაზრდები
#პროტესტი
#kutaisidaily
0