0
აფხაზეთი დღესაც ისეთი ლამაზია, როგორც უწინ იყო. მისი ბუნების სილამაზე ისევ ძველებურად ატყვევებს მის მნახველს. მან ბევრი რამე გადაიტანა. ბევრი ტკივილი, ცრემლი და მოგონება, რომელიც ომ გამოვლილი ადამიანის მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება. მისი ქალაქები თვალწარმტაცია . ულამაზესია გაგრა თავისი კოლონადებით, პალმებით, სხვა მარადმწვანე მცენარეებით დამშვენებული ქუჩებით და სანაპიროთი. აქვე უნდა აღინიშნოს რიწის ტბა - რომელიც ულამაზესია და თამამად შეიძლება ითქვას რომ მთელი საქართველოს მშვენებაა. სოხუმი - ქალაქი, რომელმაც საშინელ ომს გაუძლო, მაგრამ მშვენება მაინც არ დაუკარგავს. ის ულამაზესია თავისი სანაპიროთი, კამკამა ზღვით, თოლიებით, მშვიდი და წყნარი ქუჩებით. ეს ის ქალაქებია, რომლებიც აფხაზეთს ამშვენებენ და ამავდროულად უამრავ ტურისტს იზიდავს. ოჩამჩირე, რომელსაც ომმა ყველაზე მეტად დაატყო თავისი ვერაგი ხელი. მას მეტი ყურადღება სჭირდება, რაც სამწუხაროდ გარკვეული მიზეზების გამო ვერა და ვერ ხერხდება. იქვე არის პატარა ქალაქი გალი სადაც მეტწილად ეთნიკური მეგრელები ცხოვრობენ და თითქმის ვერ ახერხებენ ქართულად სწავლა-განათლების მიღებას. აფხაზეთი ქართველების გარეშე გაბუტულ ბავშვს ჰგავს, რომელიც ფანჯრიდან იყურება და დედის მოლოდინშია. ის იმედიანადაა და დარწმუნებულია, რომ ამ მიტოვებულ სახლს მცხოვრებნი ისევ, ამჯერად უკვე სამუდამოდ დაუბრუნდებიან.
#აფხაზეთი
#სოხუმი
#გაგრა
#რიწის
#ტბა
#ოჩამჩირე
#სოხუმი
#sokhumidaily
#goodplaces
0