რას ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი დეა კაპანაძე

0
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი დეა კაპანაძე ჟურნალისტ ელისო კილაძესთან ინტერვიუში თამართან ურთიერთობის დეტალებს უყვება. მისი თქმით, მან იცოდა, რომ თამარი ფსიქოლოგთან დადიოდა, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო გაუჩინარების წინა დღეებში ის არ უნახავს. "ვიცოდი, რომ ფსიქოლოგთან დადიოდა. ჩემთან ისიც აქვს ნათქვამი, რომ როცა რაღაცას განიცდიდა ფსიქოლოგი ახერხებდა მის დარწმუნებას, რომ არ ღირდა ამაზე ნერვიულობა. ფსიქოლოგთან სიარული არ ნიშნავს, რომ ადამიანი თავის მოკვლას აპირებდა. თამარს არასოდეს უხსენებია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ან თავის მოკვლას აპირებდა. არც მისი სამსახური იყო რამე განსაკუთრებული კიბერ სპეციფიკის და არ ვიცი რაში შეეძლო შეეღწია. ერთხელ ვარ მის სამსახურში ნამყოფი, მანქანის გასაღები აიღო და წამოვედით მალევე. თამარი ბოლოს ვნახე 10 რიცხვში, ხოლო ბოლოს მინაწერი მაქვს 12 ში. საბაკალავრო ნაშრომის დაცვა ჰქონდა 20-ში და იყო ძალიან დატვირთული, ამიტომ არ მინდოდა ზედმეტად შემეწუხებინა. ზოგადად, ძალიან მიზანსწრაფული ადამიანი იყო და ყოველთვის ძალიან გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა. ამიტომ ისე დაემთხვა, რომ ბოლო დღეებში აღარ შევხმიანებივარ. თამარს არ ეტყობოდა, რომ უბედური იყო, მაგრამ ჩვენ რეალურად არ ვიცით რა ხდება ადამიანის შინაგან სამყაროში. რაც შეეხება ბაჩანას, თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული, რომელიც ვიცი და თვითონ გამაცნო, ეს არ არის ბაჩანა ლობჟანიძე. იმ ბიჭს 2018 წელს დაშორდა და ურთიერთობა აღარ აღუდგენია. თამარის გარდაცვალების შემდეგ, ბაჩანამ რომ მომწერა, გიფები და სურათები ჩამიყარა გამიკვირდა, მეთქი ვინ ხარ შენ... შემიძლია მასთან მიმოწერა გავასაჯაროვო. საერთოდ რა შუაშია ის ხალხი, ვისაც ბაჩანა ასახელებს, " - განაცხადა დეა კაპანაძემ.
0